Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: პოლონეთში ზელენსკის საწინააღმდეგო ბროშურები ვრცელდება

დეზინფორმაცია: პოლონეთში ზელენსკის საწინააღმდეგო ბროშურები ვრცელდება

თებერვალს 5, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი მსოფლიო ამბები, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1), ამჯერად ფოტოს ავრცელებს, რომელზეც განცხადებების დაფაა გამოსახული. დაფაზე უკრაინის პრეზიდენტის გამოსახულებიანი რამდენიმე პოსტერია გაკრული. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „პოლონეთი დაფარულია ზელენსკის საწინააღმდეგო ბროშურებით. ბროშურაზე წერია: „ნაცისტების ადგილი ნაგავშია და არა ოსვენციმში“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება (არქივირებული ბმული).

პოსტის აღწერის თანახმად, მსგავსი პოსტერები მთელ პოლონეთშია გავრცელებული. თუმცა, ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) საშუალებით აღნიშნული ფოტოს მოძიებისას, მხოლოდ იდენტური ფოტო იძებნება, ისიც მხოლოდ რუსულენოვან პროპაგანდისტულ ვებგვერდებსა (1; 2) და არასანდო ანგარიშებზე (1; 2). ფოტოსა და პოსტერზე არსებული ტექსტის გამოყენებით ინტერნეტსივრცეში ძებნისას მსგავსი ინფორმაცია პოლონურ მედიაშიც არ იძებნება.

2025 წლის 28 იანვარს გავრცელებულ ფოტოს უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ფოტო რედაქტირებულია. ცენტრის თქმით, ამას ადასტურებს ის, რომ პოსტერები დაფაზე ზუსტად ერთნაირადაა მიკრული, რაც რედაქტირების გარეშე შეუძლებელია. პოსტერს ფოტოს ირგვლივ ჩარჩოს მსგავსი ხაზები აქვს, რომელთა კუთხეებშიც ჭიკარტებია დამაგრებული. მაგალითისთვის, პირველ ორ პოსტერზე დაკვირვებისას ჩანს, რომ ჭიკარტები ზუსტად ერთნაირადაა ორივე ფოტოზე დამაგრებული. (იხ. ფოტო)

ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ VoxUkraine-მაც გადაამოწმა. მათ ინსტრუმენტი, სახელად Forensically გამოიყენეს, რომლის კლონირების აღმოჩენის (clone detection) ფუნქციის შედეგები მიუთითებს, რომ ფოტოზე არსებული ფურცლები შესაძლოა ხელოვნურად იყოს დუბლირებული.

ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთელ პოლონეთში ზელენსკის საწინააღმდეგო პოსტერები ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვიეტნამში ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის არსებულ კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვიეტნამში ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის არსებულ კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება
აგვ 08, 2025
ბერინგისა და დანიის სრუტეებისა და მაგადანის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
ბერინგისა და დანიის სრუტეებისა და მაგადანის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
იან 23, 2026
სოციალურ ქსელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფიცის შესახებ პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფიცის შესახებ პოსტი ვრცელდება
იან 21, 2025
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სექ 18, 2025
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის ვიდეო ყალბი აუდიოთი ვრცელდება
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის ვიდეო ყალბი აუდიოთი ვრცელდება
სექ 03, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.