Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მიხაელ როთის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში მიხაელ როთის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

ივლისს 5, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

სოციალურ ქსელში მიხაელ როთის გამოგონილი ციტატა ვრცელდება (არქივირებული ბმული). პოსტი ფოტო-ქარდია, რომელზეც მიხაელ როთისა და მიშა მშვილდაძის ფოტოები და თითქოს მიხაელ როთის მიერ ნათქვამი ფრაზაა დატანილი. „ძალიან მომწონს ქართველი ოპოზიციონერი მიშა მშვილდაძე, მასთან ერთად ვცხოვრებით, თავს ბედნიერ ადამიანად ჩავთვლიდი“, - განაცხადა თითქოს მიხაელ როთმა.

მიხაელ როთი გერმანელი პოლიტიკოსია, რომელიც ბუნდესტაგის საგარეო საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მსგავსი განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება. ამის შესახებ ვერც რომელიმე სანდო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იპოვით. საქართველოს შესახებ პოლიტიკოსის ბოლო გამოხმაურება მიხეილ ყაველაშვილის ირანში ვიზიტს ეხება. საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე პოლიტიკოსმა ვიზიტის ამსახველი ვიდეო გააზიარა წარწერით: „სირცხვილი! საცოდავი საქართველო“.

ფოტოს ავტორის მიერ გავრცელებული ქარდი ფოტორედაქტირების ხელსაწყოების გამოყენებით დამუშავებულია იმგვარად, რომ ის მიმსგავსებულია ტელეკომპანია „ფორმულას“ დიზაინს, რომლითაც მედიასაშუალება სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ციტატას ფოტო-ქარდის ფორმით ავრცელებს (მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალები იხილეთ ბმულზე). სინამდვილეში, მსგავსი მასალა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არ იძებნება.

მასალა, გარდა იმისა, რომ გამოგონილ ციტატას შეიცავს, მადისკრედიტებელი ხასიათისაა. ამ შემთხვევაში, დისკრედიტაციის სამიზნე, მიხაელ როთის გარდა, „ფორმულას“ დირექტორი მიშა მშვილდაძეცაა. ფოტოს შინაარსი და მისი ავტორის მიერ გაკეთებული წარწერა მედიამენეჯერის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი მასალები ადრეც გავრცელებულა (იხილეთ ბმული). ამჯერად გავრცელებული ფოტო-პოსტი შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე პროცესს უკავშირდებოდეს. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებით (ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიშა მშვილდაძის ინტერესებს იცავს), სტრასბურგმა მიშა მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქმე შეეხება 2023 წლის 27 ივნისს მიხეილ მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას და საგამოძიებო ორგანოების იმ ქმედება/უმოქმედობას, რომელმაც გამოიწვია მშვილდაძის უფლებების დარღვევა.
თავდასხმის შედეგად მომჩივანმა მიიღო არაერთი ფიზიკური დაზიანება. იმავე დღეს თავდამსხმელმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღიარა, რომ თავს დაესხა მომჩივანს მისი ეკლესიის მიმართ კრიტიკული შეხედულებებისა და ლგბტ პირთა მხარდაჭერის გამო. თავდამსხმელი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით.“

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ციტატა ვრცელდება
დეკ 18, 2024
სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის ინტერვიუდან ამონარიდი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის ინტერვიუდან ამონარიდი მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 19, 2025
ირაკლი კობახიძე: სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან  9.4%-მდე არის ჩამოსული და ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი
ირაკლი კობახიძე: სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან 9.4%-მდე არის ჩამოსული და ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი
დეკ 03, 2025
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ციტატა ვრცელდება
აპრ 08, 2025
მამუკა ხაზარაძე: სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია
მამუკა ხაზარაძე: სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია
ნოე 11, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.