Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო გავრცელდა

თებერვალს 18, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაა;
სინამდვილეში, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის გენერირებული;
ნიკოლ ფაშინიანს სომხეთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაა (დაარქივებული ბმული).


სინამდვილეში, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ (AI) არის გენერირებული, რაზეც ვიდეოში არსებული შეუსაბამობები მიუთითებს. მაგალითად, ვიდეოში შესამჩნევია თვალების და პირის არაბუნებრივი მოძრაობა. მაგალითად, საუბრისას პრემიერი პირს საერთოდ არ ხურავს. მსგავსი შეუსაბამობები ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალისთვის არის დამახასიათებელი.

ფაშინიანის ჩაცმულობიდან გამომდინარე, ვიდეოს გენერირებისთვის, სავარაუდოდ, 2023 წლის 22 სექტემბრის ფოტოა აღებული. ფოტო პრემიერ-მინისტრის ვებგვრედზეა ხელმისაწვდომი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეა გადაღებული.


თავად ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. თუმცა, როგორც ტრანსკრიპტიდან ირკვევა, ამ შეხვედრაზე, მას სომხეთ-აზერბაიჯანზე მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, მეტიც მას აზერბაიჯანი საერთოდ არ უხსენებია.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში არ იძებნება წყარო, რომელიც ფაშინიანის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთებას დაადასტურებდა.

ამდენად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ვაქცინირებული ადამიანების სისხლი სახიფათოა და ტრანსფუზიისთვის არ გამოიყენება
დეზინფორმაცია: ვაქცინირებული ადამიანების სისხლი სახიფათოა და ტრანსფუზიისთვის არ გამოიყენება
სექ 02, 2024
სოციალურ ქსელში ესპანელი აქტივისტის იზაბელ პერალტას დაკავების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ესპანელი აქტივისტის იზაბელ პერალტას დაკავების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აპრ 16, 2025
დეზინფორმაცია: საპროტესტო აქციის მონაწილეები  გადათოვლაში 500 ლარს იღებენ
დეზინფორმაცია: საპროტესტო აქციის მონაწილეები გადათოვლაში 500 ლარს იღებენ
თებ 27, 2025
დეზინფორმაცია: შვედმა პარლამენტარმა, ჯონათან ლიამმა, განაცხადა, რომ თბილისში მთავრობის გადასატრიალებლად ჩამოვიდა
დეზინფორმაცია: შვედმა პარლამენტარმა, ჯონათან ლიამმა, განაცხადა, რომ თბილისში მთავრობის გადასატრიალებლად ჩამოვიდა
ნოე 14, 2024
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეზე სატირული შინაარსის პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეზე სატირული შინაარსის პოსტი ვრცელდება
აგვ 26, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.