Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მუსლიმი მიგრანტების მიერ ბრიტანულ ოჯახებზე თავდასხმას არ ასახავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მუსლიმი მიგრანტების მიერ ბრიტანულ ოჯახებზე თავდასხმას არ ასახავს

აპრილს 23, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს აღწერის მიხედვით, მუსლიმი მიგრანტები, კირ სტარმერის მფარველობით, გოლფის ჯოხებით ნადირობენ ბრიტანელ ოჯახებზე.
გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირები მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები არიან.
ვიდეოში ცხადად ჩანს, რომ ბრიტანეთის საპოლიციო ძალები მათ უპირისპირდებიან.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს გოლფის ჯოხებით და მინის ბოთლებით შეიარაღებულ ნიღბიან პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრიტანეთის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩებში არეულობაში მონაწილეობენ და პოლიციას უპირისპირდებიან. ვიდეოს გამავრცელებელი ვიდეოს შემდეგნაირად აღწერს: "მუსლიმი ემიგრანტები, კირ სტარმერის მფარველობით, გოლფის ჯოხებით ნადირობენ ბრიტანელ ოჯახებზე." ამის შემდეგ ციტირებულია ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის სიტყვები, რომ "სამოქალაქო ომი ბრიტანეთში გარდაუვალია. ეს მხოლოდ დროის საკითხია."

ვიდეოში განვითარებული მოვლენების კონტექსტის გასაგებად, მნიშვნელოვანია მისი უფრო ფართო ვერსიის მოძიება. ასევე საჭიროა განვითარებული მოვლენების ლოკაციის და დროის დადგენა. ამაში გვეხმარება ის ფაქტი, რომ ვიდეოში კარგად ჩანს კერძო ბიზნესის, Pure African Limited-ის აბრა. აღნიშნული სახელის საძიებო სისტემაში ჩაშვებით მივდივართ განვითარებული მოვლენების ლოკაციამდე, რომელიც როგორც აღმოჩნდა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში, კროიდონის უბანში, ლონდონ როუდზეა.

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ღია წყაროებში აღნიშნულ ლოკაციაზე განვითარებული არეულობის ძიებას მივყავართ ვიდეოს გაფართოებულ ვერსიამდე, რომელიც 12.5 წუთის ხანგრძლივობისაა, ხოლო ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული მონაკვეთი 10:20-დან იწყება. ვიდეოს დასაწყისში თანდართულია ანოტაცია, რომელიც განვითარებული მოვლენების დროდ 2024 წლის 7 აგვისტოს ასახელებს. ანოტაცია ასევე მოკლედ აღწერს სიტუაციას.

აღწერის მიხედვით, 7 აგვისტოს კროიდონის უბანში ელოდნენ ნაციონალისტური ძალების მიერ მოწყობილ ანტი-საიმიგრაციო არეულობას, რაც ბრიტანეთის სხვადასხვა ნაწილში წინა დღეებში უკვე მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც ნაციონალისტური ძალები კროიდონში არ გამოჩნდნენ, არეულობა მათმა მოწინააღმდეგე მიგრანტებმა მოაწყეს, რასაც ლონდონის პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ვიდეოს ვრცელი ვერსიის ანოტაციაში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დასტურდება ღია წყაროებში ძიებისასაც.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს, ისევე როგორც ვიდეოს უფრო ფართო ვერსიის ანალიზისას არ დასტურდება, რომ ვიდეოში ასახული არეულობის მონაწილე პირები ბრიტანულ ოჯახებს თავს ესხმიან ან ავიწროებენ.

მეორე მხრივ, ვიდეოს ვრცელი ვერსიიდან აშკარაა, რომ დაპირისპირება ნამდვილად მოხდა პოლიციასა და არეულობის მონაწილეებს შორის, რაც გვიჩვენებს, რომ მტკიცება, თითქოს არეულობის მონაწილეებს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი მფარველობოდა, უსაფუძვლოა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება
თებ 10, 2025
დეზინფორმაცია: Pfizer-ის  ვაქცინებმა მსოფლიოში  „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია
დეზინფორმაცია: Pfizer-ის ვაქცინებმა მსოფლიოში „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია
თებ 13, 2025
ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში
ნოე 05, 2025
ჰანტავირუსი კორონავირუსის ვაქცინის გვერდითი მოვლენა არ არის
ჰანტავირუსი კორონავირუსის ვაქცინის გვერდითი მოვლენა არ არის
მაი 28, 2026
„იმედი“ ხატია დეკანოიძის განცხადებას მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე ავრცელებს
„იმედი“ ხატია დეკანოიძის განცხადებას მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე ავრცელებს
ოქტ 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.