Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

აგვისტოს 5, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შემდეგ ციტატას მიაწერს: „თუ ხალხი მოითხოვს, მე ვიქნები თბილისის მერი!“. დამატებით, ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში დატანილია საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ლოგო (IPN), რაც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ციტატა „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და სალომე ზურაბიშვილის მსგავსი განცხადების ნამდვილობა არ დასტურდება. ამ შინაარსის ციტატა არც IPN-ის ვებ და სოციალურ გვერდებზე იძებნება.

სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ციტატა  არცერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. აღნიშნული ციტატა არ გვხვდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook და X-ანგარიშზეც.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა 9 ივლისს გაავრცელა განცხადება:

„ჩვენს ქვეყანაში სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები გარიგების, დაშინების. არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის. ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული „ქართული ოცნების“ იმისთვის, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეების და მოწინააღმდეგეები, შედეგიც მიღწეულია. ჩვენ ვართ აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება ბულინგი და ა.შ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხალხი ამ არჩევნების მითს. მანამდე კი, გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ერთადერთი ჩვენი ძალა არის ერთობა. არჩევნებში მონაწილეობის მხარე ხომ წარუმატებლობით დამთავრდება. არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა. პარტიები, რომლებიც მონაწილეობის მომხრეები არიან, არ აცხადებენ მათ ამბიციად, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს, არ ვიცი რა არის მიზანი, თუ ეს არის მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება, უკვე მოყვა ისეთი დისკრედიტაცია, რომ კონსოლიდაციაც არ იქნება მომავალში. ვერაფერს ვერ მიაღწევენ, როგორც რეალურ შედეგს.

მეორეს მხრივ, ბოიკოტი როგორც კამპანია, რომელიც ესეც აბსურდია. არ არსებობს ბოიკოტის მაგალითი, რომელიც გამოცხადებული იქნება როგორც რამე გამარჯვება. დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად. შიშის, ფულის და მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, მოწინააღმდეგეები რომც იყვნენ. საერთოდ დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიები“.

ამრიგად, სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში არათუ მონაწილეობას გეგმავს, არამედ მისი ჩატარების შესაძლებლობასაც ეჭვქვეშ აყენებს.

დამატებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში გამოყენებულია სალომე ზურაბიშვილის ფოტო, რომელზეც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ (IPN) ლოგოს ვხედავთ. სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული ციტატა არ გავრცელებულა არც IPN-ის ვებ თუ სოციალურ  გვერდებზე, სადაც მეხუთე პრეზიდენტის შესახებ სტატიებში ხშირად სწორედ პოსტში გავრცელებულ ფოტოს  ვხვდებით. სავარაუდოა, რომ Facebook-მომხმარებელმა მეტი დამაჯერებლობისთვის გამოიყენა „ინტერპრესნიუსის“ ეს სურათი.

აღსანიშნავია, რომ IPN-ის მიერ გავრცელებული საინფორმაციო ბარათები სრულად განსხვავდება სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოსგან როგორც სტილის, ისე წარწერისთვის გამოყენებული ფონტის თვალსაზრისით.

სალომე ზურაბიშვილის შესახებ დეზინფორმაცია ყალბი ციტატების სახით წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა (იხ. სტატია 1, 2, 3).

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბილ გეითსის მიკროჩიპები კენიელ ჩვილებში ჩამონტაჟდება, უსაფუძვლოა
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბილ გეითსის მიკროჩიპები კენიელ ჩვილებში ჩამონტაჟდება, უსაფუძვლოა
აპრ 09, 2026
სოციალურ ქსელში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მედიასთან საუბრისას მაკრონს უკრაინის რუკა თავდაყირა ეჭირა
სოციალურ ქსელში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მედიასთან საუბრისას მაკრონს უკრაინის რუკა თავდაყირა ეჭირა
ნოე 27, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო, რომელშიც თითქოს რუსი სამხედროები ჩანან, AI-ის მიერ არის შექმნილი
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო, რომელშიც თითქოს რუსი სამხედროები ჩანან, AI-ის მიერ არის შექმნილი
მარ 20, 2025
დეზინფორმაცია: მათთვის, ვისაც Facebook-ის პროფილზე უკრაინის დროშა ეყენა, ტრამპი სამხედრო გაწვევას გამოაცხადებს
დეზინფორმაცია: მათთვის, ვისაც Facebook-ის პროფილზე უკრაინის დროშა ეყენა, ტრამპი სამხედრო გაწვევას გამოაცხადებს
მარ 05, 2025
ნიკა გვარამიას მაია სანდუ მოლდოვის არჩევნებში ორგზის დამარცხებულად არ გამოუცხადებია
ნიკა გვარამიას მაია სანდუ მოლდოვის არჩევნებში ორგზის დამარცხებულად არ გამოუცხადებია
მაი 15, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.