Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში სტენლი კუბრიკთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში სტენლი კუბრიკთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

მარტს 16, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

მოკლედ საკითხავი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ამტკიცებს, რომ სტენლი კუბრიკი გულის შეტევით არ გარდაცვლილა და ფილმ "ფართოდ დახუჭული თვალების" შინაარსის გამო მოკლეს.
აღნიშნული მტკიცების ნამდვილობა არ დასტურდება არც პოლიციის და არც კუბრიკის ოჯახის წევრების მხრიდან.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი რეჟისორი სტენლი კუბრიკი გულის შეტევით არ გარდაცვლილა (არქივირებული ბმული). გამავრცელებლის მტკიცებით, კუბრიკი მოკლეს ფილმ "ფართოდ დახუჭულ თვალებთან" დაკავშირებით, რომელიც პოსტის ავტორის აზრით, ჯეფრი ეპსტინის წვეულებებზეა დაფუძნებული. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ სტენლი კუბრიკს კიდევ 24 წუთის ვიდეო მასალა ჰქონდა, სადაც კონკრეტული პიროვნებები იყვნენ დასახელებული და ნაჩვენები, რომლის გამოქვეყნებაც მას აუკრძალეს.

სტენლი კუბრიკი 1999 წლის 7 მარტს, ჰარპენდენში, ჰერთფორდშირის საგრაფოში, ბრიტანეთში გარდაიცვალა. "ფართოდ დახუჭული თვალების" პირველი დახურული კინოჩვენება მსახიობებისა და სტუდის წარმომადგენლებისთვის 1999 წლის 1 მარტს გაიმართა. ფილმის „ფართოდ დახუჭული თვალები“ სიუჟეტი „თანამედროვე მანჰეტენის მდიდარი და გავლენიანი კლასების სექსუალური აკვიატების ისტორიაზე“ მოგვითხრობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მოცემული მტკიცება არახალია და რეჟისორის სიკვდილზე მსგავსი კონსპირაცია აქამდეც გავრცელებულა. კონსპირაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ კუბრიკი მაღალი ელიტის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გამო მოკლეს.

სინამდვილეში, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სტენლი კუბრიკი ბუნებრივი მიზეზებით არ გარდაცვლილა. კინორეჟისორის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო აუტოპსიამ აჩვენა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი იყო.

რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ განცხადება გააკეთა ბრიტანეთში ჰერთფორდშირის პოლიციამ, სადაც კუბრიკი გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, "საეჭვო გარემოებები არ დაფიქსირებულა და გამოძიება არ დაიწყებოდა".

ამდენად, მტკიცება, რომ კუბრიკი მოკლეს, არ დასტურდება.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება
იან 26, 2026
ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა
ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა
ნოე 18, 2025
დეზინფორმაცია: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია ცარიელ დარბაზში მიიღეს
დეზინფორმაცია: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია ცარიელ დარბაზში მიიღეს
ივლ 14, 2025
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 22, 2025
ყალბი ინფორმაცია ჰოლოდომორის შესახებ
ყალბი ინფორმაცია ჰოლოდომორის შესახებ
ივნ 04, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.