Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში აიათოლა ალი ხამენეის გაქცევის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში აიათოლა ალი ხამენეის გაქცევის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

იანვარს 11, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ლიდერმა ქვეყანა დატოვა . ინფორმაციის წყაროდ მითითებულია ირანული პრესა, თუმცა კონკრეტული მედია დასახელებული არ არის (დაარქივებული ბმული).

9 იანვრის მონაცემებით, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. მსგავსი სიახლე არც ერთი სანდრო მედიის მიერ არ გამოქვეყნებულა. აიათოლა ალი ხამენეის გაქცევის შესახებ ინფორმაცია არ დევს  ტელეკომპანია BBC-ის ვებგვერდზეც, რომელიც ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციას live რეჟიმში ავრცელებს. ბოლო სიახლე, რომელიც BBC-ის მიერ გავრცელდა (15:46 წთ-ზე) ქვეყანაში ინტერნეტის შეზღუდვებს ეხება. ღია წყაროებში ხამენეის გაქცევის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ X და Facebook-ანგარიშების გვერდებზე გვხვდება. საგულისხმოა, რომ ღია წყაროებში არ იძებნება არც ირანული გამოცემა, რომელიც მსგავს სიახლეს ავრცელებს.

საპროტესტო აქციები გასულ თვეს ირანის  დედაქალაქ თეირანში დაიწყო, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა. დეკემბრის თვეში ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია. თეირანის ტრადიციულ ბაზარში, საიდანაც საპროტესტო აქციების  დაიწყო, მაღაზიები მე-12 დღეა დაკეტილია. სოციალურ მედიასა და ტელევიზიებში დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს, მათ შორის: „სიკვდილი დიქტატორს“;  „ირანელებო, აიმაღლეთ ხმა, იყვირეთ თქვენი უფლებებისთვის“.

თავად ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი 9 იანვრის დილით გამოეხმაურა პროტესტს, როდესაც მისი სატელევიზიო მიმართვა გავრცელდა.  ხამენეიმ განაცხადა, რომ „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს“. მან მომიტინგეებს „დივერსანტების, არეულობის მონაწილეების და ქვეყნისთვის მავნე ადამიანების ჯგუფი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „ქვეყნის შენობებს ანგრევდნენ ამერიკის პრეზიდენტის სიამოვნებისთვის“.

ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა დონალდ ტრამპის განცხადებასაც უპასუხა. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი „მოკლავს მშვიდობიან მომიტინგეებს“, ამერიკა „მათ დასახმარებლად მივა“. იმავე გზავნილი ტრამპმა, 8 იანვარს პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გააჟღერა. მისი თქმით, ძალიან ძლიერად დაარტყამენ ირანს, თუ ხელისუფლება „ხალხის მკვლელობას დაიწყებს“.  ხამენეიმ 9 იანვრის გამოსვლისას დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას „ხელები ირანელების სისხლით აქვს გაჟღენთილი“, ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიან ომის გამო. „ახლა ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ირანელ ერს და რამდენიმე უყურადღებო და უტვინო ადამიანს მისი სჯერა“-განაცხადა ალი ხამენეიმ.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 9 იანვრის მონაცემებით, ირანის  31 პროვინციაში 390-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 42-ს მიაღწია, ხოლო დაკავებულთა რაოდენობამ 2270-ს გადააჭარბა. ჯგუფი თავისი რეპორტაჟებისთვის ირანში არსებულ აქტივისტთა ქსელს ეყრდნობა. პროტესტების მასშტაბის გაგება რთულია, რადგან ირანის სახელმწიფო მედია დემონსტრაციების შესახებ მწირ ინფორმაციას აქვეყნებს. თანაც, ინტერნეტ-მონიტორინგის სააგენტო NetBlocks-ის ინფორმაციით,  ირანის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა ფიქსირდება.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: უკრაინაში, ტაძარში პასკების საკურთხებლად მისული მამაკაცები სამხედრო კომისარიატის ჯგუფის გამოჩენისთანავე იძულებულნი გახდნენ ტაძარი დაეტოვებინათ
დეზინფორმაცია: უკრაინაში, ტაძარში პასკების საკურთხებლად მისული მამაკაცები სამხედრო კომისარიატის ჯგუფის გამოჩენისთანავე იძულებულნი გახდნენ ტაძარი დაეტოვებინათ
აპრ 23, 2025
სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხუჭუას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხუჭუას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 08, 2024
დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ
დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ
სექ 01, 2025
დეზინფორმაცია: ლათინურად AstraZeneca „სიკვდილისკენ მიმავალ გზას“  ნიშნავს
დეზინფორმაცია: ლათინურად AstraZeneca „სიკვდილისკენ მიმავალ გზას“ ნიშნავს
აგვ 19, 2025
თათია ნიკოლაშვილი: ავთანდილ თალაკვაძეს ერთი ჯიპი გაფუჭებია, ევაკუატორით გადაუყვანია თბილისში და ამ გადაყვანა-შეკეთებაში 3 000 ლარი გადავიხადეთ
თათია ნიკოლაშვილი: ავთანდილ თალაკვაძეს ერთი ჯიპი გაფუჭებია, ევაკუატორით გადაუყვანია თბილისში და ამ გადაყვანა-შეკეთებაში 3 000 ლარი გადავიხადეთ
აპრ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.