Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ

დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ

სექტემბერს 1, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ვირუსულად ავრცელებენ ვიდეოს (1, 2, 3, 4) (დაარქივებული ბმული), რომელშიც ლევან ხაბეიშვილს, პაატა ბურჭულაძესა და არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს შორის შეხვედრაა ასახული. ანგარიშები ვიდეოს მსგავსი შინაარსის აღწერებით ავრცელებენ: „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა მღვდელმა დოროთე ყურაშვილმა საკუთარ კელიაში ლევან ხაბეიშვილს და პაატა ბურჭულაძეს ფარულად უმასპინძლა“; „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა მღვდელმა დოროთე ყურაშვილმა საკუთარ კელიაში ლევან ხაბეიშვილს და პაატა ბურჭულაძეს ფარულად უმასპინძლა“.

სინამდვილეში, მომღერალ პაატა ბურჭულაძეს, „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილსა და არქიმანდრიტს შორის შეხვედრას ფარული ხასიათი არ ჰქონია და მის შესახებ ბურჭულაძემ და ხაბეიშვილმა საჯარო პოსტები გამოაქვეყნეს.

2025 წლის 26 აგვისტოს მომღერალი და მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ესტუმრნენ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს. ამის შესახებ მათ საკუთარ Facebook-ანგარიშებზე საჯარო ინფორმაცია თავად გამოაქვეყნეს:

პაატა ბურჭულაძე: მე და ლევან ხაბეიშვილი ვესტუმრეთ არქიმანდრიტ დოროთეს, მადლობის სათქმელად მისი სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის. მადლობა მამა შიოს და მამა ილიას. ილიას ვულოცავთ დაბადების დღეს.

ლევან ხაბეიშვილი: მადლობა მამა დოროთეს შიოს და ილიას სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის. ქრისტე არის სიყვარული, სიკეთე და არა სიძულვილი და ბოროტება.

ორივე პოსტს თან ახლავს ერთი და იგივე სურათი, რომელზეც ხაბეიშვილი და ბურჭულაძე მამა დოროთესთან, შიოსა და ილიასთან ერთად დგანან.

აღნიშნული ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილმა 26 აგვისტოს 15:37 საათზე გამოაქვეყნა, ხოლო პაატა ბურჭულაძემ – 15:41-ზე.

Facebook-მომხმარებლებმა კი მტკიცება, თითქოს ხაბეიშვილი და ბურჭულაძე არქიმანდრიტს ფარულად შეხვდნენ, საჯარო პოსტების გამოქვეყნების შემდეგ გაავრცელეს.

ამრიგად, შეხვედრის შესახებ ვირუსულად გავრცელებული მტკიცება ყალბია, ვინაიდან შეხვედრას ფარული ხასიათი არ ჰქონია და მის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველადვე საჯაროდ გავრცელდა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ივანკა ტრამპის ყალბი პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ივანკა ტრამპის ყალბი პოსტი ვრცელდება
დეკ 30, 2024
სოციალურ ქსელში ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები ვრცელდება
აგვ 07, 2024
სოციალურ ქსელში „ტოიოტას“ სახელით თაღლითური შინაარსის პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტოიოტას“ სახელით თაღლითური შინაარსის პოსტი ვრცელდება
იან 19, 2026
ნიკა გვარამიას განცხადება დამახინჯებული კონტექსტით ვრცელდება
ნიკა გვარამიას განცხადება დამახინჯებული კონტექსტით ვრცელდება
ივლ 27, 2026
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
აპრ 21, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.