Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ტყუილია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აჭარის დაბრუნებაზე ისაუბრა

ტყუილია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აჭარის დაბრუნებაზე ისაუბრა

სექტემბერს 4, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული · საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიდეო, ის თარგმანის მიხედვით, შემდეგ ციტატას ამბობს (ბმული 1, 2, 3, 4): "სახელმწიფო საზღვრები ყოველთვის რუკაზე ხაზები არ არის. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოძმე ერების ბედზე, იმ ადამიანების, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, ცხოვრობენ ისტორიულ თურქულ მიწებზე და სწამთ ერთი ღმერთის.
მე მჯერა, რომ თურქეთი დაბრუნდება აჭარაში, აღადგენს თავის პოზიციებს სირიაში და უზრუნველყოფს ყველა თურქი ხალხის დაცვასა და კეთილდღეობას“ (არქივირებული ბმული 1, 2).

აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიდეო რუსულენოვანმა ანგარიშბმაც გაავრცელეს (ბმული 1, 2). რუსულენოვან პოსტში დამატებით აღნიშნულია, რომ ერდოღანმა აღნიშნული განცხადება 2026 წლის 1 სექტემბერს გააკეთა.

აღნიშნული ვიდეოს Google-ის ფოტოსურათის უკუძიების ინსტრუმენტით ძებნისას მივყავართ ვიზუალურად იდენტურ ვიდეო-მასალამდე, რომელიც აღწერის თანახმად, არა 2026 წლის 1 სექტემბრის გამოსვლას, არამედ ერდოღანის 26 თებერვლის გამოსვლას ასახავს. იდენტური ვიდეო ხელმისაწვდომია თურქეთის სპორტის მინისტრის X გვერდზე, რომელსაც პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლის ტექსტიც თან ახლავს (არქივირებული ბმული).

თურქეთის სპორტის მინისტრის ოსმან ბაკის პოსტი 2026 წლის 26 თებერვალს არის გამოქვეყნებული. პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლის ამსახველი ფოტო-მასალა ასევე იძებნება თურქეთის მთავრობის კომუნიკაციების დირექტორატის Instagram-გვერდზე. მითითებული აღწერის თანახმად, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მის სტუდენტებთან, ათლეტებთან და ახალგაზრდებთან ვახშმის ფარგლებში შედგა. გამოსვლის ვიდეო ასევე ხელმისაწვდომია სხვა თურქული მედია საშუალებების სოციალური ქსელების გვერდებზე.

ის რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული და 2026 წლის 26 თებერვალს თურქეთის ოფიციალური უწყებებისა და მედიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები იდენტურია, დასტურდება ვიდეოში არსებული დეტალებით. მაგალითად, პრეზიდენტის ჰალსტუხი, მის უკან არსებული კრემისფერი ფონი იდენტურია, იდენტურია ასევე მაგიდაზე განთავსებული ჭიქის მდებარეობა და ფონად დადგმული დროშები.

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია გამოსვლის ტექსტიც (ინვლისურენოვანი- მოკლე ვერსია, თურქულენოვანი - უფრო ვრცელი ვერსია). ტექსტიდან ირკვევა, რომ ერდოღანის გამოსვლის მთავარი თემა თურქეთის განვითარებაში ახალგაზრდების როლს შეეხებოდა. გამოსვლისას პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა განათლებაში, სპორტში, ტექნოლოგიებსა და თავდაცვის ინდუსტრიაში ახალგაზრდებისთვის განხორციელებულ ინვესტიციებზე. გამოსვლის ტექსტში არ იძებნება სიტყვები "აჭარა", "სირია". დამატებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და "აჭარის" Google-ით ძიებისას გავრცელებული ამბის დამადასტურებელი სიახლე არ იძებნება. არც ქართული და არც თურქული სანდო მედია აღნიშნულ სკანდალურ განცხადებაზე არ წერს, რაც დამატებით მიუთითებს, რომ გავრცელებულ ვიდეოში მოცემული ხმა და შესაბამისად, მისი ნათარგმნი სუბტიტრებიც გაყალბებული და პროგრამულად დამუშავებულია.

წარსულში პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთის ისტორიულ კავშირებზე აჭარაში ნამდვილად უსაუბრია, თუმცა, ეს თურქეთის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ხალხთან ისტორიული და კულტურული კავშირზე ხაზგასმით მოხდა და არა საქართველოს თუ რეგიონში სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კონტექტში (იხილეთ სტატია).

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ბავშვებს ლგბტ იესოს შესახებ ბუკლეტებს ურიგებენ
დეზინფორმაცია: ბავშვებს ლგბტ იესოს შესახებ ბუკლეტებს ურიგებენ
დეკ 11, 2024
მიხეილ სააკაშვილისა და ჯეფრი ეპსტინის საერთო ფოტო ყალბია
მიხეილ სააკაშვილისა და ჯეფრი ეპსტინის საერთო ფოტო ყალბია
თებ 23, 2026
დეზინფორმაცია: თემურ თათარაშვილი ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად დაინიშნა
დეზინფორმაცია: თემურ თათარაშვილი ხაშურის მუსიკალური სკოლის დირექტორად დაინიშნა
ნოე 18, 2024
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ივლ 22, 2026
დეზინფორმაცია: რუსეთმა შეგვინარჩუნა ენა, მამული, სარწმუნოება
დეზინფორმაცია: რუსეთმა შეგვინარჩუნა ენა, მამული, სარწმუნოება
ნოე 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.