Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა

დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა

ნოემბერს 12, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის 2000-მა  სამხედრომ იარაღი დაყარა (დაარქივებული ბმული). სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.

საგულისხმოა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ იარაღის დაყრის შესახებ ინფორმაცია  არც რუსულ (Аргументы и факты; TASS; РИА Новости), დასავლურ  (BBC; CNN; AP) და უკრაინული მედიებში (1; 2) არ იძებნება. 

მსგავსი ინფორმაცია პრორუსული Facebook-ანგარიშის მიერ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გავრცელდა. ანგარიში პოსტში, რომელსაც რუსი ჯარისკაცებით გარშემორტყმული უკრაინელი სამხედროების ფოტოს ურთავს, წერს: „ოდესაში 30 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა იარაღი ჩააბარა და რუს ჯარისკაცებს ჩაბარდა“.

პოსტში წარმოდგენილი  ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოდან არის აღებული (დაარქივებული ბმული). ვიდეო მიმდინარე კვირაში ფართოდ გავრცელდა და მას ფრანგული საინფორმაციო რადიოსადგური RFI გამოეხმაურა. ვიდეოზე შესამჩნევია წყაროს, ამ შემთხვევაში Sora-ს ნიშანი (Watermark), რომლითაც კადრები იქნა გენერირებული. ასევე, ვიდეო ათი წამის სიგრძისაა, რაც ამჟამად Sora 2-ის მიერ გენერირებული ვიდეოების სტანდარტული ხანგრძლივობაა. Sora 2 OpenAI-ს (ხელოვნური ინტელექტის ამერიკული ორგანიზაცია) მიერ შექმნილი აპლიკაციაა. აპლიკაციას როგორც ტექსტის ასევე, ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია, რეალისტური ვიდეომასალების შექმნა.

 

ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა პოსტის ნახვა

რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?
რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?
ოქტ 17, 2025
სოციალურ ქსელში სასტუმროს „Residence hill sopra“ შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში სასტუმროს „Residence hill sopra“ შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
დეკ 03, 2024
რა განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა  NATO-ს დატოვების შესახებ?
რა განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა NATO-ს დატოვების შესახებ?
დეკ 10, 2024
ფოტო, რომელზეც ვანო ნადირაძეა გამოსახული, რედაქტირებულია
ფოტო, რომელზეც ვანო ნადირაძეა გამოსახული, რედაქტირებულია
იან 17, 2025
სოციალურ ქსელში ირაკლი რუხაძის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი რუხაძის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
ივლ 29, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.