Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის უმცროსი შვილის ყალბი პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის უმცროსი შვილის ყალბი პოსტი ვრცელდება

თებერვალს 25, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები (1, 2, 3, 4) ფოტოანაბეჭდს ავრცელებენ, რომელზეც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილის, ბარონ ტრამპის სახელით გამოქვეყნებული პოსტია აღწერილი: „ზელენსკის დაპატიმრება ჰორიზონტზე ჩანს“. Facebook-ანგარიშების მტკიცებით, X-ზე პოსტი დონალდ ტრამპის უმცროსმა შვილმა გამოაქვეყნა. რეალურად, მტკიცება ყალბია, რადგან აღნიშნული X-ანგარიში ბარონ ტრამპს არ ეკუთვნის.  

X-ანგარიში, რომელზე გამოქვეყნებულ პოსტსაც მომხმარებლები აზიარებენ, არ წარმოადგენს ბარონ ტრამპის ოფიციალურ ანგარიშს. მის აღწერაში ვკითხულობთ „Not Affiliate“, რაც გულისხმობს, რომ ანგარიში არ არის დაკავშირებული პირთან ან ორგანიზაციასთან, არამედ წარმოადგენს დამოუკიდებელ X-ანგარიშს.

დამატებით, საყურადღებოა ისიც, რომ წარსულშიც გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ბარონ ტრამპი X-ზე წერდა: „მათ, ვინც მიმიჩნევს უმეცრად, ამპარტავნად ან თავმოყვარედ: მიუხედავად იმისა, რომ არ მსურს თქვენ წინაშე თავის მართლება, მინდა იცოდეთ, რომ სულ რაღაც 18 წლის ასაკში დავიმსახურე იმათი პატივისცემა, ვინც მზად არის თავი გაწიროს ჩვენი ქვეყნისთვის“. აღნიშნულ დეზინფორმაციას Reuters  გამოეხმაურა და საკითხზე  აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ოფისს დაუკავშირდა, რომლის პრესსპიკერის თქმითაც, „აღნიშნული ანგარიში არ არის ბარონ ტრამპთან დაკავშირებული. ის ამ ეტაპზე არც ერთ სოციალურ მედიაში არ არის აქტიური“. სანდო მედიებში ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია ბარონ ტრამპის აქტიურობის შესახებ რომელიმე სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ X-პლატფორმაზე იძებნება ანგარიში სახელით @BARRONTRUMP, რომელიც 2012 წელს შეიქმნა და არ აქვს მითითება, წარმოადგენს, თუ – არა ბარონ ტრამპის ოფიციალურ ანგარიშს. თუმცა, აღნიშნულ ანგარიშზე არ ვხვდებით არც ერთ პოსტსა თუ ფოტოს გამოქვეყნებულს, შესაბამისად, ანგარიში არააქტიურია.

ამრიგად, მტკიცება, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უმცროსმა შვილმა, ბარონ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაპატიმრების შესახებ X-პოსტი გამოაქვეყნა, ტყუილია.

ყველა პოსტის ნახვა

ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა
ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა
ნოე 18, 2025
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
ნოე 13, 2025
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
მაი 26, 2026
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება
თებ 17, 2025
სოციალურ ქსელში სატირულ-იუმორისტული ანიმაციური სერიალიდან „ქერის უბანი“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში სატირულ-იუმორისტული ანიმაციური სერიალიდან „ქერის უბანი“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
იან 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.