Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მართლა დაბლოკა თუ არა უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება “გაწევრიანების პროცესის დაწყებამდე”?

მართლა დაბლოკა თუ არა უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება “გაწევრიანების პროცესის დაწყებამდე”?

ივნისს 29, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პიტერ მაგიარის უნგრეთმა “ ყველა მოლაპარაკების ჯგუფი დაბლოკა” და “უკრაინის გაწევრიანების პროცესი რეალურად დაწყებამდეც კი შეჩერდა.” ეს განცხადება მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, 2026 წლის 15 ივნისს ევროკავშირმა და უკრაინამ ოფიციალურად გახსნეს გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი – Fundamentals (ფუნდამენტური საკითხები). ეს სწორედ ის ეტაპია, როდესაც კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან საკუთარი სისტემის შესაბამისობაში მოყვანაზე მუშაობას ოფიციალურად იწყებს.

ევროკავშირში გაწევრიანება ერთჯერადი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის. ეს მრავალწლიანი და კომპლექსური მოლაპარაკებების პროცესია, რომლის ფარგლებშიც კანდიდატმა ქვეყანამ ევროკავშირის სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა (ე.წ. acquis communautaire) თითქმის სრულად უნდა გადაიტანოს ეროვნულ სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემაში. ამ მიზნით ევროკავშირის კანონმდებლობა დაყოფილია მოლაპარაკების 33 თავად, რომლებიც, 2020 წლიდან მოქმედი გაფართოების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად, ექვს თემატურ კლასტერად არის დაჯგუფებული. ესენია: ფუნდამენტური საკითხები (Fundamentals), შიდა ბაზარი (Internal Market), კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა (Competitiveness and Inclusive Growth), მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა (Green Agenda and Sustainable Connectivity, Resources), სოფლის მეურნეობა და გათანაბრება (Agriculture and Cohesion) და საგარეო ურთიერთობები (External Relations).

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური საკითხების კლასტერია. ევროკავშირის წესების მიხედვით, ის ყოველთვის პირველი იხსნება და ბოლო იხურება. ამ კლასტერის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, ადამიანის უფლებები, საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, ეკონომიკური კრიტერიუმები, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო ფინანსური კონტროლი. სწორედ ამ სფეროებში მიღწეული პროგრესი განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად შეძლებს კანდიდატი ქვეყანა დანარჩენი კლასტერების გახსნასა და საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებას.

სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, თითქოს „მხოლოდ ძირითადი ჯგუფებია ღია,“ კონტექსტს მოკლებულია. რეალურად, სწორედ ასეთი ლოგიკით არის მოწყობილი ევროკავშირის გაფართოების პროცესი, ფუნდამენტური საკითხების კლასტერი ყოველთვის პირველი იხსნება, იქნება ეს უკრაინისთვის, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის.

რაც შეეხება უნგრეთის ვეტოს, ბუდაპეშტმა ბოლო კვირებში მართლაც თქვა უარი სხვა კლასტერების გახსნაზე. იმის გამო, რომ ახალი კლასტერების გახსნას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება, მათზე უკრაინა ჯერ მოლაპარაკებას ვერ დაიწყებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი გაწევრიანების პროცესი “დაწყებამდეც კი შეჩერდა“. უნგრეთის ვეტო ამჟამად მხოლოდ შემდეგი კლასტერების გახსნას აფერხებს და არა უკვე დაწყებულ მოლაპარაკებებს.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსულენოვანი ვიდეო ირაკლი კობახიძის შესახებ ყალბ ინფორმაციას შეიცავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსულენოვანი ვიდეო ირაკლი კობახიძის შესახებ ყალბ ინფორმაციას შეიცავს
აგვ 11, 2026
დეზინფორმაცია: პარაზიტმა მთავრობამ ყველა ფიზიკურ პირს ქონების გადასახადი დაგვიწესა
დეზინფორმაცია: პარაზიტმა მთავრობამ ყველა ფიზიკურ პირს ქონების გადასახადი დაგვიწესა
ოქტ 26, 2024
შალვა პაპუაშვილი: ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი
შალვა პაპუაშვილი: ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი
დეკ 19, 2025
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სექ 11, 2025
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
თებ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.