Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გამოგონილი პერუელი დოკუმენტალისტის ანტიდასავლური განცხადება ვირუსულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში გამოგონილი პერუელი დოკუმენტალისტის ანტიდასავლური განცხადება ვირუსულად ვრცელდება

აგვისტოს 25, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5, 6, 7), თითქოს მექსიკელმა ჟურნალისტმა ან პერუელმა კინოდოკუმენტალისტმა რაფაელ ანტონიო გალუეს გარსიამ საქართველოში ყოფნისას, ანტიდასავლური შინაარსის მქონე შემდეგი განცხადება გააკეთა (დაარქივებული ბმული): „შეინარჩუნეთ ის განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ“.  ვრცელი ციტატის ბოლოს კი ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ აქაც არის შემოსული დასავლური კულტურა, ცხოვრების ამერიკული სტილი, საბედნიეროდ, ბევრს ჯერ კიდევ არ ავიწყდება, ვინ არიან, საიდან მოდიან, რისი პატრონები არიან… იმათ კი, ვინც ახლაღა გაიტაცა უცხოურმა ყოფამ, ვურჩევ, შეინარჩუნოს ის უდიდესი განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ. აქაური მიწა თქვენი უძველესი მიწაა, აქაური ბებერი ხეების ჩრდილში თქვენი წინაპრები ისვენებდნენ; ეს ენა, ეს სიმღერა, ცეკვა, ფრესკები თქვენია, ამერიკაში კი ამ ყველაფერს იგონებენ. ერს ხელოვნურად ქმნიან, ანუ იქით მიდიან, რაც თქვენ ათასწლეულების მანძილზე შექმენით”.

რეალურად, ფოტოზე გამოსახული პიროვნება, არც მექსიკელი ჟურნალისტი და არც ცნობილი პერუელი კინოდოკუმენტალისტია. გამოგონილია პირის სახელი-გვარიც, რომელიც ქართულ და უცხოურ ღია წყაროებში საერთოდ არ იძებნება. ფოტოების უკუძიების ინსტრუმენტის (Reverse Image Search) გამოყენებით ვიგებთ, რომ ფოტოსურათზე ცნობილი მექსიკელი მსახიობი და პროდიუსერი გაელ გარსია ბერნალია გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ იდენტური ციტატა სოციალურ ქსელში 2018  და 2023 წლებშიც (1,2,3,4,5,6) აქტიურად ვრცელდებოდა, რასაც ქართული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Factcheck.ge გამოეხმაურა.

გავრცელებულ პოსტებში ფოტოზე მექსიკელი მსახიობი და პროდიუსერი გაელ გარსია ბერნალია გამოსახული. აღნიშნული ფოტო ცნობილი ანიმაციის „Coco”-ს პრემიერაზეა გადაღებული.

მსახიობი ასევე თამაშობდა ფილმებში „ცუდი აღზრდა“ (Bad Education), „მოტოციკლეტისტის დღიურები“ (The Motorcycle Diaries), „სიბრმავე“ (Blindness), „ძილის მეცნიერება“ (The Science of Sleep) და სხვა. ცნობისთვის, მექსიკელი მსახიობი, გაელ გარსია ბერნალი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ფილმში „The Loneliest Planet“, რომელიც საქართველოში, ყაზბეგსა და ჯუთაშია გადაღებული. ფილმში ქართველი მსახიობი ბიძინა გუჯაბიძეც მონაწილეობს. საქართველოში ფილმის გადაღებები 2010 წელს დასრულდა. მექსიკელი მსახიობის საქართველოში ყოფნა კი მედიას არ გაუშუქებია – გარსია ბერნალის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მხოლოდ „ტაბულას“ 2010 წლის 13 სექტემბრის სტატიაში ვკითხულობთ. სტატიაში მსახიობისა და ქართველი ჟურნალისტების დიალოგია მოცემული, სადაც გაელი მათ სამების ნახვას ურჩევს, რომელიც მისი თქმით ულამაზესია.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ გავრცელებულ ციტატას, რომელსაც არარსებულ ჟურნალისტს ან კინოდოკუმენტალისტს მიაწერენ, ის არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება. ამასთან, ფოტოზე, რომელიც გავრცელებულ განცხადებას ახლავს თან, როგორც აღვნიშნეთ,  მექსიკელი მსახიობი გაელ გარსია ბერნალია გამოსახული. ის საქართველოში 2010 წელს იმყოფებოდა, თუმცა ინტერნეტში არც მის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება იძებნება.

შესაბამისად, Facebook-ზე ვირუსულად გავრცელებული პოსტები რეალურ ინფორმაციას არ შეიცავს: დასახელებული პიროვნება, რომელსაც ხან ჟურნალისტად, ხანაც პერუელ კინოდოკუმენტალისტად მოიხსენიებენ, არ არსებობს. ფოტოზე კი მექსიკელი მსახიობია გამოსახული, რომელსაც გავრცელებული განცხადება არ გაუკეთებია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ფრანკლინ დელანო რუზველტის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ფრანკლინ დელანო რუზველტის ყალბი ციტატა ვრცელდება
იან 26, 2026
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ივლ 22, 2026
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც გორში  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანია შეცვლილია
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანია შეცვლილია
ოქტ 04, 2024
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა  და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
ნოე 12, 2024
დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა
დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა
ნოე 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.