Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
გავრცელებული ვიდეო არა ირანში ომის საწინააღმდეგო აქციას, არამედ 2025 წლის "არა მეფეებს" საპროტესტო მოძრაობას ასახავს

გავრცელებული ვიდეო არა ირანში ომის საწინააღმდეგო აქციას, არამედ 2025 წლის "არა მეფეებს" საპროტესტო მოძრაობას ასახავს

მარტს 17, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოების კოლაჟი, რომელთაც ავტორი ასათაურებს როგორც პროტესტებს აშშ-ში, ირანში მიმდინარე ომის წინააღმდეგ.
კოლაჟში გამოყენებული ვიდეოები 2025 წლის ოქტომბრის ე.წ. No Kings (არა მეფეებს) პროტესტებს ასახავს.
ვიდეოების კოლაჟს ბოლოში ასევე მიბმული აქვს დონალდ ტრამპის ვიდეო საჯარო გამოსვლისას, რომელსაც ავტორი ასევე ირანში ომის საწინააღმდეგო პროტესტებთან აკავშირებს.
აღნიშნული ვიდეო 2016 წლის მარტით თარიღდება.

2026 წლის მარტის დასაწყისში სოციალიურ ქსელში გავრცელდა ვიდეოების კოლაჟი, რომელსაც ავტორი აშშ-ში ირანში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობად წარმოადგენს. პროტესტის ამსახველი კადრების შემდეგ გრძელდება აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კადრები, რომელშიც ჩანს რომ პრეზიდენტს საჯარო გამოსვლისას მოულოდნელად აშშ-ის სახელმწიფო დაცვის სამსახურის წევრები ეხვევიან გარს. სოციალურ ქსელში პოსტის ავტორი ამბობს, რომ ამ ვიდეოში ასახულია ტრამპის მცდელობა გაექცეს პროტესტის მონაწილეებს. ვიდეოზე დატანილი აღწერის თანახმად, კადრები 2026 წლის 2 მარტს მოხმდარს ასახავს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების კოლაჟის ფოტოანაბეჭდის უკუძიებას მივყავართ მთელ რიგ ბმულებამდე, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ვიდეო კოლაჟი 2025 წლის ოქტომბრის ე.წ. No Kings (არა მეფეებს) საპროტესტო მოძრაობას ასახავს, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების საპასუხოდ გაიმართა.

რაც შეეხება კოლაჟის შემდგომ ვიდეოს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები ეხვევიან გარს, აღნიშნული ვიდეოს შესახებ ღია წყაროებში ინფორმაციის ძიებას მივყავართ ამერიკული მედიის მიერ გამოქვეყნებულ მთელ რიგ ვიდეო სიუჟეტებამდე (1; 2; 3). აღნიშნული სიუჟეტების თარიღები გვიჩვენებს, რომ შემთხვევა 2016 წლის 12 მარტს მოხდა, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში შეხვედრის დროს და მას საერთო არაფერი აქვს ირანში ამჟამად მიმდინარე ომთან.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ვიდეოს ვერსიაში, დამსწრე საზოგადოებიდან ისმის შეძახილი "ალლაჰუ აკბარ" და სიტუაცია ისეა წარმოდგენილი, რომ ტრამპს ამ შეძახილის გამო შეეშინდა. ზემოთ მითითებული ამერიკული მედიის მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტებში მსგავსი შეძახილი არ გვხვდება. აშშ-ის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების რეაქცია კი, მედიის განმარტების მიხედვით, იმან გამოიწვია, რომ საჯარო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე სცენაზე ასვლას ცდილობდა. ამ საკითხზე განმარტებითი სტატია ავტორიტეტულ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-მაც მოამზადა.

ამგვარად, ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს არცერთი ნაწილი არ უკავშირდება ირანში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პროტესტს. გამოყენებული კადრები, შესაბამისად, 2025 წლის ოქტომბრიდან (No Kings საპროტესტო აქციები) და 2016 წლის მარტიდანაა (დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია) აღებული.

ყველა პოსტის ნახვა

სატირა: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 21-ე ნომერი ხაშურის ყოფილი მერი გიორგი გურასპაშვილია
სატირა: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 21-ე ნომერი ხაშურის ყოფილი მერი გიორგი გურასპაშვილია
სექ 13, 2024
ხაბიბ ნურმაგომედოვს საქართველოსთვის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება არ მიულოცავს
ხაბიბ ნურმაგომედოვს საქართველოსთვის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება არ მიულოცავს
იან 21, 2025
დეზინფორმაცია: აშშ-ში 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს
დეზინფორმაცია: აშშ-ში 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს
აგვ 14, 2024
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
იან 10, 2025
სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლეიენის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლეიენის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
თებ 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.