Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
გავრცელებული ვიდეო არა ირანში ომის საწინააღმდეგო აქციას, არამედ 2025 წლის "არა მეფეებს" საპროტესტო მოძრაობას ასახავს

გავრცელებული ვიდეო არა ირანში ომის საწინააღმდეგო აქციას, არამედ 2025 წლის "არა მეფეებს" საპროტესტო მოძრაობას ასახავს

март 17, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика
Поделиться

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოების კოლაჟი, რომელთაც ავტორი ასათაურებს როგორც პროტესტებს აშშ-ში, ირანში მიმდინარე ომის წინააღმდეგ.
კოლაჟში გამოყენებული ვიდეოები 2025 წლის ოქტომბრის ე.წ. No Kings (არა მეფეებს) პროტესტებს ასახავს.
ვიდეოების კოლაჟს ბოლოში ასევე მიბმული აქვს დონალდ ტრამპის ვიდეო საჯარო გამოსვლისას, რომელსაც ავტორი ასევე ირანში ომის საწინააღმდეგო პროტესტებთან აკავშირებს.
აღნიშნული ვიდეო 2016 წლის მარტით თარიღდება.

2026 წლის მარტის დასაწყისში სოციალიურ ქსელში გავრცელდა ვიდეოების კოლაჟი, რომელსაც ავტორი აშშ-ში ირანში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობად წარმოადგენს (არქივი). პროტესტის ამსახველი კადრების შემდეგ გრძელდება აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კადრები, რომელშიც ჩანს რომ პრეზიდენტს საჯარო გამოსვლისას მოულოდნელად აშშ-ის სახელმწიფო დაცვის სამსახურის წევრები ეხვევიან გარს. სოციალურ ქსელში პოსტის ავტორი ამბობს, რომ ამ ვიდეოში ასახულია ტრამპის მცდელობა გაექცეს პროტესტის მონაწილეებს. ვიდეოზე დატანილი აღწერის თანახმად, კადრები 2026 წლის 2 მარტს მოხმდარს ასახავს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების კოლაჟის ფოტოანაბეჭდის უკუძიებას მივყავართ მთელ რიგ ბმულებამდე, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ვიდეო კოლაჟი 2025 წლის ოქტომბრის ე.წ. No Kings (არა მეფეებს) საპროტესტო მოძრაობას ასახავს, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების საპასუხოდ გაიმართა.

რაც შეეხება კოლაჟის შემდგომ ვიდეოს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები ეხვევიან გარს, აღნიშნული ვიდეოს შესახებ ღია წყაროებში ინფორმაციის ძიებას მივყავართ ამერიკული მედიის მიერ გამოქვეყნებულ მთელ რიგ ვიდეო სიუჟეტებამდე (1; 2; 3). აღნიშნული სიუჟეტების თარიღები გვიჩვენებს, რომ შემთხვევა 2016 წლის 12 მარტს მოხდა, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში შეხვედრის დროს და მას საერთო არაფერი აქვს ირანში ამჟამად მიმდინარე ომთან.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ვიდეოს ვერსიაში, დამსწრე საზოგადოებიდან ისმის შეძახილი "ალლაჰუ აკბარ" და სიტუაცია ისეა წარმოდგენილი, რომ ტრამპს ამ შეძახილის გამო შეეშინდა. ზემოთ მითითებული ამერიკული მედიის მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტებში მსგავსი შეძახილი არ გვხვდება. აშშ-ის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების რეაქცია კი, მედიის განმარტების მიხედვით, იმან გამოიწვია, რომ საჯარო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე სცენაზე ასვლას ცდილობდა. ამ საკითხზე განმარტებითი სტატია ავტორიტეტულ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-მაც მოამზადა.

ამგვარად, ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს არცერთი ნაწილი არ უკავშირდება ირანში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პროტესტს. გამოყენებული კადრები, შესაბამისად, 2025 წლის ოქტომბრიდან (No Kings საპროტესტო აქციები) და 2016 წლის მარტიდანაა (დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია) აღებული.

Все посты

Военная мобилизация в украинском спортзале или постановочная сцена?
Военная мобилизация в украинском спортзале или постановочная сцена?
июн 03, 2026
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
окт 07, 2025
Китайско-российская пропаганда, якобы США инициировали более 80% мировых конфликтов
Китайско-российская пропаганда, якобы США инициировали более 80% мировых конфликтов
авг 18, 2026
Дезинформация: Визит принца Гарри к подростку в украинской больнице – постановка
Дезинформация: Визит принца Гарри к подростку в украинской больнице – постановка
апр 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.