Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: რაბინის წერილი ისრაელის მიერ ჩარლი კირკის მკვლელობას ადასტურებს

დეზინფორმაცია: რაბინის წერილი ისრაელის მიერ ჩარლი კირკის მკვლელობას ადასტურებს

სექტემბერს 19, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5,6), ისრაელის მთავარი რაბინის მიერ ჩარლი კირკის ოჯახისადმი გაგზავნილი სამძიმრის წერილს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, წერილი 2 სექტემბერს, კირკის მკვლელობამდე, რვა დღით ადრე არის დაწერილი, რაც ცხადყოფს, რომ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ისრაელის მიერ არის მოკლული: „ცბიერი არსებები ებრძვიან კაცობრიობას, რომ მე აღარ ვაკეთებ დასკვნებს; უბრალოდ ვუყურებ იმას, რაც მაქვს. არის თარიღი; როგორც ჩანს, გადაწყვეტილება იმ დღეს იქნა მიღებული. ასე რომ, ასე დატოვეს. მათთვის, ვინც პროტესტს გადაწყვეტს. „ისინი“ იმდენად არიან ჩართულნი თამაშში, რომ დროც კი არ იციან“.

რეალურად, რაბინის ოფისის წერილში 2 სექტემბერი მართლაც არის მითითებული, თუმცა, ოფისის ცნობით,  საქმე ბეჭდურ შეცდომასთან გვაქვს და წერილი რეალურად, 12 სექტემბრით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ კირკის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს. ამ დრომდე მკვლელობის მოტივების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, კირკის მკვლელობის ისრაელთან კავშირი არ დასტურდება.

რაბინის წერილის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაცია „lead Stories” გამოეხმაურა.

ორგანიზაცია წერილთან დაკავშირებით ისრაელის მთავარი რაბინის ოფისს დაუკავშირდა. ოფისის წარმომადგენლის თქმით, წერილში 2 სექტემბერი ბეჭდვითი შეცდომის გამოა მითითებული: „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წერილი სინამდვილეში 12 სექტემბერს დაიწერა და თარიღში დაშვებული ეს შეცდომა არ ასუსტებს წერილის შინაარსს ან მასში გადმოცემულ გულწრფელ და მნიშვნელოვან სამძიმრის გზავნილს“. ორგანიზაციას ოფისმა განახლებული წერილიც გაუგზავნა, რომელშიც თარიღად 12 სექტემბერია  მითითებული.

 

ცნობისთვის, ჩარლი კირკს, ცნობილ ამერიკელ კონსერვატორ აქტივისტს, 10 სექტემბერს  იუტა ველის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას, ტყვია ყელში ესროლეს. კირკი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. ამერიკელი აქტივისტი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი და MAGA-ს მოძრაობის ერთ-ერთი სახე იყო. სწორედ მან დაწერა 2020 წელს ბესტსელერი წიგნი  „The Maga Doctrine“ („MAGA-ს დოქტრინა“). ხაზგასასმელია ისიც, რომ კირკი ისრაელის აქტიური მხარდამჭერი იყო.

კირკის  მკვლელობაში ბრალდებული  ტაილერ რობინსონი დაკავებულია. ამ ეტაპზე, მისი მოტივების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელში არა ერთი კონსპირაცია გავრცელდა. ერთ-ერთი მტკიცების თანახმად, მკვლელობის კადრები ხელოვნურადაა შექმნილი და რეალურად, აქტივისტი არ მოუკლავთ (აღნიშნულ კონსპირაციაზე იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).

ამგვარად, მთავარი რაბინის ოფისის ცნობით, წერილში  2 სექტემბერი  შეცდომით არის მითითებული და ის სინამდვილეში, 12 სექტემბერს, კირკის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ არის დაწერილი. ამავდროულად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კირკის მკვლელობა ისრაელთანაა კავშირში.

 

 

 

 

 

 

ყველა პოსტის ნახვა

ანა დოლიძის ვიდეო შეცვლილი კონტექსტით ვრცელდება
ანა დოლიძის ვიდეო შეცვლილი კონტექსტით ვრცელდება
ივლ 06, 2026
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მექსიკელი ქალი და მისი ბრალდებები კანიბალიზმზე ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული არ არის
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მექსიკელი ქალი და მისი ბრალდებები კანიბალიზმზე ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული არ არის
იან 26, 2026
სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 22, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
თებ 19, 2025
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
მაი 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.