Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: კაია კალასი USAID-დან ფინანსდებოდა

დეზინფორმაცია: კაია კალასი USAID-დან ფინანსდებოდა

აპრილს 17, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა ირმა ხახუტაიშვილმა, რომლის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), ამტკიცებს, რომ კაია კალასს USAID წლების განმავლობაში ათეულ ათას დოლარს უხდიდა (დაარქივებული პოსტი).

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული ანგარიშების მიერ აქტიურად ზიარდება. მაგალითად ალექსანდ დუგინმა საკუთარ X-ანგარიშზე დაწერა, რომ „კაია კალასი დაფინანსებულია USAID-ის მიერ. მოდით, გადავაყენოთ იგი“(დაარქივებული პოსტი) [რედ. პოსტში, სავარაუდოდ, არასწორადაა გამოყენებული სიტყვა founded (ქართ. დაარსებულია), უნდა ეწეროს funded (ქართ. დაფინანსებულია)].

კაია კალასი ამჟამად საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია. ეს პოზიცია მან 2024 წლის ბოლოს დაიკავა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მუშაობდა კაია კალასი თავად ევროკავშირის ინსტიტუტების ოფიციალურ ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი.

მაგალითად, ევროკომისიის ვებგვერდზე მისი კარიერის შესახებ ინფორმაცია 1996 წლიდან მოიპოვება, როცა ის ესტონეთის ეროვნული თეატრის, „ვანემუინეს“ დირექტორის მრჩეველი იყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციის დაკავებამდე კაია კალასი იკავებდა იურისტის პოზიციას ორ იურიდიულ ფირმაში და იყო ტრენინგის პროვაიდერი. 2011 წელს ის პოლიტიკაში ერთვება და ხდება ესტონეთის რეფორმების პარტიის და ესტონეთის პარლამენტის რიიგიკოგუს წევრი. 2014-2018 წლებში ის ევროპარლამენტის წევრია და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს წარმოადგენს. 2018 წლიდან ის ესტონეთის რეფორმების პარტიის ლიდერია, ხოლო 2021 წლიდან 2024 პარალელურად ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ამდენად მას კარიერულად USAID-თან კვეთა არ აქვს.

ფოტო: ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კაია კალასის ბიოგრაფია

2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ მის დეკლარაციაში (დაარქივებული ბმული) ასევე არაფერია ნათქვამი USAID-ის შესახებ.

2023 წელს ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტზე მან ღია საზოგადოების პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტზე ესტონეთის USAID-თან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და მასთან ისედაც ძლიერი ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.  „ბოლო 12 წლის მანძილზე ჩვენ თითქმის 20 პროექტი განვახორციელეთ ერთად, რომელიც კონცენტრირდებოდა გამჭვირვალობის წახალისებაზე, ინკლუზიურ და პასუხისმგებლობიან მმართველობაზე“ – განაცხადა მან და პარტნიორობას დიდი წარმატება უწოდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ის პრემიერ-მინისტრის პოზიციას იკავებდა და USAID-თან ესტონეთის სახელმწიფოს წარმომადგენლის პოზიციიდან ურთიერთობდა.

შესაბამისად ფაქტი, რომ კაია კალასი დასაქმებული იყო ან პირდაპირ ფინანსდებოდა USAID-ის მიერ საჯარო წყაროებით, არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
თებ 25, 2025
დეზინფორმაცია: უკრაინაში მიიღეს კანონი მართლმადიდებლობის აკრძალვის შესახებ
დეზინფორმაცია: უკრაინაში მიიღეს კანონი მართლმადიდებლობის აკრძალვის შესახებ
აგვ 28, 2024
სოციალურ ქსელში „ქიმტრეილებსა“ და  HAARP-ზე დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ქიმტრეილებსა“ და HAARP-ზე დეზინფორმაცია ვრცელდება
დეკ 12, 2025
დეზინფორმაცია: ფოტოზე ბრიუსელის პოლიციის კომისარი ჩანს
დეზინფორმაცია: ფოტოზე ბრიუსელის პოლიციის კომისარი ჩანს
ოქტ 15, 2025
ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო ცვილების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება
ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო ცვილების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება
მაი 14, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.