Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ნათია გოგსაძის ინტერვიუს ფრაგმენტი მცარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნათია გოგსაძის ინტერვიუს ფრაგმენტი მცარი კონტექსტით ვრცელდება

აგვისტოს 21, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელებში TikTok-სა და YouTube-ზე ვრცელდება ტელეკომპანია „ფორმულას“ პოლიტიკური გადაცემის ფრაგმენტი, რომელშიც ჟურნალისტი ნათია გოგსაძე ამბობს: „დიახაც, რას დაემსგავსეთ, ჩაიხედეთ სარკეში, თქვენ ის ადამიანები ხართ და მოგწონთ თქვენი თავი?“ აღნიშნული სიტყვების წარმოთქმის დროს ეკრანის მეორე ნახევარში აქტივისტი გიორგი ახობაძე ჩანს. ვიდეო თან ერთვის აღწერა, რომ ჟურნალისტი ამ სიტყვებით გიორგი ახობაძეს მიმართავს. (არვიქირებული ბმული).


აღნიშნული ფრაგმენტი ამოჭრილია 2026 წლის 19 აგვისტოს პირდაპირ ეთერში გასული გადაცემიდან. სრული ინტერვიუს ნახვისას ცხადი ხდება, რომ გოგსაძის სიტყვები მმართველ პარტიას, „ქართული ოცნებას“ მიემართება და არა ახობაძეს ან სხვა იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროტესტის მონაწილეები არიან.

ნათია გოგსაძის სრული განცხადება ასეთია (მე-5 წუთიდან): „რეალობა გვაქვს, რომ ისინი [„ქართული ოცნება“] ქვეყნის ინტერესებს არ ატარებენ, ევროკავშირზე უარი თქვეს, რაც იყო ჩვენი, ქართველების, საუკუნოვანი ოცნება, ქვეყნის განვითარება სრულიად შემოატრიალეს, მიაბეს რუსეთს, რომელიც აბსოლუტურად, თითქმის გაკოტრებული ქვეყანა ხდება, ხო. და ამაზე გვექნება ლაპარაკი კიდევ ერთხელ, ვიტყვი გადაცემის მეორე ნაწილში. და ამის შემდეგ უკვე აღარ უნდათ, საყვედურიც კი არ უნდათ, რომ მოისმინონ და ვინმემ უთხრათ, რომ დიახაც, რას დაემსგავსეთ, აი, ჩაიხედეთ სარკეში, თქვენ ის ადამიანები ხართ და მოგწონთ თქვენი თავი. აი, ამის მითითებელიც აღარ უნდათ, რომ ჰყავდეთ. და როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოუვათ ეს, აი, ამ ტიპის რეპრესიული გადაწყვეტილებებით?“

ცნობისთვის, საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმს, გიორგი ახობაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ფეისბუკ-პოსტის გამო, რომელშიც ის პოლიციელებს აგინებდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 24 ივლისს გამოიტანა.

შესაბამისად, გოგსაძე ახობაძის პატიმრობას სწორედ იმ ფაქტის მაგალითად განიხილავს, რომ მმართველ პარტიას კრიტიკის მოსმენა აღარ სურს. ამდენად, ვიდეო შეცდომაში შემყვანია, რადგან ფრაგმენტი ისეა მოჭრილი, რომ თანდართულ აღწერასთან ერთად მცდარად მიუთითებს, თითქოს გოგსაძე აღნიშნულ სიტყვებს გიორგი ახობაძეს ეუბნება.


ყველა პოსტის ნახვა

ინფორმაცია 14 ქართველის უკრაინაში დაღუპვის შესახებ არ დასტურდება
ინფორმაცია 14 ქართველის უკრაინაში დაღუპვის შესახებ არ დასტურდება
იან 25, 2026
დეზინფორმაცია: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 99% თავს ლგბტ ადამიანებად მიიჩნევს
დეზინფორმაცია: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 99% თავს ლგბტ ადამიანებად მიიჩნევს
თებ 13, 2025
ბილ გეითსის P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება
ბილ გეითსის P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება
ნოე 20, 2024
სოციალურ ქსელში 2024 წლის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული აქციების მადისკრედიტებელი რედაქტირებული პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში 2024 წლის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული აქციების მადისკრედიტებელი რედაქტირებული პოსტი ვრცელდება
ნოე 27, 2024
ქუთაისში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ვადა ისევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდა
ქუთაისში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ვადა ისევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდა
ივნ 26, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.