Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება

თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება

ოქტომბერს 2, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: არ შესრულდა

კახა კალაძე: თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, კახა კალაძის 2018 წლის დაპირება თბილისის ანძის მოდერნიზების შესახებ, არ შესრულდა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ანძის მოდერნიზების დაპირება 2018 წელს გასცა. კონცეფციის მიხედვით, ანძაზე პანორამული რესტორანი და გადმოსახედი უნდა მოწყობილიყო. პროექტისადმი ინტერესი ბიზნესმა მხოლოდ 2021 წელს გამოხატა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ამ დრომდე არ განხორციელებულა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე მოქმედმა მერმა კახა კალაძემ, რომელიც დედაქალაქი მერობაზე მესამე ვადით იყრის კენჭს, პროექტი ხელახლა წარადგინა. შესაბამისად, მისი 2018 წლის დაპირება არ შესრულდა.

ანალიზი
თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ, რომელიც დედაქალაქის მერობაზე კენჭს მესამე ვადით იყრის, კიდევ ერთი პროექტი დააანონსა. „მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერა. 70 მეტრ სიმაღლეზე მოეწყობა გადმოსახედი და რესტორანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის სამშენებლო სამუშაოები იგეგმება. ინვესტორ KASS GROUP-ს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ს თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა. პროექტი 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს.
თბილისი სატელევიზიო ანძის მოდერნიზების დაპირება კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა.
პროექტის მიხედვით, ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი უნდა განთავსებულიყო, რომელიც 300 ათას ვიზიტორზე იქნებოდა გათვლილი.
ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე უნდა განთავსებულიყო და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავდა, 40 ადამიანი დასაქმდებოდა. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი უნდა გახსნილიყო, ხოლო მეორე დონეზე ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა.

როგორც მერი აცხადებდა, იმ დროისთვის, სატელევიზიო ანძის მოდერნიზება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაჯდებოდა. კონცეფცია ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსტმა“ შეიმუშავა. სპეციალისტებთან მუშაობის შემდეგ ორი პროექტი შეირჩა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში განთავსდებოდა და საზოგადოება გადაწყვეტდა სამომავლოდ, როგორი იქნებოდა მოდერნიზებული ანძა.
როგორც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნავდა, თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს წარუდგენდნენ. თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია, როდესაც, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით, შეირჩა კომპანია. საბოლოოდ, დედაქალაქის მერმა თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტი პირველი დაანონსებიდან 7 წლის შემდეგ ხელახლა წარადგინა.

თბილისი ანძის მოდერნიზების პროექტი ერთადერთი არ არის, რომლის განხორციელების დაპირება კალაძემ ხელმეორედ გასცა. 2020 წელს საბაგირო გზების მშენებლობის დაპირებაც გაიცა, თუმცა დღემდე არც ის პროექტი განხორციელებულა.
შესაბამისად, თბილისის მერის მიერ 2018 წელს დაანონსებული ანძის მოდერნიზების პროექტი 7 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა, აღნიშნულისთვის კახა კალაძის მერობის ორი ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის ანძის მოდერნიზება შემდგომ ოთხ წელში მაინც მოესწრება.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა
დეზინფორმაცია: რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა
ოქტ 30, 2025
სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 18, 2025
დეზინფორმაცია: კომპანიები BlackRock და Vanguard მსოფლიოს აკონტროლებენ
დეზინფორმაცია: კომპანიები BlackRock და Vanguard მსოფლიოს აკონტროლებენ
მარ 18, 2025
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აპრ 01, 2025
ირაკლი კუპრაძე: 2015 წელიდან დღემდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი კი - 61%-ით
ირაკლი კუპრაძე: 2015 წელიდან დღემდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი კი - 61%-ით
ოქტ 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.