Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში კანადაში ევთანაზიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში კანადაში ევთანაზიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ივნისს 5, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, აქვეყნებს პოსტს სათაურით: „ჯოჯოხეთია დედამიწაზე. კანადა იწყებს იმ ბავშვების ევთანაზიას, რომლებიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდნენ სანამ პედოფილები თავისუფლად დასეირნობენ”.

ევთანაზია სიცოცხლის შეწყვეტის იმგვარი პრაქტიკაა, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებზე გამოიყენება, როდესაც ისინი ძლიერი ტკივილებით იტანჯებიან და ხსნის ერთადერთ გზად სიკვდილს ხედავენ. კანადაში ეს პრაქტიკა სიკვდილში სამედიცინო დახმარების (MAID) სახელითაა ცნობილი. კანადის სახელმწიფო მას განმარტავს როგორც „პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს უფლებამოსილ პირს, მიიღოს სამედიცინო დახმარება სიცოცხლის დასრულების მიზნით“. MAID კანადაში 2016 წელს იქნა დეკრიმინალიზებული და კანადის ფედერალური სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მკაცრად განსაზღვრულ გარემოებებში კონკრეტული წესების მიხედვითაა დაშვებული. კერძოდ, MAID სერვისის მომთხოვნი პირი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს. მხოლოდ პრაქტიკოს ექიმებს/ექთნებს აქვთ უფლება ჩაატარონ კრიტერიუმების შეფასების პროცესი და პაციენტს გაუწიონ სამედიცინო დახმარება სიკვდილში.

კანადის კანონის მიხედვით, MAID პრაქტიკის მისაღებად პაციენტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

  1. ჰქონდეს უფლებამოსილება, მიიღოს პროვინციის ან ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისები;
  2. იყოს მინიმუმ 18 წლის და მენტალურად კომპეტენტური, რათა შეძლოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
  3. გააჩნდეს მძიმე და განუკურნებელი სამედიცინო მდგომარეობა;
  4. სამედიცინო დახმარების გზით სიკვდილი ნებაყოფლობით უნდა ჰქონდეს მოთხოვნილი გარე ზეწოლისა თუ გავლენების გარეშე;
  5. გასცეს ინფორმირებული თანხმობა MAID დახმარების მისაღებად.

მძიმე და განუკურნებელი სამედიცინო მდგომარეობის კრიტერიუმი მოიაზრებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს სერიოზული დაავადება ან შეზღუდული შესაძლებლობა, რომლის გაუარესებაც შეუქცევადი პროცესია. შედეგად, უნდა განიცდიდეს აუტანელ ფიზიკურ ან მენტალურ ტანჯვას, რომლის შემსუბუქებაც შეუძლებელია სხვა მისაღებ პირობებში.

შესაბამისად, აღნიშნული კრიტერიუმები, ერთი მხრივ, გამორიცხავს ბავშვების ევთანაზიას, ვინაიდან MAID სერვისის მიღება მხოლოდ ზრდასრულ, მინიმუმ 18 წლის ადამიანებს შეუძლიათ. მეორე მხრივ, არ მოიაზრებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადამიანი, მით უმეტეს ბავშვი, ექვემდებარება ევთანაზიის პრაქტიკას.

აღსანიშნავია, რომ APnews-თან გაკეთებულ განცხადებაში კანადის სახელმწიფოს ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „კანადის მთავრობას არ აქვს MAID-ზე წვდომისთვის მინიმალური ასაკის შეცვლის გეგმები“.

ინფორმაცია, რომ კანადა გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვების ევთანაზიას იწყებს, არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ საჯარო/ოფიციალურ წყაროში. ამის საპირისპიროდ, მტკიცება 2025 წლის 29 მაისს პლატფორმა rumble-ზე გაავრცელა The People’s Voice არხმა. თავად პლატფორმა rumble Media Bias / Fact Check-მა (გამოცემა, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება) ულტრა-მემარჯვენე, პროპაგანდისტულ და კონსპირაციულ წყაროდ შეაფასა. თავის მხრივ, The People’s Voice ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს და არასანდო წყაროდ ითვლება.

ამრიგად, მტკიცება, რომ კანადა გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვების ევთანაზიას იწყებს, ყალბია.

ყველა პოსტის ნახვა

ისრაელს ჩინეთი “ანტისემიტურ სახელმწიფოდ” არ გამოუცხადებია
ისრაელს ჩინეთი “ანტისემიტურ სახელმწიფოდ” არ გამოუცხადებია
აპრ 29, 2026
სოციალურ ქსელში დავით აქუბარდიას გადაცემის რედაქტირებული აუდიო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დავით აქუბარდიას გადაცემის რედაქტირებული აუდიო ვრცელდება
ნოე 04, 2025
სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის შესახებ ირმა სოხაძის განცხადება არასრული კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის შესახებ ირმა სოხაძის განცხადება არასრული კონტექსტით ვრცელდება
აგვ 04, 2025
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის სცენაზე ასვლასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის სცენაზე ასვლასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
დეკ 26, 2024
სოციალურ ქსელში Pfizer-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში Pfizer-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ნოე 30, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.