Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის

სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის

იანვარს 12, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელებული  ვიდეოს თანახმად, თბილისში არაბმა მამაკაცმა საკუთარი მისამართი არაბული წარწერით ჩაანაცვლა (დაარქივებული ბმული). სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო არა თბილისში, არამედ თეირანშია გადაღებული.

ვიდეო 7 იანვარს ბრიტანეთში დაფუძნებულმა საინფორმაციო ქსელმა „Iran International” გამოაქვეყნა. მედიის თანახმად, ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც თეირანში  სიმბოლურად ერთ-ერთი ქუჩის სახელს დონალდ ტრამპის ქუჩის სახელით ცვლის. ვიდეო იმავე აღწერით ამერიკული მედიის „New York Post“-ის ვებგვერდზეც გავრცელდა (იხილეთ ფოტო მარჯვნივ).

ვიდეოს მოახლოებისას ჩანს, რომ ბანერზე, რომელსაც აღნიშნული პირი კედელზე ამაგრებს სპარსულად  ტრამპი (ترامپ), ხოლო მის ქვემოთ ლათინურად პრეზიდენტი ტრამპი აწერია (იხილეთ კადრი ვიდეოდან).

ამდენად, სოციალურ ქსელში აღნიშნული ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, ის არა თბილისში, არამედ თეირანშია გადაღებული.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები გასულ თვეს ირანის  დედაქალაქ თეირანში დაიწყო, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა. დეკემბრის თვეში ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია. მოგვიანებით, პროტესტმა პოლიტიკური მოთხოვნებიც შეიძინა და რეჟიმის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გაგრძელდა.  აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტო ირანის მასშტაბით 495 მომიტინგისა და 48 უსაფრთხოების თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ წერს. სააგენტოს ცნობით, ორკვირიანი არეულობის დროს 10 600 ადამიანი დააკავეს.

დემონსტრაციებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან განაცხადა, რომ თუ თეირანი „მოკლავს მშვიდობიან მომიტინგეებს“, ამერიკა „მათ დასახმარებლად მივა“. იმავე გზავნილი ტრამპმა, 8 იანვარს პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გააჟღერა. მისი თქმით, ძალიან ძლიერად დაარტყამენ ირანს, თუ ხელისუფლება „ხალხის მკვლელობას დაიწყებს“.

 

ყველა პოსტის ნახვა

ხელოვნური ინტელექტის შექმნილია ფოტო, რომელშიც "ბენგალელი ქალი ზურგით მიათრევს ბრიტანელ ვაჭარს"
ხელოვნური ინტელექტის შექმნილია ფოტო, რომელშიც "ბენგალელი ქალი ზურგით მიათრევს ბრიტანელ ვაჭარს"
ივლ 20, 2026
რუსული სუპერ-თვითმფრინავის დაშვება თეირანში თუ გაყალბებული ვიდეო?
რუსული სუპერ-თვითმფრინავის დაშვება თეირანში თუ გაყალბებული ვიდეო?
მარ 04, 2026
სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 03, 2025
სოციალურ ქსელში ბრიტანელი ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბრიტანელი ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აპრ 10, 2025
დეზინფორმაცია: კაია კალასი  ისრაელის მიერ  დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს
დეზინფორმაცია: კაია კალასი ისრაელის მიერ დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს
ნოე 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.