Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება, რომ ბილ გეითსმა კონტრაცეფტული სიმინდის პროექტი დააფინანსა

არ დასტურდება, რომ ბილ გეითსმა კონტრაცეფტული სიმინდის პროექტი დააფინანსა

თებერვალს 25, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

გავრცელებული მტკიცების თანახმად, ბილ გეითსმა კონტრაცეფტული სიმინდის პროექტი დააფინანსა მსოფლიოს ჭარბი მოსახლეობის შესამცირებლად
ბილ გეითსა და პროექტს შორის კავშირები არ იძებნება
კონტრაცეფტული სიმინდის პროექტის შესახებ განახლებული ინფორმაცია 2001 წლის შემდეგ აღარ გავრცელებულა


სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს მტკიცებას, რომლის მიხედვითაც, მეცნიერებმა შექმნეს გენმოდიფიცირებული სიმინდი, რომელსაც კონტრაცეპტივის ფუნქცია ექნება. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც მითითებულია, რომ ამგვარი GMO სიმინდის შექმნა ბილ გეითსმა დააფინანსა. ბილ გეითსი წარსულშიც გამხდარა იმ კონსპირაციის სამიზნე, რომლის თანახმადაც, ის მსოფლიო მოსახლეობის შემცირებას გეგმავს. სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაშიც გავრცელებული მტკიცება ამ კონსპირააციულ თეორიას უკავშირდება (არქივირებული ბმული).


2001 წელს ავტორიტეტულმა გამოცემამ The Guardian გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გენმოდიფიცირებულ სიმინდზეა საუბარი. სტატიის მიხედვით, მეცნიერებმა შექმნეს გენმოდიფიცირებული GMO სიმინდი, როგორც კონტრაცეპტივი, რომელსაც ერთ დღესაც მსოფლიოს ჭარბი მოსახლეობისგან ხსნა შეეძლება. ამგვარი პრევენციული სიმინდი სან დიეგოს ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Epicyte-მა შექმნა, რომლის მკვლევრებმაც აღმოაჩინეს ადამიანის იმგვარი ანტისხეულების კლასი, რომლებიც სპერმას ესხმიან თავს. კერძოდ, იმუნური უნაყოფობისას ქალის სხეულის მიერ გამომუშავებული ანტისხეულების მარეგულირებელი გენების იზოლირებითა და მათი სიმინდის ნარგავებში განთავსებით Epicyte-მა შექმნა კონტრაცეპტივი სიმინდი.

ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ, ჩვეულებრივ, ბიოლოგები და მეცნიერები ადამიანის ცილების მისაღებად ბაქტერიებს იყენებენ, თუმცა Epicyte-მა ამის ნაცვლად სიმინდი გამოიყენა მისი ადამიანთან მეტად მიმსგავსებული უჯრედული სტრუქტურის გამო.

ნიგერიის ბიოტექნოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტის (BSN), პროფესორი სილვია უზოჩუკვუს თანახმად, 2001 წელს Epicyte-ს გენმოდიფიცირებული სიმინდის პრესრელიზის შემდეგ, ამ გამოგონების შესახებ ყველანაირი განხილვა და სიახლე გაქრა. მისი თქმით, ანტი-სპერმიციდური სიმინდის შესახებ მედიაში აღარაფერი გამოქვეყნებულა და თავად კომპანია აღარ არსებობს. მართლაც, 2004 წელს ის ჩრდილოეთ კაროლინაში მოქმედმა ბიოტექნოლოგიურმა ფირმა Biolex-მა შეიძინა. თუმცა, 2012 წელს Biolex გაკოტრდა, მანამდე კი, მან თავისი ტექნოლოგიის ნაწილი Synthon-ს მიჰყიდა, ჰოლანდიურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც Paxil-ს აწარმოებს, რომელიც ცნობილია თანდაყოლილი დეფექტების გამომწვევი წამლით. პროფესორ უზოჩუკვუს თქმით, ამჟამად არცერთი გენმოდიფიცირებული თესლი/საკვები არ შეიცავს სტერილიზაციის გენს.

ამრიგად, გენმოდიფიცირებული სიმინდისა და მისი სტერილიზაციის გენების შესახებ ინფორმაცია 2001 წელს რეალურად გამოქვეყნდა, თუმცა მის შესახებ რაიმე წინსვლა, სიახლე და განვითარების ეტაპები საჯარო წყაროებსა და მედიებში აღარ იძებნება, თავად კომპანია კი აღარ არსებობს.

რაც შეეხება ბილ გეითსის კონტრაცეფტულ სიმინდთან კავშირს, მსგავსი არ დასტურდება და იგი Epicyte-ს დაფმინანსებელთა სიაში არ გვხვდება. კომპანია 1996 წელს დაარსდა Mich Hein-ისა და Andrew Hiatt-ის მიერ. 2001 წელს კომპანიამ გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომ მცენარეებში ადამიანის მონოკლონური ანტისხეულების წარმოებისთვის დაფინანსების ფარგლებში მან 16 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ინვესტორთა სიაში ვხვდები ისეთ კომპანიებს, როგორიცაა სან დიეგოს Johnson & Johnson Development Corp, Tullis-Dickerson & Co. გრინვიჩიდან, CMEA Life Sciences სან-ფრანცისკოდან, Dow Chemical Co. სან დიეგოდან და Milepost Ventures LP სან-ფრანცისკოდან. სიაში არ იძებნება ბილ გეითსის მიერ 2000 წელს დაფუძნებული ფონდი The Gates Foundation.

დამატებით, ბილ გეითსა და მის ფონდსა და კონტრაცეფტიული სიმინდის პროექტს შორის კავშირი არ იძებნება არც ერთ სანდო მედიასა და თუ ღია წყაროში.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსისა და მისი ფონდის შესახებ დეზინფორმაცია "ჯეოფაქტსს" წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5).


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ადვოკატ კახა წიქარიშვილის პოზიციას სრულად არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ადვოკატ კახა წიქარიშვილის პოზიციას სრულად არ ასახავს
ოქტ 08, 2026
გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში
გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში
მაი 02, 2025
დეზინფორმაცია: POSTV-ის კადრებში ჩანს, როგორ არიგებს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ფულს „ზონდერობისთვის და ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის“
დეზინფორმაცია: POSTV-ის კადრებში ჩანს, როგორ არიგებს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ფულს „ზონდერობისთვის და ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის“
თებ 21, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მანიპულირებულად ვრცელდება
ივლ 22, 2025
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების დისკრედიტაციისკენ მიმართული ვიდეო ვრცელდება, რომლებიც კადრების მანიპულაციურად შერჩევით არის შექმნილი
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების დისკრედიტაციისკენ მიმართული ვიდეო ვრცელდება, რომლებიც კადრების მანიპულაციურად შერჩევით არის შექმნილი
იან 24, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.