Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მაია სანდუს ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში მაია სანდუს ყალბი ციტატა ვრცელდება

ნოემბერს 13, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამჯერად მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ციტატას აქვეყნებს: „ასეთი ძლიერი და დიდი ქვეყანაა, მაგრამ ჰიბრიდულ თავდასხმებს ვერ უმკლავდებოდა! საჭირო იყო Fox News-ის დახურვა, არჩევნების წინა დღეს შეეძლოთ ოპოზიციის კანდიდატის მოხსნა და ხიდების დანაღმვა. ნუ, ჩემი სწავლება არ სჭირდებათ… მე ვნერვიულობ, უფრო მეტად, ვიდრე მოლდოვაში დამარცხება“, – ვკითხულობთ პოსტში. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და მოლდოვის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).

სოციალურ ქსელებში (Facebook; X), მაია სანდუს ოფიციალურ ანგარიშებზე მსგავსი ციტატა არ იძებნება. ინტერნეტსივრცეში აღნიშნული ციტატის ძიებისას, ინფორმაციის გამავრცელებლები მხოლოდ რუსული არასანდო ანგარიშები და მედიასაშუალებები არიან (1; 2). მსგავს ციტატას არცერთი სანდო მედიასაშუალება, მათ შორის რუსულენოვანი, არ ავრცელებს.

2024 წლის 6 ნოემბერს მაია სანდუმ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და X-ზე შესაბამისი პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ასევე წერია: „მოლდოვა უფრთხილდება ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენი ხალხის მეტი კეთილდღეობისა და უსაფრთხო მომავლისთვის“.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ შეძენილ მიწასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ შეძენილ მიწასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
აპრ 28, 2025
დეზინფორმაცია: რაბინის წერილი ისრაელის მიერ ჩარლი კირკის მკვლელობას ადასტურებს
დეზინფორმაცია: რაბინის წერილი ისრაელის მიერ ჩარლი კირკის მკვლელობას ადასტურებს
სექ 19, 2025
გაერთიანებულ სამეფოში არასრულწლოვნებში პუბერტატის ბლოკერების გამოყენების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
გაერთიანებულ სამეფოში არასრულწლოვნებში პუბერტატის ბლოკერების გამოყენების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ივლ 09, 2026
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
თებ 17, 2025
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილზე სატირული შინაარსის ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილზე სატირული შინაარსის ფოტო ვრცელდება
აპრ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.