Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ჯულიან ასანჟის ციტატა ისრაელის შესახებ გამოგონილია

ჯულიან ასანჟის ციტატა ისრაელის შესახებ გამოგონილია

მარტს 18, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

ირანის წინააღმდეგ ისრაელის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის პარალელურად, სოციალურ მედიაში ქართულენოვანმა ანონიმურმა გვერდებმა გაავრცელეს Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ციტატა - "დაივიწყეთ რუსეთი, რეალური საფრთხე რაც მსოფლიოს ემუქრება, ისრაელიდან მოდის" (არქივირებული ბმული).

არ დასტურდება, რომ ჯულიან ასანჟს მსგავსი განცხადება გაკეთებული აქვს, ციტატა კი 2016 წლიდან არასანდო გვერდების და ანგარიშების მიერ ვრცელდება.


ყალბი ციტატის 2026 წლის მარტში გავრცელებული ვარიანტი დამატებით არის გაყალბებული. აშკარა არის, რომ სიტყვა "მსოფლიო" (The World) სხვა სიტყვაზე არის გადაწერილი. მსგავსი პოსტები სწორედ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთიანი სამხედრო ოპერაციის დროს შეიქმნა და გავრცელდა. აქამდე, ციტატაში ნახსენები იყო არა "მსოფლიო", არამედ "ამერიკა".

მოცემული სურათი და ციტატა მსგავსი ფორმით 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა, მას შემდეგ რაც ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ ისრაელში განხორციელებულ ტერაქტს, რომელსაც 1195 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ღაზას სექტორში ისრაელის რეაქცია მოჰყვა.

პოსტის ავტორებს ციტატის წყაროდ სხვადასხვა ვებგვერდები მოჰყავდათ, მათ შორის ჩეხეთში პალესტინის საელჩო. მოცემულ ვებგვერდებზე ციტატა 2017 წელს გამოქვეყნდა და თითოეული მათგანი ერთიდაიგივე წყაროს ეფუძნება - AWDnews.com - რომელმაც ჯულიან ასანჟთან ყალბი ინტერვიუ 2016 წელს გამოაქვეყნა.

AWDnews.com ყალბი ინტერვიუს ძველი ფოტოანაბეჭდი

AWDnews.com აღარ ფუნქციონირებს, რადგან 2020 წელის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა FARA-ის (უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი) საფუძველზე ის გააუქმა, ვინაიდან ის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ იმართებოდა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, ვებგვერდი უკანონო ქმედებებით და პროპაგანდის გავრცელებით გავლენის მოხდენის საშუალებად გამოიყენებოდა და ხშირად ავრცელებდა ყალბ ამბებს.

ამდენად, ჯულიან ასანჟის ყალბი ციტატის პირველწყარო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ მართული ძველი ვებგვერდი არის და მისი ნამდვილობა არ დასტურდება.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს
დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს
ივლ 04, 2024
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 19, 2025
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
ნოე 04, 2025
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებში გამარჯვებულად „ნაცები“ გამოაცხადოს
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებში გამარჯვებულად „ნაცები“ გამოაცხადოს
ოქტ 30, 2024
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც გორში  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანია შეცვლილია
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანია შეცვლილია
ოქტ 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.