Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ტყუილია, რომ ელექტრონულ არჩევნებში ხმის ფარულობა დაცული არ არის

ტყუილია, რომ ელექტრონულ არჩევნებში ხმის ფარულობა დაცული არ არის

ოქტომბერს 18, 2024 · გადამოწმებული ფაქტები, არჩევნები 2024 · ვერდიქტი: ტყუილი

2024 წლის 17 ოქტომბერს, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ხმას ვინ ვის აძლევს, მარტივი დასადგენია. „არჩევნებამდე დღეების დათვლა კარგია, მაგრამ ელექტრონულია ეს არჩევნები. რატომ არავინ საუბრობს იმაზე რომ ელექტრონული არჩევნების კონტროლი შესაძლებელია და ხმას ვინ ვის აძლევს, მარტივი დასადგენია?! როდემდე აპირებთ სირაქლემას პოზაში ყოფნას?!“, ვკითხულობთ პოსტში.

რეალურად, კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე ხმის ფარულობა დაცულია.

არჩევნებში ხმის ფარულობა დაცულია, როგორც იურიდიულად, ასევე ტექნიკურად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტი აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V-ის მიერ ჩატარდა. აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი ზედმიწევნით არის რეგულირებული და სტრუქტურირებული ისე, რომ ამომრჩევლის არჩევანი არ იყოს გამჟღავნებული.

ამერიკული კომპანია ProV&V-ის მიერ ჩატარებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტების მიხედვით, ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული, ამასთან, კავშირი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატსა და ხმის მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობას შორის არ არსებობს, რაც დაფიქსირებულ ხმას და ამომრჩეველს შორის რაიმე კავშირის დადგენას გამორიცხავს.

ამავდროულად, ბიულეტენი არ არის დანომრილი და არ შეიცავს ციფრულ ინფორმაციას, რომელიც ამომრჩეველსა და მის არჩევანს პოტენციურად დააკავშირებს. ბიულეტენზე განთავსებული QR კოდი მხოლოდ საარჩევნო ოლქის და საარჩევნო უბნის ნომერს შეიცავს. შესაბამისად, ბიულეტენის კონკრეტულ ამომრჩეველთან ასოცირება შეუძლებელია.

ხმის ფარულობის შესახებ საუბრობს დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და შეუძლებელია ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის გადამოწმება, მათ შორის, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ საარჩევნო უბნებზეც“.

აქედან გამომდინარე, ბიულეტენზე სპეციალური ნიშნისა და ვერიფიკაციის აპარატსა და ხმის მთვლელ მოწყობილობას შორის კავშირის არსებობის გარეშე, ფიზიკურად შეუძლებელია, საარჩევნო ყუთი „მიხვდეს“, კონკრეტული ბიულეტენი ვისია და მოქალაქის ხმის ფარულობა დაირღვეს.

კომენტარებში ელისო კილაძე ასევე წერს: „კი, აუდიტი უნდა ჩაეტარებიათ პარტიებს, ვენესუელის არჩევნების მოწყობილობას ენდობით?“

აღნიშნული მტკიცებაც მცდარია. „სმარტმატიკი“, რომლის ტექნოლოგიებიც საქართველოში გამოიყენება, ვენესუელის ეროვნულ საარჩევნო საბჭოსთან 2004-2017 წლებში თანამშრომლობდა. თუმცა, 2017 წლის ეროვნული საოლქო ასამბლეის არჩევნების შემდეგ „სმარტმატიკმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ ვენესუელას ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ხმის მიცემის სისტემის მიერ შეგროვებული შედეგებისგან განსხვავებული შედეგები გამოაცხადა, რის შემდეგაც „სმარტმატიკმა“ ვენესუელაში საქმიანობა ნებაყოფლობით შეწყვიტა.

ვენესუელაში 2020 წლიდან გამოყენებული ხმის მიცემის აპარატების (EC-21) დიზაინი შექმნილია ვენესუელაში ვენესუელელი ტექნიკოსების მიერ (საწყისი პროტოტიპი არგენტინული კომპანიის – EX-CLE-ს მიერ დამზადდა, თუმცა შემდგომ აპარატები ჩინეთშია წარმოებული), ხოლო საქართველოში გამოყენებული იქნება კომპანია „სმარტმატიკის“ მიერ წარმოებული ამომრჩეველთა გადამოწმების აპარატები (VIU Desktop 818-100), ხმის დამთვლელი სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები (PCOS SAES-1800Plus) და ტაბლეტები (VIU Tablet 100).

მეტიც, ვენესუელაში, ერთი მხრივ, კენჭისყრის დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე ყოფნისა და დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ და მეორე მხრივ, ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ელექტრონული აპარატის დათვლის შედეგები არ გამოაქვეყნა. თუმცა ოპოზიციამ საარჩევნო ოქმების დიდი ნაწილის მოპოვება მაინც შეძლო. ამდენად, ვენესუელის ხელისუფლებას და ეროვნულ საარჩევნო საბჭოს გაყალბებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიები არ გამოუყენებია. პირიქით, ხმის მთვლელი აპარატების მიერ დაბეჭდილი ოქმები (რისი მოპოვებაც ოპოზიციამ შეძლო) არის ერთადერთი მტკიცებულება, რითაც ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საარჩევნო საბჭომ არჩევნების შედეგები გააყალბა.

ამდენად, მტკიცება, რომ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამო დაცული არ იქნება, ტყუილია.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
იან 10, 2025
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ინტერვიუ მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ინტერვიუ მანიპულირებულად ვრცელდება
აგვ 26, 2025
ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად
ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად
სექ 17, 2024
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მარ 09, 2026
დემურ გიორხელიძის მტკიცებები ემიგრაციისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
დემურ გიორხელიძის მტკიცებები ემიგრაციისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
აგვ 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.