Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში თვითმფრინავის „ქიმტრეილების“ კონსპირაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში თვითმფრინავის „ქიმტრეილების“ კონსპირაცია ვრცელდება

აგვისტოს 22, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც „კონტრეილების“ ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს და „ქიმტრეილების“ შესახებ კონსპირაციას აჟღერებს: „ეს ბილიკები რეალურად რასაც წარმოადგენენ ნამდვილად არის პლანეტის დამთბობი“. ამავდროულად, „კონტრეილის“ ნამდვილობაში ეჭვის შესატანად, პოსტის ავტორი მანიმულაციურად სვამს რიტორიკულ შეკითხვას, რომ თუ „კონტრეილი“ ყინულის ნაწილაკია მაშინ ის როგორ უწყობს ხელს კლიმატის დათბობას.

რეალურად, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს მტკიცება, რომ თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვალი არა „კონტრეილი“ არამედ „ქიმიური ბილიკი“ – ე.წ. „ქიმტრეილია“, რომლის გავრცელების მიზანიც მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაა. თვითმფრინავის გადაადგილებისას დატოვებული ღრუბლების ბილიკი წყლის ორთქლის კონდენსაციის პროდუქტია, რომლის ხილვადობასაც ამა თუ იმ არეალის ტენიანობის ხარისხი განაპირობებს.

ამავდროულად, თვითმფრინავის „კონტრეილებს“ რომ კლიმატის ცვლილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია აქამდეც დამალული არ ყოფილა და მრავალი კვლევით დასტურდება.

„კონტრეილები“ (contrails) თვითმფრინავის საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი წყლის ორთქლისა და ჰაერში მტვრის წვრილი ნაწილაკების ყინულის კრისტალებად გაყინვით წარმოიქმნება. დაბალტენიანი ჰაერის შემთხვევაში კრისტალები უბრალოდ იშლება, ხოლო მაღალი ტენიანობის პირობებში ნარჩუნდება და დიდ ფართობზე თვალისთვის შესამჩნევი ხდება. სწორედ ტენიანობის აღნიშნული განსხვავებები ხსნის იმას, თუ რატომ არის ზოგიერთი თვითმფრინავის კვალი ხილული, ხოლო ზოგიერთის – არა.

„კონტრეილის“ წარმოქმნისთვის საჭიროა სამი რამ: წყლის ორთქლი, ცივი ჰაერი და პაწაწინა ნაწილაკები, რომლებზეც წყლის ორთქლი შეიძლება კონდენსირდეს.  თვითმფრინავის რეაქტიული ძრავები გამოყოფენ წყლის ორთქლს, როგორც საწვავის წვის ქვეპროდუქტს, რადგან საწვავში შემავალი წყალბადი ჰაერში ჟანგბადთან რეაგირებს. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 40°C-ზე დაბალია, წყლის ორთქლი კონდენსირდება, ჩვეულებრივ, ჭვარტლის ნაწილაკებთან, რომლებიც თვითმფრინავის  ძრავიდან გამოიყოფა (იხილეთ გამოსახულება ქვემოთ).

შენიშვნა: დიაგრამის მიხედვით, „კონტრეილის“ წარმოქმნაზე ტემპერატურა და ტენიანობა მოქმედებს: რაც უფრო მაღალია ტემპერატურა მით უფრო რთულია „კონტრეილის“ წარმოქმნა და პირიქით, რაც უფრო მაღალია ტენიანობის  ჰაერში, მით უფრო მარტივდება მისი წარმოქმნა.

წყარო: MetMatters

კვლევებმა დაადგინეს, რომ  „კონტრეილები“ დედამიწაზე  გლობალური დათბობას ხელს უწყობს, რადგან „კონტრეილებმა“ შესაძლოა დაარღვიონ  ბალანსი  მზისა და  დედამიწის ზედაპირიდან გამოსხივებულ  სითბოს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონტრეილებს  შეუძლიათ სითბოს დაჭერა ატმოსფეროში.

აღსანიშნავია, რომ კვლევების მიხედვით, ნებისმიერი ზომის „კონტრეილი“ სათბურ ეფექტს არ ქმნის. დღის განმავლობაში, „კონტრეილების“ უმეტესობას აქვს ორმაგი ეფექტი: ერთის მხრივ, ისინი აირეკლავენ შემომავალი მზის გამოსხივების ნაწილს უკან კოსმოსში, შესაბამისად,  გაგრილების ეფექტს ქმნიან, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ თერმული ინფრაწითელი გამოსხივების შეკავება, რომელიც დედამიწიდან აირეკლება.  ღამის განმავლობაში, მზის რადიაცია არ არის, ამიტომ გაციების ეფექტი ქრება, რაც ღამის „კონტრეილს“ საშუალოდ უფრო ათბობს და აკავებს დედამიწიდან არეკლილ სხივებს, შესაბამისად  უარყოფითი შედეგი აქვს გარემოსთვის.

შენიშვნა: ილუსტრაცია ასახავს „კონტრეილის“ მიერ დედამიწისა და მზის სხივების არეკვლას შორის სხვაობას დღისა და ღამის პერიოდში. კერძოდ, დღის განმავლობაში „კონტრეილი“ იჭერს დედამიწიდან არეკლილ ინფრაწითელ გამოსხივებას, ხოლო მზის გამოსხივებას კოსმოსში აბრუნებს. ღამით კი, მხოლოდ დედამიწიდან არეკლილ სხივებს აკავებს და უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე.

წყარო: IATA

საინტერესოა, ასევე Facebook-ანგარიშის მიერ გაზიარებული კვლევის შედეგებიც. კერძოდ, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამედროვე კომერციული თვითმფრინავები, რომლებიც მაღალ სიმაღლეზე დაფრინავენ, ძველ თვითმფრინავებთან შედარებით,  უფრო ხანგრძლივ სათბურ ეფექტს ქმნიან.  შესაბამისად, მართალია, თანამედროვე თვითმფრინავები ნაკლებ ნახშირბადს გამოყოფენ, ვიდრე მათი წინამორბედები, მაგრამ მათ შეიძლება ჰქონდეთ უფრო დიდი გავლენა კლიმატის ცვლილებაზე სწორედ „კონტრეილების“ ფორმირების გამო.

მიუხედავად არსებული კვლევებისა, ადამიანებს კვლავ სჯერათ, რომ თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვალი არა „კონტრეილი“ არამედ „ქიმიური ბილიკი“, ე.წ. „ქიმტრეილია“, რომლის გავრცელების მიზანიც მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაა. შეთქმულების თეორია, რომ მთავრობები ან სხვა აქტორები თვითმფრინავების საშუალებით დედამიწას რეგულარულად ასხურებენ ქიმიკატებს და ხელოვნურად ზრდიან დაავადებების რიცხვს, ფართოდ თავდაპირველად 1990-იანი წლებიდან გავრცელდა, ხოლო მსგავსი და მასთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიები ავიაციის აქტიურად გამოყენების დაწყების დროიდან არსებობს. კერძოდ, კონსპიროლოგები ამტკიცებდნენ, რომ თვითმფრინავებიდან გამოიყოფოდა ტოქსიკური ლითონის, ბარიუმის შემცველი სპრეი, მისი მთავარი დანიშნულება  მოსახლეობის დამორჩილება ან შემცირება იყო.  თუმცა დროთა განმავლობაში, „ქიმიური ბილიკების“ შეთქმულების თეორია ვითარდებოდა და დღეისთვის მისი რამდენიმე მიმართულება ჩამოყალიბდა. მაგალითად, პანდემიის დროს, გააქტიურდა ვერსია, რომ თვითმფრინავებიდან „ქიმიური ბილიკების“ საშუალებით კორონავირუსსა და ვაქცინებს ავრცელებდნენ და მიზნად ადამიანების „გონების კონტროლს“ ისახავდნენ.

„ქიმტრეილების“ შესახებ კონსპირაცია დღესდღეობითაც ხშირად ვრცელდება, რაზეც მრავალ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას, მათ შორის – ბრიტანულ Full Fact-ს, ამერიკულ USA TODAY-სა და PolitiFact-ს არა ერთხელ დაუწერია.

გავრცელებულ კონსპირაციას გამოეხმაურა აშშ-ს საჰაერო ძალებიც (The U.S. Air Force). მათ ანგარიშში ნათქვამია, რომ „Chemtrail“ არ არსებობს. ხოლო, „კონტრეილები“ უსაფრთხოა და ბუნებრივი მოვლენაა, „ისინი არანაირ საფრთხეს არ უქმნიან ჯანმრთელობას”, – ნათქვამია ანგარიშში.

სამთავრობო უწყებებში შემავალ საჩივართა სიმრავლის გამო, მოსახლეობის ეჭვების გასაფანტად, 2015 წელს აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) ხელახლა გამოაქვეყნა სახიფათო ნარჩენების ანგარიში NASA-სთან, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციასთან (NOAA) და აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან (FAA) ერთად. EPA-ს ანგარიში ასკვნის, რომ „კონტრეილები არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“, თუმცა: „კონტრეილურმა ღრუბლიანობამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებას, ხოლო კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე“, სხვა სიტყვებით, „კონტრეილებს“ შესაძლოა კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ან/და ვირუსებს არ შეიცავს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 23, 2025
დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს
დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს
მარ 14, 2025
ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად
ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად
სექ 17, 2024
სოციალურ ქსელში ლაბუბუს სათამაშო მონსტრების შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლაბუბუს სათამაშო მონსტრების შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
ივლ 16, 2025
სოციალურ ქსელში დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და მოქალაქე გიორგი გოგოლაძის  AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და მოქალაქე გიორგი გოგოლაძის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
იან 15, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.