Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორების პოლიტიკა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რა (არ) თქვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა საბავშვო ბაღებზე, რომელთა რეაბილიტაცია 2025 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო

რა (არ) თქვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა საბავშვო ბაღებზე, რომელთა რეაბილიტაცია 2025 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო

იანვარს 27, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი:

  • სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის, 13 710 410 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმებულია 2023 წლის 26 დეკემბერს;

  • პროექტის მთლიანი ღირებულების 60 %-ზე მეტი (8.7 მილიონი ლარი) უკვე ანაზღაურებულია. ამ თანხის თითქმის ნახევარი – ავანსად;

  • სამუშაოები 2025 წლის ივნისში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა შემსრულებელმა ეს ვერ მოახერხა;

  • პროექტის დასრულების ახალ ვადად, 2025 წლის დეკემბერში ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის თებერვალი განისაზღვრა.

 

2026 წლის 24 იანვარს ბათუმში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა. მას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორი ბექა ურუშაძეც ახლდა. თბილისიდან ჩამოსული მაღალჩინოსნები, აჭარისა და ბათუმის თანამდებობის პირებთან ერთად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ. იმავე დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აღნიშნული ვიზიტის შესახებ, თავის ვებგვერდზე ინფორმაციები გამოაქვეყნა. აქედან ერთი ეხება ბათუმის №3 საბავშვო ბაღის, ხოლო მეორე – ბათუმის №26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას. ტექსტებში ნათქვამია, რომ შენობები გათვლილია 150 ბავშვზე, არის ადაპტირებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და აღნიშნულია, რომ რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

ამავე თემას პოსტი მიუძღვნა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამაც. პოსტის ქვეშ რამდენიმე მოქალაქემ კრიტიკული კომენტარები დატოვა. ერთ-ერთი საყვედურს გამოთქვამს სწორედ №3 საბავშვო ბაღის პროექტის დაუსრულებლობის გამო. მოქალაქეები წერენ, რომ მათი ბავშვები უკვე სკოლაში წავლენ, საბავშვო ბაღში კი არც უვლიათ.

Geofacts-მა ამ თემაზე სტატია ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. აქტუალურობიდან გამომდინარე, საკითხს კვლავ  მივუბრუნდით. მით უფრო, რომ მგფ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებში არაფერია ნათქვამი, როგორ გაჭიანურდა სახელშეკრულებო ვადა და რამდენით დაგვიანდა ობიექტების ჩაბარება ქალაქში, სადაც სკოლამდელი ასაკის ასეულობით ბავშვი საბავშვო ბაღში ვერ დადის და ზოგიერთი მათგანი რიგს სკოლის ასაკამდე ელოდება. უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტებში სიტუაცია მხოლოდ პოზიტიური (საიმიჯო) კონტექსტითაა გადმოცემული.

სინამდვილეში, ბათუმის №3, №12 და №26 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის, 13 710 410 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმებულია 2023 წლის 26 დეკემბერს და ამხანაგობა “CIC & KK”, რომელსაც პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში ანუ შარშან ივნისში უნდა დაესრულებინა, სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს.  2025 წლის დეკემბერში მხარეებმა პროექტის დასრულების ვადად 2026 წლის 25 თებერვალი განსაზღვრეს.  ეს იყო ვადის მეორე ცვლილება. მანამდე, იმავე წლის მარტში, სამუშაოების დასრულების ვადა 2025 წლის 21 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

ახალი გეგმა-გრაფიკით, სამივე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 25 თებერვალს უნდა დასრულდეს. ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებიდან, 4 195 354 ლარი განკუთვნილია №3 საბავშვო ბაღის,  4 211 549 ლარი – №12 საბავშვო ბაღისა და 5 303 507 ლარი – №26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის

ცვლილების შეთანხმებაში მითითებულია, რომ ვადის გახანგრძლივების მიზეზი გახდა საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, რის გამოც შენობები ინვენტარისგან დროულად ვერ დაიცალა. ასევე, ნათქვამია, რომ აჭარაში იყო მასშტაბური სტიქია (სავარაუდოდ, იგულისხმება 2025 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში მოსული უხვი ნალექი), რომელმაც სამშენებლო ტერიტორიაზე სამუშაოები შეაფერხა. თუმცა ტექნიკურ დავალებაში გარკვევით წერია, რომ სამუშაოების შესრულების ვადა მოიცავს ზამთრის სეზონის კლიმატური პირობებით გამოწვეულ მოცდენის პერიოდსაც.

მეორე შეთანხმებაში კი ვკითხულობთ, რომ ვადის გახანგრძლივება გამოიწვია პროექტში ბენეფიციარის  მოთხოვნით განსახორციელებელმა ცვლილებებმა და გარემოებებმა, რომლებიც სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგ გამოვლინდა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული დემონტირებული მასალა ტერიტორიიდან გვიან გაიტანეს. გარდა ამისა, საჭირო იყო გაზის მილების გადატანა და სხვა. რატომ არ იყო გათვალისწინებული აღნიშნული გარემოებები პროექტირების დროს ან ხელშეკრულების შედგენის პროცესში, უცნობია. ფაქტია, რომ ეს ერთადერთი პროექტი არაა, რომელიც სწორედ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის არგუმენტით გაჭიანურდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი №12 საბავშვო ბაღის შესახებ. ჩვენ ობიექტი ადგილზე მოვინახულეთ და გავარკვიეთ, რომ სამუშაოები არც ამ ლოკაციაზე დასრულებულა.

არსებული მდგომარეობით (26. 01. 2026), მიმწოდებლისთვის ანაზღაურებულია 8 753 984 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 64%-ს შეადგენს. ამ თანხიდან, 4 113 123 ლარი გადახდილია ავანსის სახით. ბოლო ცვლილებით დადგენილ ვადამდე ერთი თვე დარჩა. Geofacts-ი პროექტის მიმდინარეობას ყურადღებით დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში, თემას მივუბრუნდებით.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
იან 22, 2025
სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება
დეკ 27, 2024
ხაბიბ ნურმაგომედოვს საქართველოსთვის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება არ მიულოცავს
ხაბიბ ნურმაგომედოვს საქართველოსთვის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება არ მიულოცავს
იან 21, 2025
სოციალურ ქსელში ონისე ცხადაძის ფოტო მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ონისე ცხადაძის ფოტო მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება
მაი 13, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა  და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
ნოე 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.