Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
გივი მიქანაძე: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში

გივი მიქანაძე: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში

დეკემბერს 26, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

გივი მიქანაძე: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში


სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები (საბავშვო ბაღები) უფასო მართლაც „ქართული ოცნების“ მმართველობისას გახდა, 2013 წლის სექტემბერში შესაბამის კანონმდებლობებში შეტანილი ცვლილებით, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება  აიკრძალა. მანამდე, საბავშვო ბაღებში თანადაფინანსების სისტემა მოქმედებდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსების ნაწილს მუნიციპალიტეტი, ნაწილს კი მშობელი ფარავდა, რაც აღსაზრდელების კვებით უზრუნველყოფას ხმარდებოდა. გივი მიქანაძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობა გაიზარდა, ოფიციალური სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს. 2017-2018 წლიდან დღემდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რაოდენობა 20%-ით არის შემცირებული და არა 30%-ით გაზრდილი, როგორც გივი მიქანაძე აცხადებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საქსტატი ამ მიმართულებით სტატისტიკას 2017-2018 წლიდან აწარმოებს. შესაბამისად, საწყისი ოთხი წლის სტატისტიკური მონაცემები არ მოგვეპოვება, 2014-2016 წლებში რამდენად იყო გაზრდილი საბავშვო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რაოდენობა, ამის შეფასებას ვერ მოვახდენთ. ამიტომ, არასრული სტატისტიკური მონაცემის გამო, განცხადების ამ ნაწილს ვერ ვაფასებთ და ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას, სკოლებში ბავშვთა უფასო კვების კონტექსტში საბავშვო ბაღების თემასაც შეეხო და აღნიშნა: „ოპონენტების მხრიდან რაიმე სახით ამაზე აპელირება უბრალოდ უხერხულია, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო და ეს კომპონენტი პოზიტიურ ჭრილში იქნა აღქმული, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში“.

საქართველოში სკოლამდელი აღზრდის სფეროს დეცენტრალიზაცია 2005-2006 წლიდან განხორციელდა, როდესაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით, სკოლამდელი დაწესებულების შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება მუნიციპალიტეტის საკუთარ კომპეტენციად გამოცხადდა. ამავე პერიოდიდან, სკოლამდელი აღზრდის სფეროს ძირითადი დამფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობებია. თუმცა, არასაკმარისი ფინანსური რესურსების პირობებში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მოქმედებდა თანადაფინანსების სისტემა – მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი ყოველთვიური სავალდებულო შენატანი სკოლამდელი აღზრდის მომსახურებით მოსარგებლე ოჯახებისთვის, რაც ძირითადად აღსაზრდელების კვებას ხმარდებოდა.

2013 წლის პირველი სექტემბრიდან, სკოლამდელი აღზრდის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ძველ კანონში და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით, აიკრძალა მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 93, პუნქტი 4; „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“, მუხლი 342).

ამდენად, დღეისათვის სკოლამდელი აღზრდის სფერო (გარდა კერძო ბაგა-ბაღებისა) 100%-ით მუნიციპალურ დაფინანსებაზეა. შესაბამისად, გივი მიქანაძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ნაციონალური მოძრაობის დროს“ სკოლამდელ დაწესებულებებში თანადაფინანსების სისტემა მოქმედებდა, აღსაზრდელების კვებისთვის მშობლები თანხას იხდიდნენ.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომ მას შემდეგ, რაც სკოლამდელი დაწესებულებები უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობა გაიზარდა, აღნიშნულის გადასამოწმებლად ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს გავეცანით.

საჯარო სკოლამდელი დაწესებულებების და აღსაზრდელთა სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის სამსახური 2017/2018 სასწავლო წლიდან აწარმოებს. ამ პერიოდიდან მოყოლებული 2025/2026 სასწავლო წლის ჩათვლით, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი1: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, აღსაზრდელთა რაოდენობა

წელისაჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიაღსაზრდელთა რაოდენობა2017/20181 540162 8792018/20191 574161 8482019/20201 621164 6052020/20211 647158 0622021/20221 648154 5012022/20231 668148 6582023/20241 708141 3242024/20251 713137 0742025/20261 717130 337

წყარო: საქსტატი

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017/2018 სასწავლო წლიდან მოყოლებული დღემდე, საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს რაოდენობა 177 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო აღსაზრდელთა რაოდენობა მხოლოდ 2019/2020 წლებში არის გაზრდილი, დანარჩენ წლებში მუდმივი კლება გვაქვს და საწყის – 2017/2018 წელთან შედარებით, 2025/2026 წლებში აღსაზრდელთა რაოდენობა 32 542-ით არის შემცირებული, რაც 20%-იანი კლებაა და არა 30%-იანი მატება. როგორც აღვნიშნეთ, სტატისტიკური მონაცემები 2017 წლიდან არის, უფასო კვებითი კომპონენტის შემოტანა სკოლამდელ დაწესებულებებში კი 2013/2014 წლიდან მოხდა. შესაბამისად, საწყისი ოთხი წლის სტატისტიკური მონაცემები არ მოგვეპოვება, 2014-2016 წლებში რამდენად იყო გაზრდილი საბავშვო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რაოდენობა, ამის შეფასებას ვერ მოვახდენთ. ამიტომ, არასრული სტატისტიკური მონაცემის გამო, განცხადების ამ ნაწილს ვერ ვაფასებთ.

საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა კლების ტენდენცია, შეიძლება იმით აიხსნას, რომ მშობელთა გარკვეული ნაწილი უპირატესობას კერძო საბავშვო ბაღებს ანიჭებს და აგრეთვე გაუარესებული დემოგრაფიული მდგომარეობით. უკვე მეექვსე წელია, რაც საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2020–2024 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი ჯამში 31 806-ს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში – 4,999-ს (იხ.სტატია).


ყველა პოსტის ნახვა

მადიარის გამოსვლის ყალბი რუსული თარგმანი - ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელების რუსული მეთოდი
მადიარის გამოსვლის ყალბი რუსული თარგმანი - ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელების რუსული მეთოდი
ივნ 05, 2026
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 10, 2025
ყალბია მტკიცება, რომ დიდ ბრიტანეთს მიუძღვის წვლილი საქართველოს გასაბჭოებაში
ყალბია მტკიცება, რომ დიდ ბრიტანეთს მიუძღვის წვლილი საქართველოს გასაბჭოებაში
აპრ 02, 2026
ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო ცვილების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება
ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო ცვილების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება
მაი 14, 2026
მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
ოქტ 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.