Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ილონ მასკს არ უთქვამს, რომ რუსი ერი ყველაზე ნიჭიერია

ილონ მასკს არ უთქვამს, რომ რუსი ერი ყველაზე ნიჭიერია

იანვარს 26, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ რუსები მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ერია;
სინამდვილეში, ილონ მასკის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება;
აღნიშნული განცხადება მილიარდერის მამას ეროლ მასკს ეკუთვნის.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში ვკითხულობთ, რომ ილონ მასკმა რუსები ყველაზე ნიჭიერ ერად მოიხსენია (დაარქივებული ბმული).

პირველ რიგში, მსგავსი ციტატა მასკის ოფიციალურ X ანგარიშზე არ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ციტატას არც ინგლისურენოვანი სანდრო მედია ავრცელებს.

სინამდვილეში აღნიშნული განხადება ილონ მასკის მამამ, ეროლ მასკმა გასული წლის ივნისში რუსულ სამთავრობო ტელეარხ „ცარგრადთან" ინტერვიუს დროს გააკეთა. ეროლ მასკი ამ პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდა და ცნობილი რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის მიერ ორგანიზებულ ფორუმში იღებდა მონაწილეობას. ფორუმი სახელწოდებით "Future 2050" 2025 წლის 9-10 ივნისს გაიმართა. ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ რუსები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ერია: „მოუთმენლად ველი ყველას გაცნობას. რამდენადაც ვიცი, რუსები პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ხალხად ითვლებიან",-აღნიშნა ეროლ მასკმა.

ამდენად, მტკიცება, რომ რუსი ერის შესახებ ციტატა ილონ მასკს ეკუთვნის, სიმართლეს არ შეესაბამება.



ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ რუსეთისთვის სასურველი ფორმულირებებია გამოყენებული
დეზინფორმაცია: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ რუსეთისთვის სასურველი ფორმულირებებია გამოყენებული
ივლ 12, 2024
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეკ 27, 2024
„სიმფსონების“ ეპიზოდებში  პრეზიდენტ ტრამპის გარდაცვალება არ ჩანს
„სიმფსონების“ ეპიზოდებში პრეზიდენტ ტრამპის გარდაცვალება არ ჩანს
იან 21, 2026
სოციალურ ქსელში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი მტკიცებები ვრცელდება
სოციალურ ქსელში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი მტკიცებები ვრცელდება
აგვ 13, 2025
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
დეკ 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.