Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
გივი მიქანაძე: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში

გივი მიქანაძე: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში

декабрь 26, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Без Вердикта

გივი მიქანაძე: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსი“ გივი მიქანაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები (საბავშვო ბაღები) უფასო მართლაც „ქართული ოცნების“ მმართველობისას გახდა, 2013 წლის სექტემბერში შესაბამის კანონმდებლობებში შეტანილი ცვლილებით, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება  აიკრძალა. მანამდე, საბავშვო ბაღებში თანადაფინანსების სისტემა მოქმედებდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსების ნაწილს მუნიციპალიტეტი, ნაწილს კი მშობელი ფარავდა, რაც აღსაზრდელების კვებით უზრუნველყოფას ხმარდებოდა. გივი მიქანაძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობა გაიზარდა, ოფიციალური სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს. 2017-2018 წლიდან დღემდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რაოდენობა 20%-ით არის შემცირებული და არა 30%-ით გაზრდილი, როგორც გივი მიქანაძე აცხადებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საქსტატი ამ მიმართულებით სტატისტიკას 2017-2018 წლიდან აწარმოებს. შესაბამისად, საწყისი ოთხი წლის სტატისტიკური მონაცემები არ მოგვეპოვება, 2014-2016 წლებში რამდენად იყო გაზრდილი საბავშვო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რაოდენობა, ამის შეფასებას ვერ მოვახდენთ. ამიტომ, არასრული სტატისტიკური მონაცემის გამო, განცხადების ამ ნაწილს ვერ ვაფასებთ.  აქედან გამომდინარე, მთლიან განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას, სკოლებში ბავშვთა უფასო კვების კონტექსტში საბავშვო ბაღების თემასაც შეეხო და აღნიშნა: „ოპონენტების მხრიდან რაიმე სახით ამაზე აპელირება უბრალოდ უხერხულია, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო და ეს კომპონენტი პოზიტიურ ჭრილში იქნა აღქმული, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში“.

საქართველოში სკოლამდელი აღზრდის სფეროს დეცენტრალიზაცია 2005-2006 წლიდან განხორციელდა, როდესაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით, სკოლამდელი დაწესებულების შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება მუნიციპალიტეტის საკუთარ კომპეტენციად გამოცხადდა. ამავე პერიოდიდან, სკოლამდელი აღზრდის სფეროს ძირითადი დამფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობებია. თუმცა, არასაკმარისი ფინანსური რესურსების პირობებში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მოქმედებდა თანადაფინანსების სისტემა – მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი ყოველთვიური სავალდებულო შენატანი სკოლამდელი აღზრდის მომსახურებით მოსარგებლე ოჯახებისთვის, რაც ძირითადად აღსაზრდელების კვებას ხმარდებოდა.

2013 წლის პირველი სექტემბრიდან, სკოლამდელი აღზრდის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ძველ კანონში და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით, აიკრძალა მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 93, პუნქტი 4; „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“, მუხლი 342).

ამდენად, დღეისათვის სკოლამდელი აღზრდის სფერო (გარდა კერძო ბაგა-ბაღებისა) 100%-ით მუნიციპალურ დაფინანსებაზეა. შესაბამისად, გივი მიქანაძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ნაციონალური მოძრაობის დროს“ სკოლამდელ დაწესებულებებში თანადაფინანსების სისტემა მოქმედებდა, აღსაზრდელების კვებისთვის მშობლები თანხას იხდიდნენ.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომ მას შემდეგ, რაც სკოლამდელი დაწესებულებები უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობა გაიზარდა, აღნიშნულის გადასამოწმებლად ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს გავეცანით.

საჯარო სკოლამდელი დაწესებულებების და აღსაზრდელთა სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის სამსახური 2017/2018 სასწავლო წლიდან აწარმოებს. ამ პერიოდიდან მოყოლებული 2025/2026 სასწავლო წლის ჩათვლით, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი1: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, აღსაზრდელთა რაოდენობა

წელი საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აღსაზრდელთა რაოდენობა
2017/2018 1 540 162 879
2018/2019 1 574 161 848
2019/2020 1 621 164 605
2020/2021 1 647 158 062
2021/2022 1 648 154 501
2022/2023 1 668 148 658
2023/2024 1 708 141 324
2024/2025 1 713 137 074
2025/2026 1 717 130 337

წყარო: საქსტატი

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017/2018 სასწავლო წლიდან მოყოლებული დღემდე, საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს რაოდენობა 177 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო აღსაზრდელთა რაოდენობა მხოლოდ 2019/2020 წლებში არის გაზრდილი, დანარჩენ წლებში მუდმივი კლება გვაქვს და საწყის – 2017/2018 წელთან შედარებით, 2025/2026 წლებში აღსაზრდელთა რაოდენობა 32 542-ით არის შემცირებული, რაც 20%-იანი კლებაა და არა 30%-იანი მატება. როგორც აღვნიშნეთ, სტატისტიკური მონაცემები 2017 წლიდან არის, უფასო კვებითი კომპონენტის შემოტანა სკოლამდელ დაწესებულებებში კი 2013/2014 წლიდან მოხდა. შესაბამისად, საწყისი ოთხი წლის სტატისტიკური მონაცემები არ მოგვეპოვება, 2014-2016 წლებში რამდენად იყო გაზრდილი საბავშვო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რაოდენობა, ამის შეფასებას ვერ მოვახდენთ. ამიტომ, არასრული სტატისტიკური მონაცემის გამო, განცხადების ამ ნაწილს ვერ ვაფასებთ.

საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა კლების ტენდენცია, შეიძლება იმით აიხსნას, რომ მშობელთა გარკვეული ნაწილი უპირატესობას კერძო საბავშვო ბაღებს ანიჭებს და აგრეთვე გაუარესებული დემოგრაფიული მდგომარეობით. უკვე მეექვსე წელია, რაც საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2020–2024 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი ჯამში 31 806-ს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში – 4,999-ს (იხ.სტატია).

განხილული მასალიდან გამომდინარე, „ჯეოფაქტსი“ გივი მიქანაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

Все посты

Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
Дезинформация: Человек на фото – официальный представитель правительства Испании
окт 08, 2024
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
окт 04, 2024
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
авг 07, 2025
В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
янв 30, 2025
Дезинформация: Во время обыска дома Андрея Ермака была изъята большая сумма денег и несколько паспортов, в том числе на имя Зеленского
Дезинформация: Во время обыска дома Андрея Ермака была изъята большая сумма денег и несколько паспортов, в том числе на имя Зеленского
дек 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.