Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ბავშვთა და ზრდასრული მოსახლეობის ავადობა დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით - ინფორმაციის გადამოწმება

ბავშვთა და ზრდასრული მოსახლეობის ავადობა დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით - ინფორმაციის გადამოწმება

აპრილს 8, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

სოციალურ ქსელში დაავადებათა სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

„ჯეოფაქტსმა“გავრცელებული მონაცემების სიზუსტე გადაამოწმა .

მტკიცება: 0-დან 14 წლამდე ასაკის 370 000 ბავშვს დაუსვეს სხვადასხვა დიაგნოზი, მხოლოდ 1 წელში, 2023 წელს. ამავე პერიოდში ქვეყანაში ამ ასაკის 772 318 ბავშვი ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-2 ბავშვი (48%) ავადმყოფობს

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით (პირველად დადგენილი დიაგნოზით) 0-14 წლის ასაკის ბავშვებში ავადობის 370.5 ათასი შემთხვევა მართლაც აღირიცხა. თუმცა აქვე უნდა განვმარტოთ, რომ აქედან შემთხვევათა უმეტესობა 211.1 ათასი სასუნთქი სისტემის დაავადებები იყო. წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ბავშვთა ავადობა ყველა ძირითად ჯგუფში – სასუნთქი სისტემის დაავადებები, ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები, ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები და ა.შ.

2023 წლის მონაცემებით, 0-14 წლის ასაკის მოსახლეობა 772 318 იყო. თუმცა ავადობის შემთხვევების ბავშვთა საერთო რაოდენობასთან შედარება არამართებულია და მტკიცება, რომ ბავშვთა 48% ავადმყოფობს, ცოტა გადაჭარბებულია, რადგან სტატისტიკა ასახავს შემთხვევათა რაოდენობას და არა ბავშვთა რაოდენობას. ბავშვმა წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება იავადოს ან/და სხვადასხვა დაავადების დიაგნოზი დაუსვან. შესაბამისად, ავადობის რამდენი ახალი შემთხვევაც იქნება, იმდენჯერ აღირიცხება სტატისტიკაში.

მტკიცება: 2023-ში მოსახლეობის 37%-ს – 1 398 000 ადამიანს, პირველად დაუდგინდა ესა თუ ის დაავადება

2023 წელს დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით (პირველად დადგენილი დიაგნოზით), ჯამში 1432.2 ათასი შემთხვევა აღირიცხა.

აქვე აღსანიშნავია, რომ დაავადებების ძირითადი ჯგუფების დაჯამებისას, „დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებების“ ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, მონაცემები თანხვედრაში იქნება პოსტში დასახელებულ რიცხვთან. ამ ჯგუფს ცალკე გამოყოფს პოსტის ავტორი, სადაც 33 427 შემთხვევა აღირიცხა.

რაც შეეხება ავადობის შემთხვევების მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებას, აღნიშნული არამართებულია, ვინაიდან ერთ ადამიანს შეიძლება წლის განმავლობაში 2 ან მეტი დაავადების დიაგნოზი დაუსვან.
წინა წელთან შედარებით, მოსახლეობაში ავადობის მაჩვენებელი, აბსოლუტურად ყველა ძირითადი დაავადებების მიხედვით, გაზრდილია. ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

სასუნთქი სისტემის დაავადებები – 462 ათასი შემთხვევა,
სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები – 118.1 ათასი შემთხვევა,
შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები – 113.3 ათასი შემთხვევა,
თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები – 104.9 ათასი შემთხვევა,
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები – 104.3 შემთხვევა.

გავრცელებულ პოსტში ასევე ვხვდებით მტკიცებას, რომ „2023 წელს 11 863 კიბოს ახალი დიაგნოზი დაისვა. ბოლო რამდენიმე წელია, ყოველწლიურად საშუალოდ 10 000-ს ადამიანს უსვამენ იგივე დიაგნოზს“. აღნიშნული მონაცემები, სიმართლეს შეესაბამება.

მტკიცება: 20 812 ადამიანს დაემართა მწვავე ნაწლავური, სალმონელური, ვირუსული ჰეპატიტი და სხვა. აქედან 7 416 ბავშვი იყო

აღნიშნული მონაცემები ზუსტია. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, მწვავე ნაწლავური ინფექციებით ავადობის შემთხვევები შემცირდა. თუმცა გაზრდილია სალმონელური ინფექციების, ყივანახველას, წითელას, ვირუსული ჰეპატიტების შემთხვევები (იხილეთ ცხრილი 1).

ცხრილი 1: მოსახლეობის ავადობა ინფექციური დაავადებებით

წყარო: საქსტატი, ჯანდაცვის სამინისტრო

2023 წელს სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობების 283 566 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს აღემატება. ასევე გაიზარდა ანემიის შემთხვევათა რაოდენობა და 14 493 შეადგინა. აღნიშნული მონაცემები გავრცელებულ პოსტში სწორად არის აღნიშნული.

მტკიცება: მხოლოდ 1 წელში (2023) ექიმთან მიმართვების რიცხვი (პროფილაქტიკის ჩათვლით) – 15 372 000 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო ადამიანი წელიწადში საშუალოდ 4-ჯერ მიმართავს ექიმს

ექიმთან მიმართვების რიცხვი სწორად არის დასახელებული. თუმცა აქვე უნდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინდიკატორის ზრდა ზოგადად მიუთითებს არამხოლოდ დაავადებების შემთხვევების ზრდაზე, არამედ ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზეც.

მტკიცება: 2023 წელს, მხოლოდ სიმსივნით 4939 ადამიანი გარდაიცვალა. 2013-დან 2023 წლის ჩათვლით – 71 208 ადამიანი

2023 წელს სიმსივნით გარდაცვალების 4 939 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 409 ადამიანით აღემატება. 2013-2023 წლებში ჯამში 71 208 ადამიანი გარდაიცვალა სიმსივნით.

გავრცელებულ პოსტში ასევე ვკითხულობთ, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატება შობადობას. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს შეესაბამება.
გასულ წელს ქვეყანაში შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 39 483 ბავშვი დაიბადა. ამასთან, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვალების მაჩვენებელი 2.8%-ით გაიზარდა და გარდაცვლილთა რიცხოვნობამ 43 971 შეადგინა.
უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება, ანუ უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2020-2024 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 31 806-ით გადააჭარბა.

პოსტის ავტორის მიერ ავადობის შემთხვევების (წლის განმავლობაში ამა თუ იმ დიაგნოზით ერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ავადობის რამდენიმე შემთხვევა) მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდება არამართებულია და გადაჭარბებულ სურათს ქმნის. თუმცა დაავადებათა სტატისტიკური მონაცემები სწორადაა დასახელებული. ამასთან, სწორია მტკიცება, რომ გარდაცვალება აჭარბებს შობადობას. ასევე იმ, ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ავადობის მაჩვენებლები გაუარესდა, „ჯეოფაქტსი“ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ფოტო ვრცელდება
მაი 05, 2025
მართალია, 2007 წელს  307-ე მუხლი („სამშობლოს ღალატის მუხლი“) ამოიღეს, თუმცა ის დანაშაულები, რასაც ეს მუხლი მოიცავდა, არ გაუქმებულა
მართალია, 2007 წელს 307-ე მუხლი („სამშობლოს ღალატის მუხლი“) ამოიღეს, თუმცა ის დანაშაულები, რასაც ეს მუხლი მოიცავდა, არ გაუქმებულა
თებ 19, 2025
დეზინფორმაცია: რუმინელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტიდან ხატის ტარების გამო გააძევეს
დეზინფორმაცია: რუმინელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტიდან ხატის ტარების გამო გააძევეს
ივლ 24, 2024
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩ რობინ ლ. დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩ რობინ ლ. დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 15, 2024
სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ყალბი ციტატა ვრცელდება
მაი 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.