Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მორიგი თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მორიგი თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება

აგვისტოს 21, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „Health and Care” ავრცელებს ვიდეოს (არქივირებული ბმული), რომელშიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი ნათია ლაზაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ყოფილი დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას აჟღერებს: „იდიოტები ხართ, თუ ფიქრობთ, რომ პარაზიტებით არ ხართ დაინფიცირებული“. ჟურნალისტი აგრძელებს: „ამ განცხადების შემდეგ, რომელიც ამირან გამყრელიძემ გააკეთა, ინტერნეტში ნამდვილი სკანდალი ატყდა. ამავე დროს მისი ახალი პროდუქტი გაყიდვების ყველა რეკორდს ხსნის და აფთიაქების შემოსავალს ამცირებს“.  ამის შემდეგ, ვიდეოში ამირან გამყრელიძის მიმართვაა ჩასმული: „დიახ, ნამდვილად იდიოტებს ვუწოდებ ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ წმენდს ორგანიზმს პარაზიტებისგან, ან კვლავ ეყრდნობა აბებს 2025 წელს“. სინამდვილეში ვიდეო ნამდვილი არ არის. როგორც წამყვანის, ასევე ამირან გამყრელიძის კადრები ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ როგორც ნათია ლაზაშვილის, ასევე ამირან გამყრელიძის ტუჩების მოძრაობა არ ემთხვევა მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. უზუსტობებია აგრეთვე, თავად ტექსტებში და სუბტიტრებში.

ამირან გამყრელიძის ვიდეო, როგორც ჩანს, NCDC Georgia-ს YouTube-გვერდიდან არის აღებული. ვიდეოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი კოლეგებს ახალ წელს ულოცავს და მათ მადლობას უხდის.

კადრი YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოდან

კადრი რედაქტირებული ვიდეოდან

რედაქტირებული ვიდეო Facebook-ზე გვერდმა, სახელად Health and care განათავსა. გვერდზე გადასვლისას ჩანს, რომ მათ პოსტები გამოქვეყნებული არ აქვთ.  Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია გვერდის მიერ გაშვებული Amazon-ის პროდუქციის ბერძნულენოვანი  რეკლამები (იხილეთ ფოტო). დარეკლამებული პოსტები მათ გვერდზე (ე.წ. Timeline-ზე) არ გვხვდება.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო, სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია და „ახალი პროდუქტის“ შესაძენად მომხმარებლების თანხის მითვისებას ცდილობს. ვიდეოს თანდართული აქვს ბმულიც, რომელიც, ამჟამად, აღარ ფუნქციონირებს. სავარაუდოდ, მასზე გადასვლის შემდეგ მომხმარებლებს „ახალი პროდუქტის“ შესახებ ინფორმაცია დახვდებოდათ და მისი შეძენისთვის თავიანთი მონაცემების მითითებასაც შეძლებდნენ. ის, რომ სავარაუდოდ, მოქალაქეების პირადი მონაცემების მოპოვებისთვის გათვლილი თაღლითური სქემაა, მიანიშნებს, გასულ კვირას მსგავსი თაღლითური სქემის ვიდეოს გავრცელებაც. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს ბალანსზე 20 ევროს შეტანას სთხოვდნენ (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული და ის სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია.

 

ყველა პოსტის ნახვა

ტყუილია, რომ ელექტრონულ არჩევნებში ხმის ფარულობა დაცული არ არის
ტყუილია, რომ ელექტრონულ არჩევნებში ხმის ფარულობა დაცული არ არის
ოქტ 18, 2024
ალის ვაიდელის ყალბი თარგმანი სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება
ალის ვაიდელის ყალბი თარგმანი სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება
აპრ 06, 2026
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ დავით ერაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ დავით ერაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 24, 2025
პროტესტის ამსახველი რედაქტირებული ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
პროტესტის ამსახველი რედაქტირებული ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ნოე 19, 2024
სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ივნ 12, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.