Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სექტემბერს 1, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „რეა ლობა“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ნინო ჯანგირაშვილის გადაცემიდან „ბარიერი“ ამოჭრილ კადრებს ვხედავთ. გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთ სტუმარს, პოლიტიკოს ფიქრია ჩიხრაძეს მობილურ ტელეფონში არათემატური ვიდეო ჩაერთო, რის გამოც ხათუნა ლაგაზიძე (გადაცემის სტუმარი, პოლიტოლოგი) და წამყვანი ნინო ჯანგირაშვილი სიცილს ვერ წყვეტენ. Facebook-ანგარიშის გავრცელებულ პოსტში ფიქრია ჩიხრაძის მიერ ჩართულ ვიდეოში უხამსი ხმები ისმის, აღწერაში კი მითითებულია: „ჩიხრია ფიქრაძეს შემთხვევით თინა ბოკუჩავას ბრიფინგი ჩაერთო“. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და ფიქრია ჩიხრაძის მობილურში ინგლისურენოვანი რეკლამის ხმა ისმის.

2021 წლის 2 მარტს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გავიდა გადაცემა „ბარიერი“, რომლის პირველი ნაწილის სტუმრები ხათუნა ლაგაზიძე და ფიქრია ჩიხრაძე იყვნენ. ერთ-ერთი სარეკლამო ჭრის შემდეგ (35:50) წამყვანი სტუმრებთან ერთად საუბარს აახლებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შესახებ, რაზეც ხათუნა ლაგაზიძე პასუხობს: „ბატონმა [შარლ] მიშელმა დღეს Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომ საქართველოში თვალი ამეხილაო, საქართველოში რომ ჩავედიო და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მას ბოლომდე არ ახელია თვალი, როგორც ჩანს და ისეთებს დაინახავს „ქართული ოცნების“ სახით“…

აღნიშნულ პასუხზე გადაცემის წამყვანი და მოწვეული სტუმრები სიცილს იწყებენ, რის შედეგადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაცემის გაგრძელება ვერ ხერხდება. მალევე წამყვანი ხათუნა ლაგაზიძესთან საუბარს აახლებს და ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების სავარაუდო დაწესების საკითხებს განიხილავს. ლაგაზიძის პასუხის დროს კი (40:23) ფიქრია ჩიხრაძეს მობილურ ტელეფონში  უცხოენოვანი ვიდეო ჩაერთო. ეს უკანასკნელი, როგორც ვიდეოში ისმის, წარმოადგენდა ე.წ. „სოლიტერის“ ინტერნეტ-რეკლამას ინგლისურ ენაზე. რეალურ ვიდეოში ჩანს, რომ ფიქრია ჩიხრაძის მიერ ჩართულ ვიდეოს არც უხამსი ხმები ადევს და არც თინა ბოკუჩავასთან ან მის ბრიფინგთან აქვს რაიმე კავშირი. ამრიგად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას დისკრედიტაციისკენ მიმართული პოსტები აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა (იხ. სტატია 1, 2, 3, 4).

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ესპანელმა სამართალდამცავებმა მაროკოდან შესულ მიგრანტებს ბეკონი ესროლეს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ესპანელმა სამართალდამცავებმა მაროკოდან შესულ მიგრანტებს ბეკონი ესროლეს
აგვ 04, 2026
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობას რუსეთის დროშა რუსმა მომღერალმა მიანათა
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობას რუსეთის დროშა რუსმა მომღერალმა მიანათა
ივლ 26, 2024
„სიმფსონების“ ეპიზოდებში  პრეზიდენტ ტრამპის გარდაცვალება არ ჩანს
„სიმფსონების“ ეპიზოდებში პრეზიდენტ ტრამპის გარდაცვალება არ ჩანს
იან 21, 2026
ყალბია ინფორმაცია, თითქოს 1989 წელს სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის უკან აშშ იდგა
ყალბია ინფორმაცია, თითქოს 1989 წელს სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის უკან აშშ იდგა
ივლ 28, 2026
სოციალურ ქსელში ელისო კილაძის ადვოკატის ციტატა შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ელისო კილაძის ადვოკატის ციტატა შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ვრცელდება
სექ 29, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.