Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
უკრაინის მიერ მხარდაჭერილი მალელები რუსეთში არ შეჭრილან

უკრაინის მიერ მხარდაჭერილი მალელები რუსეთში არ შეჭრილან

მაისს 6, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ მხარდაჭერილი მალელი ტერორისტები რუსეთში შეიჭრნენ და გადატრიალების მოწყობა სცადეს.
დაპირისპირება რუსულ ძალებსა და მალელებს შორის არა რუსეთში, არამედ აფრიკაში, მალის ტერიტორიაზე მოხდა.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "მალიდან ჩასულ ტერორისტებს,რომლებმაც რუსეთში გადატრიალების მოწყობა სცადეს, იარაღით უკრაინა უზრუნველყოფდა" (დაარქივებული ბმული). ფეისბუქ პოსტში შემდგომ დეტალურად არის აღწერილი წვრთნები და შეიარაღება, რომელიც მალელებმა ინფორმაციის გამავარცელებლის აზრით უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან მიიღეს. ასევე მითითებულია, რომ თავდასხმაში 12,000-ზე მეტი ტერორისტი მონაწილეობდა, რომლებიც საბოლოო ჯამში დამარცხდნენ, ხოლო სიტუაციას რეგიონში რუსეთი აკონტროლებს.

ინფორმაციის შეუიარაღებელი თვალით ანალიზის დროსაც საეჭვო ჩანს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 12,000-იანი შეიარაღებული დაჯგუფება შეიჭრა და ამის შესახებ საერთაშორისო მედიას არაფერი დაუწერია. აღნიშნულის ძიება Google-ში არ გვაძლევს რაიმე რელევანტურ შედეგს, რაც რუსეთის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის შეჭრას უკავშირდება.

ძიებიდან მიღებული შედეგების ანალიზი გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ რეალურად შეიარაღებული დაჯგუფების შეტევა აფრიკის კონტინენტზე, საკუთრივ მალის ტერიტორიაზე განვითარდა და არა რუსეთში. ამას ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის სტატიებიც.

გავრცელებულ პოსტზე თანდართული ფოტოების ანაბეჭდის უკუძიების შედეგებს რუსულენოვან სტატიებამდე მივყავართ, რომლებიც აფრიკაში აპრილის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს აღწერენ.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მედიის მხრიდან ამ საკითხზე გამოხმაურების გაცნობა, ასევე გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში რუსული ძალები არც ისე წარმატებულები იყვნენ, როგორც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს. მასალების მიხედვით, რუსულ დაქირავებულ ძალებს შეტევის შედეგად უკან დახევა და მალის ქალაქ კიდალის დატოვება მოუწიათ. მეტიც, საგარეო ურთიერთობების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, შეტევების დროს მალის თავდაცვის მინისტრის დაღუპვა რუსეთისთვის დიდი დარტყმაა, რადგან მინისტრი მათ მნიშვნელოვან მოკავშირედ ითვლებოდა.

ასევე უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის მიხედვით, რუსული მხარის ბრალდებების მიუხედავად, თავდასხმის დროს უკრაინული მხარის მონაწილეობის საკითხი ცხადი არ არის. თუმცა, უკრაინის სადაზვერვო ძალებს წარსულში აქვთ დადასტურებული, რომ მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებებს რუსული ძალების წინააღმდეგ ეხმარებოდნენ. მიუხედავად ამისა, მალიში ბოლოდროინდელ მოვლენებში უკრაინელების ჩართულობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის სატირული განცხადება ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის სატირული განცხადება ვრცელდება
ოქტ 26, 2024
სოციალურ ქსელში რნმ ტექნოლოგიის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში რნმ ტექნოლოგიის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
იან 31, 2025
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარიბის ზღვაში „მილიარდერთა კუნძულზე“ ვილა იყიდა
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარიბის ზღვაში „მილიარდერთა კუნძულზე“ ვილა იყიდა
იან 16, 2025
სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 09, 2025
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
მარ 11, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.