Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მარტა კოსის განცხადება მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში მარტა კოსის განცხადება მცდარი კონტექსტით ვრცელდება

ოქტომბერს 26, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე · საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის შემდეგი ციტატაა მოცემული: "ვისურვებდი, რომ საქართველო იყოს უკრაინის და მოლდოვის დონეზე". ვიდეოს ავტორი კოსის განცხადებაზე ამბობს: "ესეიგი, რას გვისურვებს? უკრაინაში ომია, მოლდოვაში კი სერიოზული კრიზისი". ამდენად, ვიდეო მცდარ კონტექსტს ქმნის, თითქოს ევროკომისარი საქართველოს უკრაინასთან ან მოლდოვასთან გათანაბრებაზე ომის ან კრიზისის კონტექსტში საუბრობდა (არქივირებული ბმული).

მარტა კოსის სიტყვები მისი 2026 წლის 6 ოქტომბრის გამოსვლიდანაა. ევროკომისრის გამოსვლის ტრანსკრიპტი ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  

გამოსვლის მთავარი საკითხი ევროკომისიის მიერ მომზადებული კომუნიკეს „მზადება უფრო ფართო ევროკავშირისთვის“ წარდგენა იყო. აღნიშნულ დოკუმენტში ევროკომისიმ პოლიტიკის ის ძირითადი მიმართულებები და ღონისძიებები წარადგენა, რომლებიც ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლადაა აუციელებელი, მათ შორის თავად ევროკავშირის დონეზე განსახორციელებელი ცვლილებები მმართველობის, ბიუჯეტისა თუ ინსტიტუტების მუშაობის დონეზე.

დოკუმენტში საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. კომუნიკე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პროგრესის თვალსაზრისით ოთხ ქვეყანას ასახელებს და აანონსებს, რომ სწორედ მათთვის ევროკომისია გაწევრიანების საგზაო რუკებს შეიმუშავებს (გვ. 24): "წინა გაფართოებების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ევროკომისია 2026 წლის გაფართოების შესახებ კომუნიკაციაში შემოგვთავაზებს საორიენტაციო საგზაო რუკებს, რომლებიც განსაზღვრავს გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპებს მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე მეტად წინ წასული ქვეყნების — მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინისთვის, იმ პირობით, რომ ისინი რეფორმების განხორციელების არსებულ ტემპს შეინარჩუნებენ."

ამდენად, მარტა კოსის გამოსვლისას უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით არიან მოწინავე ქვეყნებად დასახელებული. 

დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ევროკომისარმა კითხვებს უპასუხა. "ტაბულას" ჟურნალისტმა გაფართოების კომისარს კითხა, თუ როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა, თუმცა ახლა ამ მოწინავე ქვეყნებს შორის აღარ მოიაზრება და გაწევრიანების საგზაო რუკასაც არ მიიღებს. ამ კითხვაზე კოსმა უპასუხა: „როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა. ქვეყანასთან როგორც გავაგრძელებთ, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, წევრი ქვეყნები როგორ შეაფასებენ ამის მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც ქვეყანაში [საქართველოში] ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს".

ამდენად, მცარია მტკიცება, თითქოს მარტა კოსი საქართველოს უკრაინასთან ან მოლდოვასთან გათანაბრებაზე ომის ან კრიზისის კონტექსტში საუბრობდა. სინამდვილეში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე საუბრობდა. 

ყველა პოსტის ნახვა

სოცილურ ქსელში გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოცილურ ქსელში გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
აგვ 28, 2026
სოციალურ ქსელებში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი მტკიცებები გავრცელდა
სოციალურ ქსელებში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი მტკიცებები გავრცელდა
აგვ 12, 2026
დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპმა საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლისში ნატოს ბაზა დახურა
დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპმა საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლისში ნატოს ბაზა დახურა
მარ 01, 2025
სოციალურ ქსელში ბილ გეიტსის გამოსვლის კადრები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბილ გეიტსის გამოსვლის კადრები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 19, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები მიხეილ სააკაშვილის ცეკვას არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები მიხეილ სააკაშვილის ცეკვას არ ასახავს
მაი 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.