Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

იანვარს 20, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერთა ვიდეო გავრცელდა;

  • ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი;

  • ვიდეოს თავდაპირველ გამავრცელებელს მითითებული აქვს, რომ ის AI-ს შექმნილია;

  • ვიდეოში არსებული უზუსტობები ასევე ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიანიშნებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც ვენესუელის დროშების ფონზე ქუჩაში შეკრებილი ხალხია ასახული. პოსტის აღწერის თანახმად, ვიდეოში ნიკოლას მადუროს დაკავების გამო ატირებული ხალხია აღბეჭდილი.

გავრცელებულ ვიდეოს TikTok-ანგარიშის ia_comediante მითითება მოჰყვება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვიდეო TikTok-დანაა გადმოწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ამჟამად TikTok-ზე ხელმისაწვდომი არაა (სავარაუდოდ, წაშლილია), ქართულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას „მითების დეტექტორს“ გამოქვეყნებული აქვს ორიგინალი ვიდეოს ფოტოანაბეჭდი.

წყარო: მითების დეტექტორი

ფოტოში ცხადად ჩანს, რომ TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს პლატფორმის მიერ მითითებული ჰქონდა აღნიშვნა – AI-generated. აღნიშნული ადასტურებს, რომ კადრები ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ხელოვნურ ინტელექტის კვალზე მიუთითებს ვიდეოში არსებული რამდენიმე სხვა დეტალიც. მაგალითად, უკანა ფონზე მდგარი ადამიანები (ქუჩასა და შენობებში) არ მოძრაობენ, უბრალოდ მასობრივი შეკრების შთაბეჭდილების შესაქმნელად არიან კადრებში. ამასთანავე, ვიდეოში ერთ-ერთი ადამიანს თითები არაბუნებრივად აქვს ფორმირებული. ასევე, ერთ კადრში წინ მდგომი ადამიანის სახე ბუნდოვნადაა ასახული. ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის მახასიათებლებია.

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 2025 წლის 3 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელთა ნაწილი მადუროს დაკავებას მხარს უჭერდა, ნაწილი  კი – აპროტესტებდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ მისი მხარდამჭერი დემონსტრაცია ვენესუელაში, კარაკასშიც გაიმართა. საპროტესტო აქციაზე ვენესუელის მოქალაქეთა დიდი ნაწილი ნიკოლას მადუროს მთავრობისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად შეიკრიბა. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო აღნიშნული პროტესტიდან არ გავრცელებულა, ის ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: 2024 წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში 20 მლნ დოლარად სასახლე შეიძინა
დეზინფორმაცია: 2024 წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში 20 მლნ დოლარად სასახლე შეიძინა
იან 21, 2025
ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 08, 2024
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
თებ 25, 2025
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გერმანული პენსიის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გერმანული პენსიის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 12, 2026
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება
სექ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.