Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა

დეზინფორმაცია: რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა

ივნისს 12, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

2024 წლის 11 ივნისს Facebook-ის ანგარიშმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ამერიკის საბაჟოს მონაცემების მიხედვით „რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა გაიზარდა 20%-ით და მიაღწია 332 მლნ აშშ დოლარს“.

„მხოლოდ მ/წლის აპრილში, რუსეთის ექსპორტი აშშ-ში გაიზარდა 37%-ით და მიაღწია 298 მლნ აშშ დოლარს. ამასთან, ამერიკული ექსპორტი რუსეთში შემცირდა 48%-ით და მიაღწია 34 მლნ აშშ დოლარს. მთავარი პროდუქცია, რომელსაც რუსეთი აწვდის აშშ-ს: (ა) სასუქები (ზრდა 1,6-ჯერ. 164 მლნ დოლარამდე) (ბ) პლატინა (ზრდა 32-ჯერ, 94,2 მლნ დოლარამდე) და გ) ტურბორეაქტიული ძრავის ნაწილები (ზრდა 3-ჯერ 10,1 მლნ დოლარამდე)“, – ვკითხულობთ პოსტში.

აღნიშნული მტკიცების პირველწყარო კრემლის პროპაგანდისტული მედია „რია-ნოვოსტი“ არის, რომელიც სტატისტიკას „ამერიკის საბაჟოზე“ დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა მსგავსი მონაცემები არა თუ აშშ-ის საბაჟოს და სასაზღვრო დაცვის სამსახურის ვებგვერდზე, არამედ არცერთ ინგლისურენოვან წყაროში, მათ შორის, აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურების ვებგვერდებზე იძებნება.

მონაცემები, რომელიც პოსტის ავტორმა გაავრცელა, მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული მედიების გვერდებზე გვხვდება, როგორიც არის „რია-ნოვოსტი“, „სპუტნიკი“, Lenta.ru, vesti.ru, smotrim.ru და სხვა მრავალი, თუმცა არცერთ მათგანში არის მოყვანილი წყარო, რომელიც სტატისტიკის ვალიდურობას დაადასტურებდა. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, მსგავსი სტატისტიკა აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურების ვებგვერდებზე და სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.

აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ვებგვერდზე 2022 წლის ვაჭრობის სტატისტიკა არის ასახული, თუმცა სახელმწიფოების მიხედვით არ არის ჩაშლილი, შესაბამისად, არც რუსეთთან ვაჭრობის 20%-იანი და რუსეთიდან პროდუქტის იმპორტის 37%-იანი ზრდა არ არის მოცემული. რუსეთთან ვაჭრობის მონაცემები აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისის ვებგვერდზე არის განთავსებული, სადაც ვკითხულობთ, რომ 2021 წელთან შედარებით აშშ-დან რუსეთში ექსპორტი 4.7 მილიარდიდან 1.7 მილიარდ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, ხოლო იმპორტი 29.6 მილიარდიდან 14.4 მილიარდ აშშ დოლარამდე. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს თანახმად, 2023 წელს რუსეთსა და აშშ-ის შორის ვაჭრობა ბოლო ოცი წლის განმავლობაში მინიმუმზე დაეცა, რადგან უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო მოსკოვი დასავლეთისგან უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე დადგა.

წყარო: Statista

Forbes-ის მიხედვით, რომელიც ასევე აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს 2023 წლის მონაცემებს ეყრდნობა, 2021 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2023 წლის პირველ თერთმეტ თვეში აშშ-ის ექსპორტი რუსეთში 91%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 85%-ით, მთლიანი ვაჭრობა კი 86%-ით. რაც შეეხება 2024 წელს, საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემთა ვიზუალიზაციის ვებგვერდ OEC World-ის მიხედვით, 2024 წლის მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, აშშ-ის ექსპორტი რუსეთში 34.2%-ით, 66.4 მილიონი დოლარიდან 43.7 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი – 24%-ით, 562 მილიონი დოლარიდან 427 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ჯამში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი და გაუმართლებელი შეჭრის შემდეგ, აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობაში მკვეთრი კლების ტენდენცია შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით აღნიშნულ სახელმწიფოთა შორის ვაჭრობა 20%-ით გაიზრდებოდა, რაც არ დასტურდება, ომამდელი პერიოდის ვაჭრობის მაჩვენებლისგან მაინც მკვეთრი სხვაობა დაფიქსირდებოდა.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა, მცდარია. აღნიშნული მტკიცება მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტულ მედიების მიერ, სანდო წყაროს მითითების გარეშე გავრცელდა, ხოლო აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურების მონაცემებში და სხვა ღია წყაროებში მსგავს სტატისტიკას არ ვხვდებით. მეტიც, აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობა შემცირების ტენდენციას განაგრძობს.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: სენაკში დაბადებულ ახალშობილს უკრაინა დაარქვეს
დეზინფორმაცია: სენაკში დაბადებულ ახალშობილს უკრაინა დაარქვეს
აგვ 06, 2025
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ გადაცემიდან ნაწყვეტი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ გადაცემიდან ნაწყვეტი მანიპულაციურად ვრცელდება
სექ 03, 2025
ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის პერფორმანსი კონტექსტის გარეშე გავრცელდა
ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის პერფორმანსი კონტექსტის გარეშე გავრცელდა
იან 20, 2026
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა
იან 22, 2026
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეკ 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.