Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ანა დოლიძის ვიდეო შეცვლილი კონტექსტით ვრცელდება

ანა დოლიძის ვიდეო შეცვლილი კონტექსტით ვრცელდება

ივლისს 6, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ანა დოლიძის ინტერვიუდან ნაწყვეტი ვრცელდება (არქივირებული ბმული). პოსტში წერია: „რა აცინებს?“ ამასთან, ვიდეოზე ანა დოლიძის ციტატა კონტექსტის გარეშეა დატანილი: „ლამისაა გასული ვარ და ეგ არი“. საერთო ჯამში, ვიდეო ანა დოლიძის სიცილის არაბუნებრიობასა და შესაძლო ნარკოტიკულ თრობაზე მიანიშნებს.

თავად ამ ნაწყვეტის ყურადღებით მოსმენის შემთხვევაშიც შესაძლებელია დიალოგის შინაარსის გაგება, თუმცა სრული ვერსია ამ კონტექსტს კიდევ უფრო ცხადს ხდის. ნაწყვეტში ისმის გიორგი თარგამაძისა და ანა დოლიძის შემდეგი შინაარსის საუბარი:

ანა დოლიძე: ანუ რაც ხდება დღეს აი ეს დაჭერებეი და ... ეს არის პარტიზანული...
გიორგი თარგამაძე: აბრაგად რატომ არ გადიხართ?!
ანა დოლიძე: ლამისაა გასული ვარ და ეგ არის (იცინის)
ჭრა ვიდეოში
გიორგი თარგამაძე: სხვათა შორის თქვენი მოგვარე...
ვიდეო წყდება.

ნაწყვეტში მიმდინარე საუბრის შინაარსის აღქმას ართულებს დიალოგის რეჟიმი, როდესაც მოსაუბრეები ერთმანეთს აწყვეტინებენ, ხოლო ვიდეოში ორი ერთდროულად შემომავალი ხმის გარჩევა მსმენელისთვის რთულია.

მოცემული ვიდეო არის ნაწყვეტი ანა დოლიძის სტუმრობიდან გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადაცემაში სტუმრად 1 ივლისს იმყოფებოდა (არქივირებული ბმული). სრული დიალოგი ასეთია (7:10-დან):


ანა დოლიძე: რა მოხდა მოხდა ზვიადის დროს ხო? ბოლო-ბოლო რა მოხდა რუსული იმპერიალიზმის დროს? საქართველოში რატომ გავიდნენ აბრაგები და ფირალები? გიჟები იყვნენ?! გიჟები არ იყვნენ. პარტიზანული ბრძოლის გარდა მათ საშუალება არ დარჩათ რუსეთის მეფის ნაცვლთან და ბოქაულებთან იმ სიღარიბეში. მართლა. ისტორიულად ვამბობ ანუ ნახეთ...

ერთდროულად:
გიორგი თარგამაძე: ანუ სხვათა შორის თქვენ თქვენი მოგვარე ქალი...
ანა დოლიძე: ხო, ჩემი მოგვარე [სიცილი]

გიორგი თარგამაძე: რადგან დაიწყეთ ამ თემაზე ლაპარაკი აი იმ დოლიძისგან
განსხვავებით ახლა რაა განსხვავება? თქვენ რატომ არ გადიხართ [აბრაგად]? [სიცილი]
ანა დოლიძე: ხო, რატო? ეს არის... მე მგონია, ანუ რაც ხდება დღეს აი ეს დაჭერებეი და ... ეს არის პარტიზანული...
გიორგი თარგამაძე: აბრაგად რატომ არ გადიხართ?!
ანა დოლიძე: ლამისაა გასული ვარ და ეგ არის (იცინის)
გიორგი თარგამაძე: ანუ ვთქვით რომ ჯერ კიდევ პოლიტიკური პროცესისთვის და მონაწილეობისთვის არის ადგილი და პარტიზანული ბრძოლისთვის და აბრაგად გასავარდნად, ყაბალახის შემოსაგდებლად არ არის.
ანა დოლიძე: იცი მე მე არა ვარ იცით რა არის ყველას აქვს თან ესეც ძაან მნიშვნელოვანია აი ამ სპექტრში ვინც არი ყველას აქვს ფუნქცია და დანიშნულება და ყველას თავისი... ადრეც იყო ამაზე საუბარი და მე ვამბობდი, მე ვარ იურისტი. მე თუ მეტყვით, რომ დაწერე კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ კანონი, რომლითაც მე გავუშვებ ამ მოსამართლეებს. ჯერ გავასამართლებინებთ ამ ხალხს და მერე გავუშვებ სამსახურიდან, აი ეგეთი რაღაცა დაწერე, ოღონდ ისე რომ საერთაშორისო სამართლებრივად სწორი იყოს, ამას მე გავაკეთებ და ავხსნი კიდევაც როგორ უნდა იყოს სწორი და ეხლა სიმონ... დოლიძე კი ვარ მაგრამ მთლად მთლად მისი [სიმონ დოლიძის] გზის გამგრძელებად არ გამოვდგები.


ნაწყვეტში, როგორც ხედავთ დიალოგის თანმიმდევრობა მონტაჟის საშუალებით შეცვლილია. პარტიზანული ბრძოლის კონტექსტში სიმონ დოლიძეს (ანა დოლიძის მოგვარე) [1] ჯერ გიორგი თარგამაძე ახსენებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სწორედ ამ მომენტში ეცინება პირველად. რაც შეეხება ფრაზას „გასული ვარ“, ის ქართულ გამოთქმას, აბრაგად გასვლას / ფირალად გასვლას მიემართება და არა ნარკოტიკულ თრობას. ვიდეოს რედაქტირების საშუალებით მისი ამგვარი დამონტაჟება, პოსტის ტექსტსა და ვიდეოზე დატანილ ტექსტთან ერთად, სრულიად უცვლის შინაარსს მიმდინარე საუბარს. ამასთან, გარდა იმისა, რომ შეცდომაში შემყვანია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაციას ახდენს.


[1] ქართველი რევოლუციონერი, ფირალი. წითელრაზმელებთან ერთად, პარტიზანულად იბრძოდა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. იხილეთ ბმული.


ყველა პოსტის ნახვა

მტკიცება, რომ გიორგი გახარიამ ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენების ჩამორთმევა მოითხოვა, ყალბია
მტკიცება, რომ გიორგი გახარიამ ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენების ჩამორთმევა მოითხოვა, ყალბია
ოქტ 15, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ევროპარლამენტარი, არამედ ამერიკელი რობოტიკის ინჟინერია
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ევროპარლამენტარი, არამედ ამერიკელი რობოტიკის ინჟინერია
იან 14, 2025
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მაჩვენებლები ევროკომისიის 2025 გაფართოების ანგარიშში
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მაჩვენებლები ევროკომისიის 2025 გაფართოების ანგარიშში
ნოე 27, 2025
დეზინფორმაცია: ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინს შეხვდა
დეზინფორმაცია: ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინს შეხვდა
მარ 03, 2025
დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ
დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ
სექ 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.