Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება

აგვისტოს 15, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი მარიამ ვაშაძე შემდეგ ინფორმაციას აცხადებს: „სენსაციური ისტორია. თბილისის სამშობიაროდან მთელი ქვეყანა შეძრა, ქალმა ერთ ღამეში შვილი გააჩინა და 23 მილიონი ევრო მოიგო. ნინო ბერიძე გახდა ყველაზე მდიდარი მშობიარე საქართველოში, კრიშტიანუ რონალდუს მიერ შექმნილი აპლიკაცია „ლაქი ჩიკის“ წყალობით…”. ვიდეოს თან ახლავს მაუწყებლის ლოგოც და მის ქვედა ნაწილში განთავსებულ ტექსტში აღნიშნულია „ორსულმა ქალმა თბილისიდან კრიშტიანუ რონალდუს აპლიკაციაში 23 მილიონი ევრო მოიგო“.  სინამდვილეში ვიდეო ნამდვილი არ არის და ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ტელეწამყვანის საუბარი გაუმართავი ტექსტით იწყება, ამასთან ტუჩების მოძრაობა არ ემთხვევა მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. პარალელურად, ვიდეოს მარჯვენა მხარეს კიდევ ერთი ვიდეო ჩანს, რომელშიც, თითქოს ვინმე ნინო ბერიძე ფიგურირებს, რომელმაც 23 მილიონი მოიგო. ვიდეოს მიმდინარეობისას ისიც საუბრობს და საუბრის მანერას ცხადად ეტყობა, რომ ის რედაქტირებულია. ამასთან, რეალურად, ვიდეოში რუსი ბლოგერი იულია პუშმანი ჩანს, რომელმაც საკუთარი მშობიარობის შესახებ ვიდეო YouTube-ზე 2023 წელს განათავსა (შედარებისთვის ფოტოები იხ. ქვემოთ).

რედაქტირებული ვიდეო:

რეალური ვიდეო:

ასევე ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს ვიდეოც.

სინამდვილეში, რონალდუს ვიდეო მისი ინტერვიუდანაა აღებული, რომელიც YouTube არხზე, სახელად WHOOP 2025 წლის 20 მაისს განთავსდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რონალდუს საუბრის ტექსტი მისი ტუჩების მოძრაობას არ ემთხვევა, არაბუნებრივია თვალების მოძრაობაც. გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს, რომ მაისურზე მას Chicken Road-ის წარწერა აქვს – თამაშის, რომელიც თითქოს მან შექმნა. ორიგინალ ვიდეოში კი მის მაისურზე სპორტული ბრენდის Nike-ის ლოგოა გამოსახული.

რედაქტირებული ვიდეო:

რეალური ვიდეო:

დამატებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველმა ქალმა, ნინო ბერიძემ 23 მილიონი ევრო მოიგო, მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება.

საგულისხმოა, რომ ვიდეოში არსებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებლებს ბალანსზე 20 ევროს შეტანას სთხოვენ, რაც შესაძლოა, თაღლითური სქემის ნაწილი იყოს.

ვიდეო Facebook-ზე გვერდმა, სახელად Dailytrends განათავსა. გვერდზე გადასვლისას ჩანს, რომ მათ პოსტები გამოქვეყნებული არ აქვთ. ზემოაღნიშნული ვიდეო მათ Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში 4-ჯერ აქვთ დასპონსორებული. გვერდის აღწერაში აღნიშნულია, რომ ის ქალების ტანსაცმლის მაღაზიაა, თუმცა გვერდის მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს. აღსანიშნავია ისიც, რომ დარეკლამებული პოსტები მათ გვერდზე (ე.წ. Timeline-ზე) არ გვხვდება.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა რედაქტირებული და ის სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
დეკ 24, 2025
სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის სატირული განცხადება ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის სატირული განცხადება ვრცელდება
ოქტ 26, 2024
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
თებ 17, 2025
მიშა მშვილდაძის ფრაზა უკონტექსტოდ ვრცელდება
მიშა მშვილდაძის ფრაზა უკონტექსტოდ ვრცელდება
ივნ 12, 2026
დეზინფორმაცია: აშშ-ში 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს
დეზინფორმაცია: აშშ-ში 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს
აგვ 14, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.