Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ამერიკელ აქტივისტ ჩარლი კირკთან დაკავშირებით, კონსპირაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ამერიკელ აქტივისტ ჩარლი კირკთან დაკავშირებით, კონსპირაცია ვრცელდება

სექტემბერს 12, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის, ფოტოებს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). მარცხენა ფოტოზე კირკს ბეჭედი -არათითზე, ხოლო მარჯვენა ფოტოზე ნეკა თითზე უკეთია. Facebook-ანგარიში: „ეს აბსოლუტურად შეშლილობაა! შეგიძლიათ, ვინმემ ამიხსნას? რამდენიმე ვიდეო აჩვენებს, რომ როდესაც მას ესვრიან, მისი ქორწინების ბეჭედი მყისიერად გადადის საჩვენებელ თითზე [როგორც ჩანს, ანგარიში გულისხმობს ნეკა თითს]. ეს როგორ აიხსნება?“. პოსტი მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ კირკის მკვლელობის კადრები დამონტაჟებულია.

რეალურად, როგორც კირკის გამოსვლების წინა ვიდეოებშიც ჩანს,  მისი ოქროსფერი  ბეჭედი რეგულირებადია და უკანა მხარეს სპეციალური სამაგრი აქვს, რაც ბეჭდის გადაადგილებას და ასევე, ზომის რეგულირებას ამარტივებს. კადრებში ჩანს, რომ მკვლელობისას კირკმა ხელი სწრაფად აიქნია და სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით, ბეჭედი არათითიდან  ნეკა თითზე ჩაცოცდა.

ჩარლი კირკს, ცნობილ ამერიკელ კონსერვატორ აქტივისტს, 10 სექტემბერს  იუტა ველის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას, ტყვია ყელში ესროლეს. კირკი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. ამერიკელი აქტივისტი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი და MAGA-ს მოძრაობის ერთ-ერთი სახე იყო. სწორედ მან დაწერა 2020 წელს ბესტსელერი წიგნი  „The Maga Doctrine“ („MAGA-ს დოქტრინა“).

მისი მკვლელობის კადრებში მართლაც ჩანს, რომ მკვლელობამდე ბეჭედი არათითზე ეკეთა, ხოლო მკვლელობის შემდეგ – ნეკზე (იხილეთ ფოტოები). აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელებში არაერთი კონსპირაციული მტკიცების გავრცელება მოჰყვა. მათ შორის, მომხმარებლები ამტკიცებდნენ,  რომ კირკის სიკვდილის კადრები  გაყალბებული იყო და აქტივისტი  ცოცხალია.  მსგავსი კონსპირაციული მტკიცებების გავრცელებას  კანადური CBC News გამოეხმაურა.

 

სინამდვილეში, ოქროსფერ ბეჭედს, რომელსაც კირკი ხშირად ატარებდა, უკანა მხარეს შესაკრავი აქვს.  ეს ბეჭედი ეკეთა კირკს მიმდინარე წლის მაისში სტუდენტებთან შეხვედრის დროს. ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ჩანს, თუ როგორ მარტივად იხსნის კირკი ბეჭედს და ხელში ათამაშებს.   კადრებში ასევე კარგად ჩანს ბეჭდის უკანა გახსნილი  ნაწილიც (იხილეთ ფოტო).  სავარაუდოდ, სროლამდე ბეჭედი გახსნილ მდგომარეობაში იყო, შესაბამისად, ხელის ძლიერი გამოძრავების შემდეგ, გადაადგილდა.

ფოტო: CBC.News

ამდენად, ჩარლი კირკის მკვლელობის კადრებში ბეჭდის გადაადგილების გამოყენება იმის მტკიცებულად, რომ კადრები ხელოვნურადაა შექმნილი და რეალურად კირკი არ მომკვდარა, კონსპირაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: საპროტესტო აქციის მონაწილეები  გადათოვლაში 500 ლარს იღებენ
დეზინფორმაცია: საპროტესტო აქციის მონაწილეები გადათოვლაში 500 ლარს იღებენ
თებ 27, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება
თებ 10, 2025
„რიყის დოქების“ ტერიტორია კერძოა, თუმცა, თბილისის მერიის ვალდებულებაა ამ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის თუ სარემონტო სამუშაოების კონტროლი
„რიყის დოქების“ ტერიტორია კერძოა, თუმცა, თბილისის მერიის ვალდებულებაა ამ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის თუ სარემონტო სამუშაოების კონტროლი
თებ 03, 2025
რა ვიცით კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების დაწყების შესახებ?
რა ვიცით კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების დაწყების შესახებ?
სექ 10, 2025
სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.