Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ფრანგული პოლიციის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ფრანგული პოლიციის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ოქტომბერს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა, საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო (ბმული 1; ბმული 2, არქივირებული ბმული 1, 2), რომელშიც პოლიციელი დაკავებისას მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეს პოლიციელი ქვაფენილზე აგდებს და სანამ ხელბორკილებს დაადებს, მას როგორც კასტეტს იყენებს და მოქალაქეს თავის არეში ურტყამს. ვიდეოს აღწერის მიხედვით, ევროკავშირში, კერძოდ - საფრანგეთში, პროტესტის მონაწილეს პოლიცია ასე უსწორდება.

სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული საფრანგეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების მონაწილეები განათლების სფეროში დაფინანსების სიმცირეს აპროტესტებენ. გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით, პროტესტი რამდენიმე კერაზე ძალადობაში გადაიზარდა. დაშავებულია რამდენიმე ასეული მომიტინგე და პოლიციელი. აქციის სხვადასხვა ლოკაციაზე პოლიციამ სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ვიდეო საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან დაფიქსირებული ძალის გამოყენების გამართლების კონტექსტში ვრცელდება და პარალელს ავლებს ევროპულ პრაქტიკასთან, რომ ევროპაშიც ასე ხდება. სინამდვილეში, ვიდეო საფრანგეთში საერთოდ არ არის გადაღებული. თავად ვიდეოზევე ჩანს წყლის ნიშანი (ე.წ. watermark) @EmglandUK და ტელევიზიის ლოგო 5 news. ეს მიანიშნებს, რომ ვიდეო გაერთიანებულ სამეფოში უნდა იყოს გადაღებული. ვიდეოს პირველწყარო სწორედ ბრიტანული გამოცემაა (არქივი).

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მანჩესტერში მოხდა. როგორც პოლიცია განმარტავს, ქვეითი პატრული შესაძლო ნარკოდანაშაულის ეჭვის გამო მოქალაქეს მიუახლოვდა. შემოწმებისას, მოქალაქე თავს დაესხა პოლიციის ორ ოფიცერს, რომელთაგან ერთი ტვინის შერყევით, ხოლო მეორე - ყბის მოტეხილობით ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაკავებულიც. პოლიციაში განმარტავენ, რომ მართალია ვიდეოზე მომხდარი პოლიციის ქმედებებისადმი კითხვებს აჩენს, თუმცა ვიდეოში სრული ინციდენტი, მათ შორის - ინტერაქციის დასაწყისი, ასახული არ არის. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რამდენად გადაამეტა ან არ გადაამეტა ძალას პოლიციის თანამშრომელმა ეჭვმიტანილის დაკავების პროცესში, ვიდეოში მოცემული მტკიცება შეცდომაში შემყვანია. ვიდეო არათუ საფრანგეთში მიმდინარე პროტესტზე დაკავებული მოქალაქისადმი პოლიციის მოპყრობას ასახავს, არამედ მასში ბრიტანეთში სავარაუდო ნარკოდანაშაულის გადამოწმებისას მომხდარი ინციდენტის ფაქტია ნაჩვენები.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებული გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა არ დასტურდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა არ დასტურდება
დეკ 23, 2025
სატირა თუ რეალური პოსტი? სოციალურ ქსელში ტვ იმედის ვიზუალით გაყალბებული ქარდი ვრცელდება
სატირა თუ რეალური პოსტი? სოციალურ ქსელში ტვ იმედის ვიზუალით გაყალბებული ქარდი ვრცელდება
ივლ 10, 2026
რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი პროტესტის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში?
რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი პროტესტის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში?
აგვ 07, 2026
სოციალურ ქსელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფიცის შესახებ პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფიცის შესახებ პოსტი ვრცელდება
იან 21, 2025
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობას მიკუთვნებული გაყალბებული სარეკლამო პოსტერი ვრცელდება
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობას მიკუთვნებული გაყალბებული სარეკლამო პოსტერი ვრცელდება
ივნ 30, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.