Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ნაჩვენები ვიდეო, სადაც მანქანების კოლონა და ბევრი ადამიანი ჩანს, თურქეთში ერდოღანის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ პროტესტს არ უკავშირდება

სოციალურ ქსელში ნაჩვენები ვიდეო, სადაც მანქანების კოლონა და ბევრი ადამიანი ჩანს, თურქეთში ერდოღანის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ პროტესტს არ უკავშირდება

მარტს 25, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

2025 წლის 19 მარტს თურქული ოპოზიციის ლიდერი და სტამბულის მერი, ექრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს, რასაც თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტია,  კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი „ტერორისტულ ჯგუფთან“ თანამშრომლობაშიც ედება. თუმცა კრიტიკოსთა ნაწილი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

ხელისუფლებამ დიდ ქალაქებში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში – საპროტესტო დემონსტრაციების 5-დღიანი აკრძალვა დააწესა, თუმცა ათეულობით ქალაქში საპროტესტო შეკრებები მაინც გაიმართა. შეკრებილები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა. 2025 წლის 25 მარტის მდგომარეობით დაკავებულია 1133 ადამიანი.

ამის ფონზე სოციალურ ქსელში თურქეთში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეოები და ფოტოები ხშირად ვრცელდება. თუმცა კადრების ნაწილი თურქეთს არ უკავშირდება. მაგალითად, Facebook-მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო (ბმული 1, 2, 3), სადაც ადამიანების და მანქანების გრძელი კოლონა ჩანს. პოსტების ავტორების მტკიცებით, ვიდეო თურქეთში,  მიმდინარე პროტესტიდანაა (დაარქივებული ვიდეო).

სინამდვილეში, ვიდეო 2024 წლიდან იძებნება და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მიხედვით, ის აღმოსავლეთ ტიმორში არის გადაღებული. შესაბამისად, მას თურქეთში 2025 წელს 19 მარტიდან დაწყებულ საპროტესტო ტალღასთან კავშირი არ აქვს.

კერძოდ, 2024 წლის 10 სექტემბერს აღმოსავლეთ ტიმორს, რომელიც აზიაში, მალაის არქიპელაგის სამხრეთში მდებარეობს, რომის პაპი ეწვია. ვატიკანის ინფორმაციით, მესას  მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი – 600 000 ადამიანი დაესწრო. ამ მოვლენის შემდეგ, ვიდეოგრაფმა rey.marques-მა Tiktok-ზე 11 სექტემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უმეტესად თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მრავალი ათასი ადამიანის მსვლელობა ჩანს. ვიდეოს აღწერაში მითითებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა „timor“ (ტიმორი), „katolikroma“ (კათოლიკე ქრისტიანი), „pausfransiskus“ (პაპი ფრანცისკე), „timorleste“ (აღმოსავლეთ ტიმორი), რაც მიანიშნებს, რომ ვიდეო სწორედ პაპის 10 სექტემბრის მესას უკავშირდება და მესაზე შეკრებილ ადამიანებს ასახავს.

ფოტო: კადრი 2024 წლის 11 სექტემბერს Tiktok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოდან

სწორედ აღნიშნული ვიდეო დაუკავშირეს Facebook-ანგარიშებმა თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

ამდენად, მტკიცება, რომ ვიდეო თურქეთში მიმდინარე პროტესტს ასახავს, მცდარია. ის საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში 2024 წლის 11 სექტემბერს იძებნება და აღმოსავლეთ ტიმორში რომის პაპის ვიზიტს უკავშირდება.

 

ყველა პოსტის ნახვა

თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება
თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება
ოქტ 25, 2024
დეზინფორმაცია: ფოტოებზე აზერბაიჯანში დაკავებული Sputnik-ის ჟურნალისტები ჩანან
დეზინფორმაცია: ფოტოებზე აზერბაიჯანში დაკავებული Sputnik-ის ჟურნალისტები ჩანან
ივლ 09, 2025
სოციალურ ქსელში სირიასთან დაკავშირებით 10 წლის წინანდელი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სირიასთან დაკავშირებით 10 წლის წინანდელი ვიდეო ვრცელდება
მარ 20, 2025
დეზინფორმაცია: ჭკვიანი სათვალეებით არავაქცინირებულთა ამოცნობა შეიძლება
დეზინფორმაცია: ჭკვიანი სათვალეებით არავაქცინირებულთა ამოცნობა შეიძლება
ივლ 23, 2024
დეზინფორმაცია: „ობამას გუნდმა“ ზელენსკის ტრამპთან შეთანხმებაზე უარის თქმა ურჩია
დეზინფორმაცია: „ობამას გუნდმა“ ზელენსკის ტრამპთან შეთანხმებაზე უარის თქმა ურჩია
მარ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.