Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ანა კობახიძის შესახებ სოციალურ ქსელებში რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ანა კობახიძის შესახებ სოციალურ ქსელებში რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

მაისს 15, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული · პოლიტიკა
გაზიარება

„ინსტაგრამზე“ გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, ანა კობახიძეს ინტერვიუს დროს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეოში ანა კობახიძე ინტერვიუს იძლევა და ამ დროს უცნობი გამვლელი, რომელიც კადრში არ ჩანს და მისი მხოლოდ ხმა ისმის, მას შეურაცხყოფას აყენებს. აღნიშნული ვიდეო ტიკტოკზეც გავრცელდა.

სინამდვილეში, ვიდეოს ორიგინალი ვერსია ანა კობახიძის 12 მაისის ინტერვიუდან აღებულია. პოლიტიკოსი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის გადაცემის პირდაპირ ეთერში ერთვება და 26 მაისის აქციის მოსამზადებელ კამპანიას აჯამებს. ინტერვიუს სრული და დაუმუშავებელი ვერსიის ნახვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ინციდენტი, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, სინამდვილეში არ მომხდარა და ეს ვიდეომონტაჟის პროგრამის საშუალებით შექმნილი რედაქტირებული ვიდეოა.

ინტერვიუს ეს კონკრეტული ნაწილი მოჭრილია 6:10 წუთიდან და მასზე დადებულია ხმა ფილმიდან „რა მოხდა კიევში“, რომელშიც ზალიკო ბერგერის პერსონაჟი არანორმატიული ლექსიკით მის გამტაცებლებს მოიხსენიებს. მონტაჟისას აღნიშნული ხმა დადებულია საავტომობილო სიგნალის შემდეგ. პოლიტიკოსს საავტომობილო სიგნალზე აქვს რეაქცია, ის იხედება ხმის მიმართულებით, აკეთებს მოკლე პაუზას ინტერვიუში და მალევე აგრძელებს საუბარს. მონტაჟით ხმის ამ მომენტზე გადაფარვა ვიდეოს დამატებით ავთენტურობას სძენს, ვინაიდან ისმის არა უბრალოდ კადრს მიღმა ხმა, არამედ თითქოს პოლიტიკოსიც რეაგირებს მასზე. სინამდვილეში, აღნიშნული ინციდენტი საერთოდ არ მომხდარა და ვიდეო რედაქტირებულია.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
მარ 17, 2025
რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი პროტესტის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში?
რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი პროტესტის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში?
აგვ 07, 2026
დეზინფორმაცია ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ
დეზინფორმაცია ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ
ნოე 06, 2024
ნიკა გვარამიას მაია სანდუ მოლდოვის არჩევნებში ორგზის დამარცხებულად არ გამოუცხადებია
ნიკა გვარამიას მაია სანდუ მოლდოვის არჩევნებში ორგზის დამარცხებულად არ გამოუცხადებია
მაი 15, 2026
სოციალურ ქსელში ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 03, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.