Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

დეკემბერს 30, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტებელი Facebook და TikTok ანგარიში „ბრძენი კრიტიკოსი“, ექიმ ლაშა უჩავას ინტერვიუდან ნაწყვეტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში რესპონდენტი  ამბობს: „მთელი საარჩევნო რაღაცა  ასპექტები ამაზე იყო აგებული, რომ ღირსებით უნდა შესულიყვნენ ევროპაში, ღირსებით ვერ შევალთ ევროპაში“.

რეალურად, ვიდეოში მონაკვეთი მანიპულაციურადაა მოჭრილი და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველო ევროკავშირში „ღირსებით“ ვერ შევა. სრულ მონაკკვეთში კი, ლაშა უჩავა ამბობს, რომ საქართველო ღირსებით ევროპაში  ვეღარ შევა, რადგან ქართველ ხალხს ღირსება და ის გზა წაართვეს, რომლითაც ევროპაში უნდა შესულიყვნენ. 

 ექიმ ლაშა უჩავას ვიდეო ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სპეციალური ეთერიდან არის აღებული, რომელიც ეთერში 22 დეკემბერს გავიდა. ინტერვიუში რესპონდენტი ამბობს (იხილეთ ბმულზე 03:41:10 წუთიდან): „უბრალოდ არ შეიძლება ამ მმართველობაში რეალურად ცხოვრება, რადგან ქართველები არიან ღირსების მატარებელი ერი და ფაქტობრივად ღირსება წაართვეს ქართველებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საარჩევნო რაღაცა ასპექტები ამაზე იყო აგებული, რომ ღირსებით უნდა შესულიყვნენ ევროპაში, ღირსებით ვერ შევალთ ევროპაში იმიტომ, რომ რეალურად ღირსება წაართვეს ხალხს, წაართვეს ის გზა, რომლითაც ევროპაში უნდა შევსულიყავით, შესაბამისად მათი მმართველობა დასრულებულია, მე  დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში“.

ამრიგად, ანგარიშის მიერ გავრცელებული ფრაგმენტი მანიპულაციურად ვრცელდება და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

ყველა პოსტის ნახვა

მინდია შერვაშიძის სატელევიზიო ჩართვის მონაკვეთი სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება
მინდია შერვაშიძის სატელევიზიო ჩართვის მონაკვეთი სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება
ივლ 09, 2026
სოციალურ ქსელში ციტატას სტალინის სახელს მცდარად მიაწერენ
სოციალურ ქსელში ციტატას სტალინის სახელს მცდარად მიაწერენ
აგვ 13, 2025
ჯგუფში „ანტი-მაიდანი“ სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ჯგუფში „ანტი-მაიდანი“ სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
დეკ 12, 2024
დეზინფორმაცია: ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია, ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაცია შეუჩეროს
დეზინფორმაცია: ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია, ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაცია შეუჩეროს
ნოე 26, 2024
სოციალურ ქსელში ვიკა ბუკიას პერსონაჟის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვიკა ბუკიას პერსონაჟის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აპრ 23, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.