Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპს ისლანდიის ანექსია სურს

დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპს ისლანდიის ანექსია სურს

თებერვალს 14, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მსოფლიო ამბები“ პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისლანდიის ანექსია სურს.  „შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის, პანამას არხის, მექსიკის ყურის, კანადისა და ღაზას სექტორის შემდგომ, პრეტენზია გამოთქვა ისლანდიაზე. ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კრისტრუნ ფროსტადოტირმა აცხადებს, რომ ტრამპს ქვეყნის დაპყრობა სურს“. რეალურად, დონალდ ტრამპს ისლანდიასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამავდროულად, არ იძებნება პოსტში მოცემული განცხადება, რომელსაც Facebook-ანგარიში, ისლანდიის პრემიერ-მინისტრს მიაწერს.  

პირველ რიგში, აღსანიშნავია, ისლანდიასთან დაკავშირებულ პრეტენზიაზე  არც ერთი ინგლისურენოვანი სანდრო მედია არ წერს. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ისლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის პრეტენზია რეზონანსული იქნებოდა და მას არა ერთი მედიასაშუალება გამოეხმაურებოდა.

აღსანიშნავია, რომ პოსტში მოცემული განცხადება, რომელსაც პოსტის ავტორი ისლანდიის პრემიერ-მინისტრს მიაწერს, ღია წყაროებში არ იძებნება. საგულისხმოა, რომ გასული წლის ბოლოს ისლანდიის მთავრობამ 2027 წლისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა. Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კრისტრუნ ფროსტადოტირმა თქვა, რომ ისლანდიელები ევროკავშირში გაწევრიანებას ეკონომიკური სარგებლისთვის განიხილავენ და არა შიშისთვის, რომელიც დონალდ ტრამპის არქტიკასთან, მათ შორის, გრენლანდიასთან,  დაკავშირებულ პოლიტიკას შეიძლება მოჰყოლოდა. ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ჯერ კიდევ 2009 წელს შეიტანა, თუმცა,  2015 წელს საკუთარი ინიციატივით შეაჩერა.

პოსტში ასევე მოცემულია აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის პრეტენზიები სხვადასხვა ტერიტორიასთან, მათ შორის, გრენლანდიასთან დაკავშირებით. მართლაც, ტრამპმა გრენლანდიის შეძენის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ  არქტიკული კუნძული „კრიტიკულია“ აშშ-ის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. განცხადებამ შეშფოთება გამოიწვია პარტნიორ სახელმწიფოებში. კუნძული ამჟამად ნატოს წევრი დანიის დაქვემდებარებაშია და ფართო ავტონომიით სარგებლობს. იანვარში აშშ-ის პრეზიდენტსა და დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედრიკსენს შორის  გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით 45-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრ სახლს სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ტრამპთან საუბრისას განაცხადა, რომ არქტიკული კუნძული – დანიის  ავტონომიური ერთეულია და ის არ  იყიდებოდა, მიუხედავად აშშ-ის „დიდი ინტერესისა“.

რაც შეეხება კანადას, 7 იანვარს  დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა:  „ბევრ ადამიანს კანადაში უყვარს 51-ე შტატად ყოფნა. აშშ ვეღარ აიტანს მსხვილ სავაჭრო დეფიციტსა და სუბსიდიებს, რაც კანადას სჭირდება.   ჯასტინ ტრუდომ იცოდა ეს და გადადგა. […] კანადა აშშ-სთან რომ გაერთიანებულიყო, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები დაიწევდა, და ისინი სრულად დაცულები იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემებისგან, რომლებიც მუდამ მათ გარშემო დაცურავენ. ერთად, რა საოცარი ერი იქნებოდა!”. იანვრის ბოლოს ტრამპმა მის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, დაეწესებინა  კანადისა  და მექსიკისთვის  პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი, თუმცა, მოგვიანებით, ჯასტინ ტრუდოსთან საუბრის შემდეგ, კანადისთვის ტარიფების დაწესების გადაწყვეტილების 30 დღით შეჩერების შესახებ განაცხადა.

პანამის არხთან დაკავშირებით, დონალდ  ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ პანამის არხს „უკან დაიბრუნებს“, რადგან, მისი თქმით, პანამამ აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პანამის არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა, დაარღვია. „ამერიკულ გემებს  ზედმეტს ახდევინებენ და სამართლიანად არ ეპყრობიან არანაირი გზით, ფორმითა და კუთხით, და ეს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებსაც მოიცავს“, – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ „პანამის არხი ჩინეთისთვის არ მიგვიცია, ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ“. განცხადებას პანამის პრეზიდენტი გამოეხმაურა, პლატფორმა X-ზე ხოსე რაულ მულინომ დაწერა, რომ „პანამის რესპუბლიკისა და მისი ხალხის სახელით სრულად უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვებს“.

მექსიკის ყურეს კი, აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ყურე დაარქვეს:  „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, მექსიკის ყურეს ოფიციალურად დაერქმევა ამერიკის ყურე, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს კვლავ ერქმევა მაკ-კინლის მთა“, – ვკითხულობთ ვებგვერდზე. ამავდროულად, „გუგლ მეფში“ აშშ-ში დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის,  „მექსიკის ყურით“ ცნობილი ტერიტორია „ამერიკის ყურის“  სახელწოდებით ჩანს.

ყველა პოსტის ნახვა

რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც რომის პაპი იჩოქებს?
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც რომის პაპი იჩოქებს?
იან 29, 2026
დეზინფორმაცია: რუსეთმა თურქეთსა და საბერძნეთს ხანძრის ჩასაქრობად დახმარება გაუგზავნა
დეზინფორმაცია: რუსეთმა თურქეთსა და საბერძნეთს ხანძრის ჩასაქრობად დახმარება გაუგზავნა
აგვ 01, 2025
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო ვრცელდება
ოქტ 17, 2025
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც თითქოს ებრაელი ტურისტი ჩანს, რომელიც ბავშვის გატაცებას ცდილობს
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც თითქოს ებრაელი ტურისტი ჩანს, რომელიც ბავშვის გატაცებას ცდილობს
იან 26, 2026
სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
იან 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.