Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ვიდეოში ჭკვიანი საათები ჩანს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია

დეზინფორმაცია: ვიდეოში ჭკვიანი საათები ჩანს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია

ოქტომბერს 3, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „ეს არის EMF გამოსხივება, რომელსაც ასხივებს ჭკვიანი საათები, იგივე უკაბელო ყურსასმენები…გადაყარეთ თქვენი ჭკვიანი საათები და უკაბელო ყურსასმენები“. უშუალოდ ვიდეო მარტივ ექსპერიმენტს მოიცავს – თუ როგორ ასხივებს დეტექტორთან ახლოს მიტანილი ე.წ. ჭკვიანი საათი (Smartwatch) ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას. ავტორის მტკიცებით, ვიდეოში ნაჩვენებ მოწყობილობა ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივებას ზომავს, რომელიც მოიცავს იონიზებულ გამოსხივებასაც და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რეალურად, ვიდეოში გამოყენებული მოწყობილობა ელექტრული ველისა და რადიოსიხშირის დეტექტორია (RF), რომელსაც მხოლოდ არაიონიზებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების გაზომვა შეუძლია. ეს უკანასკნელი კი, არაიონიზებად რადიაციაში სპეციალიზებული ორგანიზცაიის (icnirp.org) სამეცნიერო კვლევების მიხედვით,  ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას ვერ ახდენს.

ვიდეოში ჭკვიანი საათის „ელექტროსმოგის“ (ელექტრომაგნიტური დაბინძურება) მაღალი რაოდენობა ელექტრომაგნიტური ველის დეტექტორის საშუალებითაა ნაჩვენები და ავტორის მიერ გავრცელებული სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჭკვიანი საათები ისევე, როგორც სხვა უკაბელო მოწყობილობები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი და „გადასაყრელია“.

აღსანიშნავია, რომ იგივე ვიდეო მსგავსი შინაარსის სათაურით იტალიაშიც გავრცელდა და იტალიური ფაქტების გადამოწმების მედიამ Open-მა გადაამოწმა და დეზინფორმაციად შეაფასა.

რეალურად, 60-იანი წლებიდან სამეცნიერო სივრცეში აქტიურად ისწავლება „ელექტროსმოგის“ გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და 28,000-ზე მეტი სამეცნიერო სტატია ამტკიცებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება არაიონიზებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების დამაზიანებლობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

იმისთვის, რომ გამოსხივებამ სერიოზული იმგვარი ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას, როგორიცაა დნმ-ის უჯრედული ცვლილება და სიმსივნე, ელექტრომაგნიტური გამოსხივება იონიზებული უნდა იყოს, მაგალითად რადიოაქტიური ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ RF EMF-ების (რადიოსიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივება) შესახებ ყველა კვლევის საერთო შეფასებას მივყავართ დასკვნამდე, რომ RF EMF ზემოქმედებამ თერმულ ზღურბლზე ქვემოთ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯანმრთელობის უარყოფითი ეფექტები გამოიწვიოს. თერმულ ზღურბლზე მაღალ გამოსხივებას კი ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთებში, როგორიცაა უკაბელო ყურსასმენი ან ჭკვიანი საათი, არ ვხვდებით.

ამასთანავე, ვიდეოში ნაჩვენები მოწყობილობა Trifield-ის ბრენდის ელექტრული ველისა და რადიოსიხშირის (RF) დეტექტორია (მარჯვნივ წითელი ღილაკი მიუთითებს ამაზე). რადიოსიხშირის დეტექტორი საკმაოდ მგრძნობიარე მოწყობილობაა, რომელსაც ყველაზე მკრთალი ელექტრული სიგნალის აღქმაც კი შეუძლია. სწორედ ამით არის გამოწვეული ის ხმა, რომელსაც დეტექტორი ვიდეოში უშვებს. გარდა ამისა, მოწყობილობა არ არის მორგებული იმისთვის, რომ იონიზებული ელექტრომაგნიტური გამოსხივება გაზომოს.

შესაბამისად, ვიდეოში გამოყენებული მოწყობილობა ზომავს არაიონიზებულ რადიოსიხშირის ელექტრულ ველს (RF), რომელიც სამეცნიერო კვლევების მიხედვით ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, და არა ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივებას (EMF), რასაც ავტორი ამტკიცებს.

ამრიგად, ავტორის პოსტი შეცდომაში შემყვანია.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: გავრცელებული ლექსი  ბესიკ ხარანაულმა ვანო ნადირაძეს მიუძღვნა
დეზინფორმაცია: გავრცელებული ლექსი ბესიკ ხარანაულმა ვანო ნადირაძეს მიუძღვნა
ივნ 25, 2025
სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრეზიდენტის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრეზიდენტის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება
აპრ 15, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული ეკლესიის ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული
სოციალურ ქსელში გავრცელებული ეკლესიის ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული
იან 24, 2025
სოციალურ ქსელში ჯო უილსონის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯო უილსონის ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 18, 2025
„ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) დირექტორ, ენჯი ჰოლანის განცხადება Meta-ს CEO-ს გადაწყვეტილების შესახებ
„ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) დირექტორ, ენჯი ჰოლანის განცხადება Meta-ს CEO-ს გადაწყვეტილების შესახებ
იან 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.