Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
თინა თოფურია აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

თინა თოფურია აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერს 13, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

ჰომეოპათი თინა თოფურია სოციალურ ქსელში აუტიზმსა და აცრებს შორის კავშირის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. მისივე მტკიცებით, B ჰეპატიტის  ვაქცინა აზიანებს ახალშობილის ღვიძლს (არქივირებული ლინკი).

მტკიცება, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. შესაბამისი რეცენზირებული კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინებსა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირი არ არსებობს.

მითი, თითქოს ვაქცინა ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის, ბრიტანელი ექიმის ენდრიუ უეიკფილდის კვლევას უკავშირდება, რომელიც 1998 წელს პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, წითელა, წითურა, ყბაყურას (measles, mumps, rubella – MMR) საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიტანელ ბავშვებში აუტიზმით დაავადების რისკს ზრდიდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ნაშრომი და მისი მიგნებები სერიოზული პროცედურული შეცდომების, დადგენილი ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკური დარღვევების გამო უარყვეს. ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატია ჟურნალიდანაც ამოიღეს. ჰიპოთეზა, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევდა, რამდენიმე მასშტაბური კვლევით გადამოწმდა და რაიმე კავშირი ვაქცინასა და აუტიზმის განვითარების ალბათობას შორის არ დადგინდა.

ამ საკითხზე ერთ-ერთი ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევა 2019 წლის მარტში ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევა მყარად ადასტურებს, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს და არ ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. ვაქცინები არც აუტიზმის გამოვლენასთანაა რაიმე კავშირში. აღნიშნული შედეგი თანხვედრაშია წინამორბედ კვლევებთან.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1999-2010 წლების შუალედში დანიაში დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. კვლევის განმავლობაში შესწავლილი 657,461 ბავშვიდან აუტიზმის დიაგნოზი 6,517-ს განუვითარდა.  MMR-ვაქცინირებული შემთხვევები შეადარეს არავაქცინირებულებს, მათი რისკების ფარდობა იყო 0.93 (95% CI, 0.85-დან 1.02-მდე), სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაქცინირებულებს გაზრდილი რისკი არ აღმოაჩნდათ. ასევე, აუტიზმის მომატებული რისკი არ აღმოჩნდა იმ ქვეჯგუფშიც, რომელთა და-ძმასაც ჰქონდა აუტიზმი ან სხვა რისკ-ფაქტორი.

ამრიგად, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინაციას აუტიზმთან კავშირი არ აქვს. რეალურად, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა და ის მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.

გარდა ამისა, მტკიცება, თითქოს B ჰეპატიტის ვაქცინა აზიანებს ახალშობილის ღვიძლს, ყალბია.

B  ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს. B ჰეპატიტის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული ინფექცია, რომლისგანაც შემდგომში შეიძლება განვითარდეს  ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო. ვირუსი გადაეცემა დედიდან შვილს დაბადებისას, ან/და ინფიცირებულ პირის სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით.

დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება ვაქცინაციაა. B ჰეპატიტის ვაქცინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ვაქცინაა,  ვაქცინაციის შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით, B ჰეპატიტის და მასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებების, მათ შორის ღვიძლის კიბოს შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.  B ჰეპატიტის ვაქცინა რეკომენდებულია ყველა ახალშობილისთვის და 18 წლამდე ასაკის ბავშვისთვის და ყველა მაღალი რისკის მქონე მოზრდილისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) რეკომენდაციით, ვაქცინის პირველი დოზა დაბადებიდან პირველ 24 საათში კეთდება.

B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არათუ არ აზიანებს ღვიძლს, არამედ B  ჰეპატიტის ინფექციისგან და მასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებისგან თავის დაცვის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობითი განცხადება არ არსებობს და „ოპოზიციურმა მედიებმა“ გამოიგონეს
დეზინფორმაცია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობითი განცხადება არ არსებობს და „ოპოზიციურმა მედიებმა“ გამოიგონეს
აგვ 25, 2025
სოციალურ ქსელში ლეონიდ კალაშნიკოვის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლეონიდ კალაშნიკოვის ყალბი ციტატა ვრცელდება
დეკ 02, 2024
დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ
დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ
მარ 26, 2025
ფეისბუქზე ლალი მოროშკინას ყალბი ციტატა ვრცელდება
ფეისბუქზე ლალი მოროშკინას ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 05, 2025
სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
იან 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.