Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა

დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა

ნოემბერს 13, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

11-12 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირის რვა წევრი ქვეყნის პარლამენტთა კომიტეტების თავმჯდომარეებისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის და პოლონეთის წარმომადგენლებმა დღის განმავლობაში პრეზიდენტთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ და მათ მიმართეს. სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებმა, მათ შორის „ფანტი ნა“, „ვასალური ლიბერალი“ და TikTok-ანგარიშმა „gamoitseret“, გაავრცელეს ვიდეო (ბმული 1, 2, 3, 4), რომელშიც ჩანს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი, რომელიც თითქოს საქართველოს ჰიმნის მიმდინარეობისას ყურებზე ხელს  იფარებს. ვიდეოებს ახლავს აღწერა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა (დაარქივებული ვიდეო).

სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და მასზე საქართველოს ჰიმნის მელოდიაა დამატებული. კერძოდ, ვიდეოს დასაწყისში ჩანს ტელეკომპანია „ფორმულას“ ლოგო და ზუსტი საათი (20:38), რა დროსაც დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ყურებზე ხელებს იფარებს.

ფოტო: კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული რედაქტირებული ვიდეოდან

„ფორმულას“ 11 ნოემბრის პირდაპირი ეთერის გადამოწმებისას, დგინდება, რომ 20:38 საათზე, როდესაც სცენაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ადიან, არა საქართველოს, არამედ ევროპის ჰიმნად მიჩნეული მელოდია – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ბოლო ნაწილი – ისმის. იმავე მომენტის ამსახველი ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულას“ Facebook-ანგარიშზეც გამოქვეყნდა (დაარქივებული ვიდეო). მასში ასევე ჩანს, რომ იმ დროს, რასაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები საქართველოს ჰიმნის მიმდინარეობად წარმოადგენენ, ბეთჰოვენის სიმფონია ისმის.

სავარაუდოა, რომ ერიკ ოტოსონის ეს ქმედება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროპის ჰიმნი სცენაზე მისთვის ზედმეტად ხმამაღალი იყო.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, როდესაც საქართველოს ჰიმნი ირთვება, დელეგაციის ყველა წევრი, მათ შორის ერიკ ოტოსონი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ჰიმნს ისმენს და ყურებზე ხელს არ იფარებს (იხილეთ ფოტო ქვემოთ).

ფოტო: კადრი 11 ნოემბრის აქციიდან, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები საქართველოს ჰიმნს ისმენენ

ამდენად, მტკიცება, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა, ყალბია, ხოლო ვიდეო, რომელიც ამ მტკიცების დამადასტურებლად გაავრცელეს – რედაქტირებული.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს
დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს
ივლ 11, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ყალბი ციტატა ვრცელდება
მაი 22, 2025
დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა
დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა
ნოე 12, 2025
სოციალურ ქსელში ეკა მიშველაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ეკა მიშველაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
თებ 21, 2025
დეზინფორმაცია: მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა
დეზინფორმაცია: მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა
ივნ 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.