Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მსახიობ ბაჩი ვალიშვილის ინტერვიუს ფრანგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში მსახიობ ბაჩი ვალიშვილის ინტერვიუს ფრანგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

აგვისტოს 3, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

სოციალურ ქსელში მსახიობ ბაჩი ვალიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი ვრცელდება, სადაც ის ამბობს: "არაფრის იმედი არ მაქვს, მართლა. ანუ აბსოლუტურად საზო წარკვეთილი ვარ და აბსოლუტურად განცდა მაქვს რომ დაღუპულები ვართ და მორჩა ყველაფერი. დავიხურეთ ქუდი და ტიტრები ამოვუშვით" (არქივირებული ბმული). პოსტს თან ახლავს აღწერა "გულწრფელი აკაცუკი". საბოლოო ჯამში, პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მსახიობი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხებას აღიარებს და პროტესტს წყვეტს.

აღნიშნული მონაკვეთი ტვ პირველის 2026 წლის 24 ივლისის ეთერიდანაა ამოჭრილი (არქივი). სრულ ინტერვიუში მსახიობის ციტატა განსხვავებულ კონტექსტშია ნათქვამი, ის აცხადებს, რომ მსგავსი სასოწარკვეთილი განწყობა ხელისუფლებას აწყობს და ის ამის საპირისპიროდ ცდილობს, რომ კვლავ აქტიურად იყოს პროტესტში ჩართული (52 წუთიდან): "ჩემი გასაღები ამ ყველაფერთან ინდივიდუალურ დონეზე, ეხლა მე მე ვერ დავამარცხებ 200 წლიან ინსტიტუციური მეხსიერების მქონე კგბ-ებს ერთი ადამიანი. ხო მე არ ვარ, სამწუხარედ, მაგრამ ჩემ თავს შემიძლია ესეთი რაღაცის გაკეთება და ძაან მაგრა მუშაობს. ეგ მუშაობს, მათ შორის მოძალადეებთანაც წყვილებში, ეგ მუშაობს როცა მანიპულატორთან გაქვს ურთიერთობა ორი რაღაცა არის: ერთი არის ის, როცა ადამიანს უნდა რომ შენში ემოცია გამოიწვიოს და შენ ნეიტრალური რჩები, ანუ არც ნეგატიურ არც პოზიტიურ ემოციას არ გამოხატავ. მეორე არის რაც შეუძლებელი არის ეხლა ამ პირობებში, მაგრამ მეორე რასაც მე მივაგენი არის შემდეგი: პირველ რიგში, კითხვას სვამ, რა უნდა ახლა ჩემ მტერს. ჩემ მტერს თუ უნდა რომ მე გეჩხუბოთ თქვენ, ქალბატონო ნინო, მე თქვენ არავითარ შემთხვევაში, სულ რომ დედა მაგინოთ, მე თქვენ არ გეჩხუბებით. თუ ჩემს მტერს უნდა რომ არ გავიდე რუსთაველზე, მე გავალ რუსთაველზე. მე ძალიან გულწრფელად ვიტყვი და ბევრი არის ჩემნაირად, მე არაფრის იმედი არ მაქვს, მართლა. ანუ აბსოლუტურად საზო წარკვეთილი ვარ და აბსოლუტურად განცდა მაქვს რომ დაღუპულები ვართ და მორჩა ყველაფერი. დავიხურეთ ქუდი და ტიტრები ამოვუშვით. მაგრამ ვიცი, რომ ამას რომ ვგრძნობ, ეს არ არის ჩემი გულწრფელი ემოციები. ეს რაღაცით არის განპირობებული. ჯერ რომ ვერ ვპოულობ ხელჩასაჭის და პროპაგანდას ჩემ თავშივე რომ ვერ ვერევი ლოგიკით, უბრალოდ პრინციპს ვიღებ, რომ რახან მტერს უნდა რომ მე ამ შეგძნებამ სახლში დამტოვოს, მე ავდგები და ჩემი წინააღმდეგობა იქნება, რომ რაც მტერს უნდა იმის საპირისპიროს გავაკეთებ".

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაკვეთი მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მსახიობი პროტესტში მონაწილეობას წყვეტს. სრულ ინტერვიუში ჩანს, რომ მსახიობის თქმით, უიმედობის განცდა პროპაგანდის მიერ გამოწვეული შეგრძნებაა, რომელსაც ის სწორედ პროტესტში აქტიური მონაწილეობით და არა გაჩერებით ებრძვის.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გაყალბებული ქარდი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გაყალბებული ქარდი ვრცელდება
დეკ 23, 2025
სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას გაყალბებული თარგმანი ისევ ვრცელდება
სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას გაყალბებული თარგმანი ისევ ვრცელდება
დეკ 18, 2024
ინფორმაცია ბლინკენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ არ დასტურდება
ინფორმაცია ბლინკენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ არ დასტურდება
მარ 24, 2025
მანიპულაცია: გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსება „შავ ხვრელში“ ჩასხმული ფულია
მანიპულაცია: გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსება „შავ ხვრელში“ ჩასხმული ფულია
ოქტ 07, 2024
სოციალურ ქსელში გაბრიელიუს ლანდსბერგისის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გაბრიელიუს ლანდსბერგისის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.