Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ირაკლი კობახიძე:  გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი

ირაკლი კობახიძე: გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი

დეკემბერს 6, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მეტწილად მცდარი · ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე:  გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

2 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ჩვენ გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი“.

ირაკლი კობახიძე დასაქმებულთა რაოდენობაზე საუბრობს და მიმდინარე წლის II კვარტლის მონაცემებს 2021 წლის წლიურ მაჩვენებელს ადარებს. ამგვარი შედარება მანიპულაციურია და არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. პირველ რიგში იმიტომ, რომ  დასაქმების მაჩვენებელს პანდემიური პერიოდის მონაცემებს ადარებს, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო და დასაქმებულთა რაოდენობა მინიმუმამდე იყო შემცირებული. გასულ 10- წლიან პერიოდში [2014-2023 წლებში] დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა.

გარდა ამისა, კვარტალური მონაცემების წლიურ მაჩვენებელთან შედარება ასევე არამართებულია. ვინაიდან დასაქმების მაჩვენებელზე სეზონურ დასაქმებას დიდი გავლენა აქვს, სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხავად, კვარტალური მაჩვენებლები ანალოგიური კვარტლის მაჩვენებელს უნდა შედარდეს, ხოლო წლიური მონაცემები – წლიურს.

იმისთვის, რომ დასაქმების მაჩვენებლები სწორად გაგვეანალიზებინა, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემები პანდემიამდე პერიოდის ანუ 2019 წლის ანალოგიური კვარტლის მაჩვენებელს შევადარეთ. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 72.2 ათასით გაიზარდა, რაც პრემიერის მიერ დასახელებულ მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია. დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) კი 43.2%-დან 47%-მდე არის გაზრდილი (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე (2019-2024 წლები)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება დასაქმების წლიურ მაჩვენებლებს, 2020-2021 წლებში ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში არსებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებელს არ დაბრუნებია. 2023 წელს დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა, როგორც  წინა წელთან, ასევე პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც.  გასული 4 წლის მანძილზე, ანუ 2023 წელს 2019 წელთან შედარებით,  დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ  38.7 ათასით არის გაზრდილი (იხილეთ გრაფიკი 2).

გრაფიკი 2: 2019-2023 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023-2023 წლებში, ასევე 2024 წლის პირველ ნახევარში, დასაქმების ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროცესია და ასევე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა, მათ შორის, სოციალურად დაუცველთა დასაქმება ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაოებზე და სხვა.

ამრიგად, დასაქმების მაჩვენებლების პანდემიის პერიოდთან (როდესაც ეკონომიკური შეზღუდვების გამო ადამიანების გარკვეული ნაწილი ვერ მუშაობდა) შედარება მანიპულაციურია და დასაქმების მხრივ არსებულ ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. გარდა ამისა, ასევე არამართებულია კვარტალური მაჩვენებლის წლიურ მაჩვენებელთან შედარება. რეალური სურათი კი ასე გამოიყურება: 2023 წლის მონაცემებით, გასული 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 38.7 ათასი ადამიანი დასაქმდა. 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კი, პანდემიამდე პერიოდთან ანუ 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 72.2 ათასით არის გაზრდილი. ამრიგად, ირაკლი კობახიძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

ყველა პოსტის ნახვა

ტალსი გაბარდი თანამდებობიდან იძულებით და დემონსტრაციულად არ გაუთავისუფლებიათ
ტალსი გაბარდი თანამდებობიდან იძულებით და დემონსტრაციულად არ გაუთავისუფლებიათ
ივნ 01, 2026
სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას გადაცემიდან რედაქტირებული ინტერვიუები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას გადაცემიდან რედაქტირებული ინტერვიუები ვრცელდება
სექ 22, 2025
სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტების რედაქტირებული ვიდეოები ვრცელდება
სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტების რედაქტირებული ვიდეოები ვრცელდება
დეკ 11, 2025
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
მაი 12, 2025
მართლა უწყობდა თუ არა ხელს აშშ-ის მთავრობა ამერიკაში ნაცისტური პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას?
მართლა უწყობდა თუ არა ხელს აშშ-ის მთავრობა ამერიკაში ნაცისტური პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას?
ივნ 29, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.